მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფნი (სქიზმატები) და სექტანტები ერთი ჯოხის ორი ბოლოა
ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფნი (სქიზმატები) და სექტანტები ერთი ჯოხის ორი ბოლოა8-05-2018, 00:01 |
თითქოს საზოგადოებამ მეტ-ნაკლებად ისწავლა სექტანტთა გამორჩევა და უმეტეს ნაწილში მათდამი ანტიპათიური განწყობილება ჩამოყალიბდა. მაგრამ ჰოი უბედურება! ახლა უკვე მართლმადიდებლურ სამოსში გამოწყობილნი, გარეგნულად თითქმის არაფრით განსხვავებულნი, ეკლესიასთან განხეთქილებაში მყოფი „მღვდლები" გამოჩნდნენ. მაცხოვარს მრავალი ეკლესია არ დაუარსებია, ერთი ეკლესია დააარსა მხოლოდ. იგი წმინდაა, საყოველთაო და მოციქულთა მიერაა დაფუძნებული. ვინც ამ ეკლესიას მტრობს, მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა იყოს იგი, თვით ანგელოზიც რომ იყვეს, მარადიული წყვდიადის ღირსია. ჩვენს ეპარქიაშიც გამოჩნდნენ ეკლესიიდან განდგომილნი, რომლებმაც სოფელ შემოქმედში „საკურთხეველიც" კი აღმართეს და რამდენიმე ნათლობაც შეასრულეს. ჩვენი ვალია გაგაფრთხილოთ: როგორც შავ ჭირს, ისე უნდა განეშოროთ მათ თავყრილობას. იცოდეთ, ეკლესიის მტრები ღვთის შვილები ვერ იქნებიან. „ვისთვისაც ეკლესია არაა დედა, მისთვის ღმერთი მამა არ იქნება" (წმ. კვიპრიანე კართაგენელი). მათ მიერ შესრულებული „ნათლობა" არ ჩაითვლება ნათლობად და არც არანაირი სხვა საიდუმლო. ეს არის კიდევ ერთი საცდური, კიდევ ერთი ხრიკი სატანისა, რათა დააბნიოს და დაღუპოს კეთილმსახური სულნი.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |