მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულის სასარგებლო რჩევები

სულის სასარგებლო რჩევები


12-06-2024, 00:06

 

   უძლურებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, თქვენი პირადი ლოცვა თამამად გაზარდეთ, ან შემაცირეთ. თავისუფლად იყავით და წესს ნუ დაემონებით! წესი ადამიანისთვისაა და არა ადამიანი წესისათვის. სხვაგვარი დამოკიდებულების შემთხვევაში მხოლოდ გაუგებრობა და შინაგანი გაღიზიანება ჩნდება.

 

 

***

   მცირე ცოდვა, რომელშიც ყოველი ადამიანი ყოველ წამს ვარდება, სინანულის შემთხვევაში, იქვე მიეტევება. სინანული რამოდენიმე სიტყვით გულისშემუსვრილებით უნდა სრულდებოდეს. ხან, შესაძლოა, მხოლოდ ყურადღებით წარმოთქმული სინანულის სიტყვები იყოს საკმარისი.

 

 

***

   ეჭვის, ურწმუნოებისა და სხვა ღვთის მგმობელური აზრების მოსვლის დროს, წმინდა მამათა სწავლებით, არ უნდა შევშინდეთ. ამგვარი აზრები არა ჩვენ, არამედ ეშმაკს ეკუთვნის. ნუ მიიღებთ მათ და ნუ თრთით ამის გამო.

 

 

წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება