მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 9 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელისა (+დაახლ. 306)

9 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელისა (+დაახლ. 306)


8-11-2021, 17:25

9 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელისა (+დაახლ. 306)

 

   წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი (იხ. 26 ოქტომბრის საკითხავი, დიდმოწამე დიმიტრის ცხოვრება). გალერიუსის ბრძანებით წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება