მთავარი > ვერცხლისმოყვარეობა, მთავარი გვედის ფოტო > ვერცხლისმოყვარეობა
ვერცხლისმოყვარეობა7-10-2022, 17:15 |
ვინც თავისი ქონებით კმაყოფილია, ის ბედნიერია. შრომისმოყვარე, მართალ და საკუთარი ქონებით კმაყოფილ, თუმცა ღარიბ ქრისტიანს შეხედეთ. ვინ შეიძლება იყოს მასზე ბედნიერი? მას უხარია, რომ პატიოსანი შრომით ღვთის მცნებას ასრულებს, სარჩოს საკუთარი შრომით მოპოვებას რომ გვავალდებულებს. ის პატიოსანი შრომით ნაშოვნ პურს გემრიელად მიირთმევს. არაფრის მქონეებს კმაყოფილებით უყოფს მას, ვინაიდან იცის, რომ ამგვარად ღმერთს სათნოეყოფა. უფალიც თავისი მოწყალებით არ ტოვებს მას და ყველა კეთილ წამოწყებაში წარმატებას ჩუქნის, სახლეულებთან მშვიდობითა და სიყვარულით ანუგეშებს. მსგავს ადამიანებს ღვთის კურთხევა მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაჰყვებათ. სამწუხაროდ ჩვენს დროში ასეთი ოჯახები და ადამიანები იშვიათობაა! ყველგან მომხვეჭველობის ვნება და სიმდიდრისადმი სიხარბე მეფობს. თავიდან ადამიანი მხოლოდ თავის გატანაზე, ანუ მცირედ საარსებოზე ფიქრობს, შემდეგ თითქოსდა შავი დღისთვის იწყებს რაღაცეების მომარაგებას, შემდეგ ათასებზე იწყებს ფიქრს. ეს ჯერ კიდევ არაა უბედურება. საშინელება ისაა, რომ ადამიანი ძილშიც ამ ათასებს ხედავს, მათზე ოცნებობს, იმედებს ამყარებს და მარადიულ ცხოვრებას ივიწყებს. ეშმაკს კი არ სძინავს. მან კარგად უწყის, რომ როცა ადამიანს ვერცხლისმოყვარების ცოდვა გაუჩნდება, მისი ღვთისგან ჩამოშორება და საკუთარ ძალაუფლებას დამორჩილება უმთავრესი საქმეა. თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანოთ მაგალითი. ერთი მოსაგრე მონასტრის იღუმენად დაადგინეს, სადაც ყოველი ძმა საკუთარი შრომით საზრდოობდა. მისი ცხოვრება იმდენად სუფთა, უნაკლო და მადლმოსილი იყო, რომ ეშმაკთა განსხმის ნიჭის ღირსიქმნა. მისი გულმოწყალება იმდენად დიდი იყო, რომ უკანასკნელ ლუკმას და ჩასაცმელს უქონლებს ურიგებდა. ამიტომ, როცა ვინმეს რაიმე მოჰქონდა, ის ჩვეულებისამებრ ეუბნებოდა: „წაიღეთ თქვენი მოტანილი და ჩვენს ღმერთთან - ქრისტესთან დაგვტოვეთ, დაე მან იზრუნოს ჩვენზე. ჩვენი გამოკვება ჩვენს ხელებს შეუძლიათ. ჩვენი განმკითხველი ისინი იქნებიან, თუ სხვისი შრომით ვიცხოვრებთ!" ამ მადლმოსილი მონაზვნის უანგარობა და ღვაწლი მალე ყველასათვის ცნობილი გახდა. მისი მაღალზნეობრივი ცხოვრების შესახებ მეფემაც გაიგო. დაიბარა თავისთან, დიდხანს ესაუბრა და უპოვართათვის ფული მისცა. იღუმენმა თავისი ჩვეულების საწინააღმდეგოდ ფული აიღო და იმ დროიდან მომხვეჭველი გახდა. მან ხარები და ვირები იყიდა, მოსამსახურეები დაიქირავა. ჩვეულებისამებრ მასთან შეპყრობილი მიიყვანეს და როცა ბერმა ეშმაკს უთხრა: „ქმნილებისაგან ღვთისა განვედ", ეშმაკმა დაცინვით უპასუხა: „არა, მე შენ აღარ გისმენ." - რატომ? - შეეკითხა იღუმენი. – „იმიტომ, რომ შენ თავად ჩვენი ახლობელი ხარ. ცხოვრებისეულ მწუხარებაში ჩაფლულმა ღმერთი დაივიწყე და ჩემზე არავითარი ძალაუფლება არ გაქვს". ასე საშიში და მომაკვდინებელია ვერცხლისმოყვარება!
წიგნიდან „Спутник Христианина" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |