მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ომი ღმერთის წინააღმდეგ - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი

ომი ღმერთის წინააღმდეგ - მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი


13-11-2017, 00:03

 

   „ჩვენ მოვკალით ღმერთი, მე და შენ! ჩვენ ყველანი მკვლელები ვართ! მაგრამ როგორ შევძელით ამის გაკეთება? როგორ დავაშრეთ ზღვა? როგორ წავშალეთ ჰორიზონტი? როგორ ავაგლიჯეთ დედამიწა მზეს? საით მიდის იგი? საით მივდივართ ჩვენ? ხომ არ იქნება მუდმივი ჩვენი მიმოკვეთება? მარცხნივ, მარჯვნივ, ყველა მიმართულებით? ხომ არ დავიკარგეთ უსასრულო არარაობაში? უსასრულოდ გრძელდება ღამე, რომელიც სულ უფრო ბნელი ხდება".

   ასე აღწერა ნიცშემ თავისი დროის მსოფლიო. ამგვარია ნიჰილისტის სამყარო, რომელშიც არც ამაღლებულია რაიმე, არც დაცემული, არც მართებული, არც მცდარი, არც ჭეშმარიტი და არც ცრუ, რამეთუ მასში არ არსებობს არანაირი ორიენტირი. იქ, სადაც ოდესღაც ღმერთი იყო, ახლა არაფერია. სადაც ძალაუფლება, წესრიგი, დამაჯერებლობა, რწმენა იყო, ახლა ანარქია, შფოთი, უპრინციპულობა, გაუმართლებელი ქმედება, ეჭვი და სასოწარკვეთილებაა. ნიჰილიზმი არის რწმენა იმისა, რომ არ არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ ყოველგვარი ჭეშმარიტება ფარდობითია - აი XX საუკუნის ძირითადი ფილოსოფიური დოქტრინა.

   მთლიანობის დარღვევა, ანთეიზმი, სიძულვილი ჭეშმარიტებისადმი, ყოველივე ეს მხოლოდ ფილოსოფია როდია, არც მხოლოდ ადამიანის ჯანყია ღმერთის წინააღმდეგ. ყოველივე ამის უკან დგას უფრო სერიოზული აზრი, რომელსაც ფილოსოფოსიცა და რევლუციონერიც მხოლოდ ემსახურებიან. ისინი ვერ მართავენ ამ პროცესებს. ჩვენ საქმე გვაქვს სატანის დახვეწილ მუშაობასთან.

   ბევრი ნიჰილისტი თვლიდა რომ სატანის მხარესაა, რომელიც „მარადიული მოჯანყე, უპირველესი „თავისუფლად მოაზროვნე" და სამყაროს განმათავისუფლებელია. ნიცშემ თავი „ანტიქრისტედ" გამოაცხადა. თითქმის ყველა დეკადენტი, ავანგარდისტი პოეტი დაწყებული რომანტიზმის ეპოქიდან, მოჯადოვებულია სატანიზმით. ზოგიერთი იქამდეც კი მივიდა, რომ სატანიზმი საკუთარ რელიგიადაც კი გამოაცხადა. აი, ამგვარი სიტყვებით უხმობდა პრუდონი ეშმაკს: „მოდით ჩემთან ლუციფერო, სატანავ თუ დემონო, რომელსაც ჩემი მამების რწმენა ღმერთსა და ეკლესიას უპირისპირებდა. მე შენი მოციქული ვიქნები და არც რაიმეს მოვითხოვ შენგან".

 

წიგნიდან: „ЧЕЛОВЕК ПРОТИВ БОГА" 

О. СЕРАФИМ РОУЗ 1995 КАЛИФОРНИЯ 

 

Xareba.net - ის რედაქცია  


უკან დაბრუნება