მთავარი > სინანული, მთავარი გვედის ფოტო > მონანულს და დაეჭვებულს
მონანულს და დაეჭვებულს21-03-2018, 00:06 |
შეგინდოთ თუ არა ღმერთმა აღსარებაში აღიარებული ცოდვები? თუ გულითადი სარწმუნოებით აღიარეთ, ეჭვგარეშე შეგინდოთ. მწერთ, რომ ხან „გტანჯავთ ძველი ცოდვები..." ესე იგი, ღმერთი თქვენს დასამდაბლებლად ცოდვიან წარსულს გახსენებთ. ან თქვენში, მცირედ მორწმუნეობის გამო, შენანებული ცოდვისათვის შეწყალების ეჭვი შეიმჩნევა. ამგვარი ეჭვი ეშმაკისგანაა. ბოროტი ადამიანს ეღობება სინანულის გზაზე, ხოლო შენანების შემთხვევაში, მიტევებულ ცოდვაში ეჭვის შეტანას ცდილობს. წარსული ცოდვების შეხსენებით ბოროტს ღვთისადმი ლტოლვის შესუსტება და შენანებული ცოდვისათვის უნაყოფო ტანჯვა სურს. ხან ადამიანი წარსულ ცოდვებზე ფიქრით უფრო იტანჯება, ვიდრე რეალური ბოროტებით. ამგვარ სენს სჯობს, არა ცოდვის, არამედ მცირედმორწმუნეობის გამო ტანჯვა ვუწოდოთ.
მღვდელმოწამე იოანე სან-ფრანცისკოელი (შახოვსკოი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |