მთავარი > კითხვა-პასუხი, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვაზე პასუხი ელექტრონულ პირადობის ბარათთან დაკავშირებით

კითხვაზე პასუხი ელექტრონულ პირადობის ბარათთან დაკავშირებით


7-03-2018, 00:03

კითხვაზე პასუხი ელექტრონულ პირადობის ბარათთან დაკავშირებით

 

   ნინოს შეკითხვა: დამლოცეთ მამაო! გვაინტერესებს თქვენი აზრი ელექტრონულ პირადობებთან დაკავშირებით. უქმნის თუ არა საფრთხეს ადამიანს მისი აღება და როგორ ახსნიდით საიტ www.youtube.com - ზე გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებ მასალას, როცა სკანერს მარჯვენა ხელს ადებენ ან შუბლს მიუშვერენ და ფიქსირდება ამ ადამიანის სახელი ან იღება კარი და ა.შ.? საიდან? ანუ ადამიანი ინომრება? მადლობა წინასწარ.

   პასუხი: ღმერთმა დაგლოცოთ!

   ელექტრონული პასპორტი რელიგიური ნიშნით არ წარმოადგენს საფრთხეს. მე თავად ამ მოწმობით ვხელმძღვანელობ. რაც შეეხება შეკითხვის მეორე ნაწილს, აქ სულ სხვა ვითარებაა. ეს უკვე არ არის ელექტრონული მოწმობა, არამედ ჩიპია. ჩიპის შუბლზე და ხელზე ჩაყენება არ შეიძლება. დღეს მას ვერ ვუწოდებთ ანტიქრისტეს ბეჭედს (ანტიქრისტეს ბეჭედი უშუალოდ ანტიქრისტეს მეფობის ჟამს იქნება), მაგრამ შესაძლოა ის ანტიქრისტემ გამოიყენოს ბეჭედათაც (ღმერთმა უწყის). ამიტომ პირადობის აღება შეიძლება, ხოლო ჩიპის ჩადგმა - არა.


 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება