მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია > ეკლესია და სახელმწიფო
ეკლესია და სახელმწიფო27-01-2015, 00:01 |
პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ეკლესია იდევნებოდა სახ-ელმწიფოს (რომის იმპერია) მიერ. კონსტანტინე დიდის ეპოქიდან, როდესაც გამოქვეყნდა რელიგიათა შემწყნარებლობის შესახებ მილა-ნის ედიქტი, დაიწყო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიე-რთობის დალაგების პროცესი. სრულიად განსხვავებული და ამავე დროს საკმაოდ ერთნაირი გა-რემოებები აკავშირებს ეკლესიასა და სახელმწიფოს. განსხვავება ის გახლავთ რომ, ეკლესია ადამიანის სულიერ სამყაროს აწესრიგებს, ხოლო სახელმწიფო მის გარეგნულ კეთილმოწყობაზე უნდა ზრუ-ნავდეს. ეკლესია ღვთაებრივი წარმომავლობის ღვთაებრივი დაწესებულე-ბაა. მისი წევრები ერთი სხეულის ნაწილები არიან. ეკლესიის და-ნიშნულება ადამიანის ცხონებაა. არსებითი ისაა, რომ ადამიანის მიწიერი ცხოვრება განიხილება როგორც მარადიული არსებობის ფრაგმენტი. ხილულ მატერიალურ სამყაროში ადამიანმა ისე უნდა განვლოს წლები, რომ მარადიული ნეტარი ცხოვრება დაიმკვიდროს. როგორია სახელმწიფოს დანიშნულება? სახელმწიფო არის ერთობა თვისუფალი მოქალაქეებისა, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით იცავენ ზნეობრივ კანონებს. სახელმწიფო მოვალეა შექმნას ცხოვრე-ბისათვის კარგი პირობები, დაიცვას მოქალაქეთა უფლებები, და-თრგუნოს ძალადობა და აგრესია საზოგადოებაში. ამ ამოცანის გა-ნსახორციელებლად ესაჭიროება მას ჯარი, პოლიცია, სხვადასხვა იურიდიული თუ სოციალური სტრუქტურები და ა.შ. ამ ინტერე-სების ერთობაა სახელმწიფო. ეკლესია სახელმწიფოსთან დამოკიდებულებაში უკიდურესობები-საგან თავის დაცვას ცდილობდა ყოველთვის. უკიდურესობებში იგ-ულისხმება ერთი მხრივ, ურთიერთაღრევა, მეორე მხრივ - ურთი-ერთდაპირისპირება. უფლის მცნების თანახმად: ”მიეცით კეისარსა კეისრისა და ღმრთისა ღმერთსა”. (მარკ. 12.17). სახელმწიფო ხვდება, რა დიდი როლი აკისრია ეკლესიას მის ცხოვრებაში, ამიტომ ცდილობს მაქსიმალურად ხელსაყრელი პირო-ბები შექმნას ეკლესიის ფუნქციონირებისათვის. ეკლესია, თავის მხრივ აკურთხებს მთავრობას და მხედრობას ანუ ”კეისარს”; მრევლს კი მოუწოდებს დაემორჩილოს ხელისუფლებას და დაიცვას კანონები. ამრიგად, ეკლესია და სახელმწიფო, განსხ-ვავებული ფუნქციების მიუხედავად ავსებენ ურთიერთს, საერთო საქმეს აკეთებენ. ასეთ ბრძნულ ურთიერთდამოკიდებულებას ”სი-მფონია” ეწოდება. მსგავს იდეალურ ურთიერთობას ზოგჯერ უახლოვდებოდა კაცო-ბრიობა, თუმცა სრულყოფილად ამას ვერასოდეს აღწევდა. საამისოდ სამივე ფენომენი - ერი, ეკლესია და სახელმწიფო იდეალური უნდა ყოფილიყო. ამ თვალსაზრისით ყურადსაღებია IV საუკუნე - ბიზანტიის იმ-პერატორ თეოდოსი დიდის დრო. თეოდოსი დიდი ფაქტიურად კონსტანტინე დიდის პოლიტიკის გამგრძელებელი იყო. პრინციპ-ული განსხვავება გახლდათ ის, რომ იმპერატორი ეკლესიის მო-რჩილად და შვილად აღიარებდა თავს, არავითარ პრეტენზიას არ აცხადებდა ეკლესიის მართვაზე, თუმცა იყო ნიჭიერი და ძლიერი პოლიტიკოსი, წარმატებული - ომებში, სერიოზული და მკაცრი საზოგადოების მართვაში. თეოდოსი დიდის საეკლესიო პოლიტიკა შეიძლება ამბროსი მე-დიოლანელის ღვაწლის გვერდით მოვიაზროთ. მათი ურთიერთობა მოძღვრისა და სულიერი შვილის დონეზე ყალიბდება. ამბროსი მედიოლანელი საერთოდ უკრძალავდა იმპერატორს საე-კლესიო სამართალში ჩარევას. იგი წერდა: ”შენ ჯერ კიდევ არ მიგი-ღია წმინდა ნათლობა და კადნიერად მსჯელობ სარწმუნოებაზე”. შემდეგ დროინდელ მიმართვაში კი წოდების დახასიათებაც ჩაურთო იმპერატორს: ”რა შეიძლება იყოს უფრო დიდი პატივი იმპერატო-რისათვის, თუ არა ის, რომ იწოდებოდეს ეკლესიის შვილად, თუმცა, იმპერატორად ეკლესიაში და არა ეკლესიის ზემდგომად”. მოგვიანებით, წმ. ამბროსიმ განაყენა იმპერატორი ეკლესიისაგან. ამის მიზეზი იყო არა ერესი, არამედ წმინდა სახელმწიფოებრივი საქმე. იმპერატორმა სიკვდილი მიუსაჯა იმ პიროვნებებს, რომლე-ბმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხში არ მიუღიათ მონაწილეობა. თეოდოსი დიდმა კი ღირსეულად მიიღო ეს ეპიტემია. მან მოიხსნა მეფის სამოსი ნიშნად იმისა, რომ იმპერატორულ მოვალეობებსაც დროებით ასრულებდა, გადადო ყველა დღესასწაული ქვეყანაში, მთელს იმპერიაში გააგზავნა დადგენილება, რათა ელოცათ მისთვის, როგორც განყენებულისათვის. იმპერიაში სასწაული მოხდა. მთავრობის ოპოზიცია საერთოდ გა-ქრა. იმპერატორის სიმდაბლე ყველა ადამიანის გულს ალბობდა, ლოცვა კი ზეცად აღწევდა. და როდესაც ამბროსის ზეგარდამო ეუწყა თეოდოსის სინანულის შესახებ, მან მოუხმო იმპერატორს მილანში. თეოდოსი დაუყოვ-ნებლივ გაემგზავრა ეპისკოპოსთან. როდესაც იმპერატორი მილანში ჩავიდა, იგი საკურთხეველში არ შეუშვეს. იმპერატორმა ჯერ წი-ნააღმდეგობის გაწევა სცადა, შემდეგ კი თქვა: „არც მინდა, აქ ეკ-ლესიაა - და ვინ იტყვის იმას, რომ იგი არ არის უკანასკნელი ცო-დვილი ღვთის სახლში". მას ამის შემდეგ ამბროსიმ, ბოლოს და ბოლოს წმინდა ზიარების მიღების ნება დართო იმპერატორს, მაგრამ საკურთხეველში მაინც არ შეიყვანა. როდესაც უკეთური ევგენიოსი დიდი ლაშქრით დაიძრა თეოდ-ოსის წინააღმდეგ, ქალაქის დატოვებისას მან დაიქადნა, გამარჯ-ვებული რომ დავბრუნდები, მედიოლანის ტაძარს ჩემი ცხენების საჯინიბოდ გადავაქცევ, მღვდელმსახურებს კი წელზე მახვილებს შემოვარტყამ, ანუ მეომრებად ვაქცევო. მისი ბოროტი ზრახვა გა-ნუხორციელებელი დარჩა - იგი დამარცხდა და უსახელოდ დაეცა კეთილმსახურ იმპერატორთან ბრძოლაში. წმიდა ამბროსი საზეიმოდ შეეგება კეთილმსახურ იმპერატორ თეოდოსის, როგორც ძლევაშე-მოსილს ქრისტეს ეკლესიის მტერთან ბრძოლაში. მაგრამ... ხელმწიფე მღვდელმთავარს ფერხთით ჩაუვარდა და მად-ლობა შესწირა, რადგან სწორედ მის ლოცვა-ვედრებას მიაწერდა თა-ვის გამარჯვებას.1 ამრიგად, სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას, თეოდოსი დიდისა და ამბროსი მედიოლანელის დროინდელს შეიძლება ვუწო-დოთ ჰარმონია. ეს იყო მოძღვრისა და სულიერი შვილის, მოსი-ყვარულე მამისა და გამორჩეული შვილის ჰარმონიული ურთიე-რთობა. ეს წმინდა დამოკიდებულება დარჩა ეკლესიაში, როგორც მარადიული მაგალითი, რომელიც იშვიათად მეორდება მსგავსი მადლმოსილებით. არ შევცდებით თუ ასეთი სანიმუშო ურთიე-რთობის მაგალითს დავინახავთ წმ. მეფე დავით აღმაშენებლისა და წმ. გიორგი ჭყონდიდელის დამოკიდებულებაშიც. ამგვარი ურთიერთობების დამატებითი ჯილდო ყოველთვის იყო ქვეყანაში მშვიდობა და ოქროს ხანა, ანგელოზების მიერ დაცული. ისევ და ისევ მორჩილების მადლი იმპერატორის თავმდაბლობა და ეპისკოპოსის წინამძღვრული ღვაწლი - ესენი ქმნიან იმ საფუძველს, რომელზეც შემდეგ ყალიბდება სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთ-იერთობის მაღალი სულიერი დონე. ამ ნიშნით ბრძანა პავლე მოციქულმაც: „ყოველნი ხელმწიფებასა მას უმთავრესისა დაემორჩილენ რამეთუ არა არს ხელმწიფება გარნა ღმრთისაგან, და რომელნი - იგი არიან ხელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან". (რომ. 13.1). წმიდა იოანე ოქროპირი, ვიდრე რომაელთა მიმართ ეპისტოლის მე-13 თავის ამ მუხლის განმარტებას შეუდგებოდა, მკითხველის ყურადღებას წინა თავისკენ მიაპყრობდა. აქ მართებულად და მხატვრულად არის გამოხატული ჭეშმარიტი ქრისტიანის ზნეობრივი სახე. „შენიშნე, - გულისყურს გვიმახვილებს ოქროპირი, - მას შემდეგ რაც მსმენელს შესთავაზა ქრისტიანული სათნოებების შესრულება, განაწყო ისინი მოყვასთან და მტერთან მშვიდობიანი თანაცხოვ-რებისაკენ, მოკლედ რომ ვთქვათ, ყველას განუწესა ცხოვრების წესი, დააცხრო რა მრისხანება და ამპარტავნება, და სრულიად მოალბო მათი გულები, - ამის შემდეგ პავლე მოციქული საუბრობს ხელ-ისუფლებისადმი მორჩილების შესახებ." ოქროპირი განმარტავს, რომ მოციქული ამ თავში საუბრობს მრა-ვალსახოვან მორჩილებაზე: მსახურისა - ბატონისადმი, ქვეშევრდო-მისა - მთავრისადმი; ცოლისა - ქმრისადმი, შვილისა - მამისადმი, მონისა - ბატონისადმი და ა.შ.2 პავლე მოციქული მოძღვრავს გაქრისტიანებულ მონას, არ დამწუ-ხრდეს ამ მდგომარეობის გამო - თუ მას შეუძლია განთავისუფლდეს კიდეც ნუგეშისმცემელი დამწუხრებულს განუმარტავს, რომ სულიე-რად სრულიადაც არ ზიანდება იგი მონად ყოფნის გამო - ქრი-სტიანი, გინდა მონა, მაინც თავისუფალია უკვე, თავისუფალი კი მო-ნაა ქრისტესი". (1კორ. 7.21). აქედან გამომდინარე, ვასკვნით, რომ ეკლესია არ ანიჭებს უპირა-ტესობას ამა თუ იმ პოლიტიკურ სისტემას. ის ნებისმიერი პოლი-ტიკური მმართველობის შემთხვევაში რჩება თავისუფალი თავის არჩევანში. მაგრამ, როდესაც სახელმწიფო დაუპირისპირდება ეკლესიის კან-ონებს, როდესაც ეკლესია და მისი წევრები ღვთის ნების საწ-ინააღმდეგო სახელმწიფო კანონს წააწყდებიან, სადაც ირღვევა სა-რწმუნოებრივი და ზნეობრივი კანონები, სადაც სულს საფრთხე ემუქრება. ამ შემთხვევაში ყველას მართებს მორჩილება უფლისა: „მორჩილება ჯერ-არს ღმრთისა უფროს, ვიდრე კაცთა". (საქმე. 6.29). ამ საკითხს ჩვენ კიდევ მივუბრუნდებით. მანამდე ვისაუბროთ იმ უკიდურესობებზე რომლებიც სახელმწიფოსა და ეკლესიის ჰარმო-ნიული ურთიერთობის დარღვევის შედეგად ჩნდება. 1) სახელმწიფო კარგავს სწორ წარმოდგენას თავისი როლისა და დანიშნულების შესახებ. მატერიალური ხცოვრების ორგანიზაციით დაკავებული, იგი ივიწყებს თავის მოვალეობებს. ხელისუფლება იწ-ყებს ხელმძღვანელობას პრინციპით: „წესრიგი წესრიგისათვის". ამ დროს სახელმწიფო ეკლესიას უყურებს, როგორც ქვეყანაში დისცი-პლინის დამამყარებელ ერთ-ერთ სასარგებლო ორგანოს. ამით იგი ეკლესიაზე მაღლა აყენებს თავს, აყალიბებს ცეზაროპაპიზმს, რაც ნიშნავს უმაღლეს ინსტანციად საერთო ხელისუფლების აღიარებას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება სწავლებას: „მიეცით კეისარს კეისრისა და ღმრთისა ღმერთსა". (ლუკ. 20.25). „კეისარი" მოგვიწოდებს, ყველაფერი მივუძღვნათ მხოლოდ მას - თითქოს არა უბრალოდ მმართველი, არამედ სასულიერო პირიც იყ-ოს ასეთი გადახრის შედეგი ძალზე სავალალოა. გავიხსენოთ პეტრე I-ის ეპოქა. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო კლასიკური ცეზაროპაპიზმი. ამ დროს პატრიარქული მმართ-ველობა სინოდალურით შეიცვალა და ეკლესია პრაქტიკულად ხე-ლისუფლების ერთ-ერთ შტოსა თუ სამინისტროს წარმოადგენდა. სინოდალური პერიოდის დაწყების შემდეგ სახელმწიფო უხეშად ერევა ეკლესიის ცხოვრებაში და ცდილობს წაართვას მას თავის-უფლება. ამიტომ მონაწილეობას იგი შიდა საეკლესიო პრობლემების გადაწყვეტაში. მრავალგზის უცდიათ სახელმწიფოსადმი ეკლესიის დამორჩილება. პეტრე I-ის რეფორმა და შემდგომი ორასწლიანი სინოდალური მმართველობა, მეტად მტკივნეულად შეეხო საქარ-თველოსაც, არა მარტო პატრიარქობა, არამედ ეკლესიის არსიც კი დაავიწყდა ხალხს. მაშინდელი საზოგადოების მეტი წილი ეკლესიას უყურებდა, როგორც ერთ-ერთ სახელმწიფოებრივ სტრუქტურას. იმპერატორის მიერ დანიშნული ოპერ-პროკურორი არა მარტო ესწრებოდა წმინდა სინოდის სხდომებს, არამედ მკაცრად აკონტ-როლებდა იქ სახელმწიფო ინტერესის დაცვას. თუ ეკლესიასა და სახელწიფოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა, სინოდი მორჩი-ლად ასრულებდა იმპერატორის დავალებას. სახელმწიფოს ნების წინააღმდეგ გამოსვლა მკაცრად ისჯებოდა. ეპისკოპოსს, ვინც სწორი საეკლესიო პოზიციის გამოხატვას გაბედავდა, ციხე ემუქრებოდა. იდევნებოდა აგრეთვე ყველა ქრისტიანი, ვინც აშკარად საუბრობდა ეკლესიის პრობლემებზე. ერთ-ერთი მაგალითი ამისა გახლავთ მი-ტროპოლიტი არსენ როსტოველი (მოტევიჩი). ის დააპატიმრეს, გადა-ასახლეს, ეპისკოპოსობა აუკრძალეს, არ მისცეს ადამიანებთან შეხვე-დრის, მიმოწერისა და კითხვის უფლება. საპყრობილეში რამდენიმე წლის ტანჯვის შემდეგ იგი გარდაიცვალა. საყურადღებოა, რომ ეკ-ატერინე-II მკაცრი გადაწყვეტილებების მიღებისას „მორჩილ" მღვდე-ლმსახურთა მხარდაჭერით სარგებლობდა მოგვიანებით ეს „ფუფუ-ნება" საბჭოთა ძალოვანებსაც არ აკლდათ. ეკლესიისადმი ასეთი დამოკიდებულება სახელმწიფომ პოლიტიკ-ის რანგში აიყვანა და ნორმალურ მოვლენად მიიჩნია. იმ დროის ისტორიკოსები იქამდე მივიდნენ, რომ საერთოდ არ წერდნენ სი-ნოდალურ პერიოდზე. რაკი ტყუილის დაწერა არ სურდათ, სიმ-ართლის თქმისა კი ეშინოდათ. XXI-ის დასაწყისამდე მათ არავითარი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ დაუტოვებიათ სინოდალური პერიოდის შესახებ. წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის წერილები ნათლად ასახავს იმდროი-ნდელი ეპოქის სირთულეს. თავის ძმას პეტრე ბრიანჩანინოვს წმი-ნდანი წერს: „თავდაპირველად პირდაპირ არ მიმითითებდნენ, რა-ტომ არ სურდათ ჩემი ნაშრომის გამოქვეყნება. შემდეგ ცენზურამ ჩემი წერილების აზრი სრულიად შეცვალა ისე, რომ წაკითხვისას მკითხველი დაბრკოლდებოდა, მე კი საზოგადოების დასაცინი გავ-ხდებოდი. შემდეგში ერთმა ცენზორმა სიკეთე გამოიჩინა და გამ-იმხილა, სახელმწიფოსგან რომ იყო დავალება ჩემს ნაწერებზე. მას შემდეგ აღარ ვაწუხებ ცენზურას იქ ჩემი ნაშრომების მიტანით". წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის წიგნების უმეტესი ნაწილი მხოლოდ წმი-ნდანის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა. იმდროინდელი სინოდალური წყობა არა მარტო მართლმადიდებ-ლურ ტრადიციას ლახავდა, არამედ ეკლესიურ კანონებსაც არღვე-ვდა უხეშად. კერძოდ: რუსეთის იმპერატორი ხუთი საფეხურით მაღლა იდგა ეკლესიაზე.წმინდა სინოდი იმპერატორის გარდა კიდევ ოთხი ინსტანციის დავალებას ასრულებდა. სენატის უმაღლესი სა-ხელმწიფო მრჩევლის, ოპერ-პროკურორისა და მინისტრთა კაბინე-ტისა.3 რა მოხდა შემდეგ? სახელმწიფომ - „კეისარმა", რომელმაც ერის არამარტო მატერიალური, არამედ სულიერი დაპურების პრეტენზია განაცხადა, ვერ შეასრულა თავისი მოვალეობა. მეორე უკიდურესობაა, როდესაც ეკლესია აჭარბებს თავის პრერ-ოგატივას. რაკი ზემოქმედებს ადამიანის სულზე, მას კიდევ უფრო მეტი სურს - მატერიალურადაც უხელმძღვანელოს საზოგადოებას. იგი ცდილობს მაქსიმალურად მიითვისოს სახელმწიფოს ფუნქციები, მაგრამ, რადგანაც მღვდელი ვერ გახდება პოლიციელი ან მებაჟე, მოითხოვს საეკლესიო ხელისუფლება საეროზე მაღლა დააყენონ. ასეთ ვითარებას ეწოდება პაპოცეზარიზმი. რომაული კათოლიციზმი სწორედ ამ წყობით ხელმძღვანელობდა. პაპისტების მაგალითი გვიჩვენებს, რომ ისინი ბერებს - ეკლესიის სულიერ და ზნეობრივ ძალას, პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებდნენ. მაგალითად, იე-ზუიტური ორდენი მძლავრი საიდუმლო პოლიციური ორგანიზაციაა კათოლიკურ ეკლესიაში. იგი არა მარტო შპიონაჟით არიან დაკა-ვებული, არამედ ტერორიზმითაც. გავიხსენოთ მის მიერ განხორ-ციელებული ინკვიზიციები როგორც საკუთარი მოქალაქეების, ასევე მართლმადიდებელი ქრისტიანების წინააღმდეგ.4 შედეგად მონაზვ-ნობამ მონაზვნობის სახე დაკარგა, ეკლესიამ კი - ეკლესიის. ვფიქრობთ, რომ „სიმფონიისაგან" (ჰარმონიისაგან) დაშორების ორ-ივე გზა მიუღებელია. ცეზაროპაპიზმის დროს ეკლესია გარედან, „კეისრის" მიერ იდევნება, პაპოცეზარიზმის დროს კი გადაგვარება შიგნიდან ხდება. კიდევ ერთ საკითხს უთუოდ უნდა მივაქციოთ ყურადღება. კერ-ძოდ იმას თუ როდის არ ემორჩილება ეკლესია ხელისუფლებას. იქ, სადაც არ ირღვევა სარწმუნოებრივი საკითხები, ყოველთვის და ყველაფერში, რამდენადაც შესაძლებელია უნდა უარვყოთ საკუთარი ნება ხელისუფლებისა, რიგითი ადამიანებისა თუ მოვლენების წი-ნაშე, ამ დროს საეკლესიო საზრისი, შემართება ემყარება იმ ჭეშ-მარიტებას, რომ ყოველივე ჩვენს ირგვლივ ღვთის ნებით ხდება. რა თქმა უნდა, აქაც გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ, განვასხვავოთ სულისათვის საზიანო უსარგებლოსაგან. თუ სულს რაიმე საფრთხე ემუქრება, მაშინ არა მარტო არ დავემორჩილოთ სხვის ნებას, არამედ დაჟინებით შევეწინააღმდეგოთ მას და ვამხილოთ იგი. წმიდა მამათა ცხოვრებებში მრავლადაა ამის მაგალითები, მოვუხმოთ რამდენიმე მათგანს. წმიდა იოანე ოქროპირის ცხოვრება ხელისუფლების მხილების ნი-მუშია. როდესაც ის ხელისუფლება ეკლესიის წეს-განგებას უარყო-ფდა, წმინდანი შეუპოვარი გახლდათ. იმპერატრიცა ევდოქსია მეტად ამაყი, აღვირახსნილი ქალი იყო. მას ძალაუფლება და ცხოვრებით ტკბობა ეწადა, ეკლესიის დადგენილებებს კი თავს ვერ ართმევდა. ერთხელ იმპერატრიცამ მოისურვა, ქალაქის საუკეთესო მოედანზე მის პატივსაცემად ქანდაკება აღემართათ. პირმოთნე სენატმა მისი ნებით აღსრულება დააჩქარა. ქანდაკება ავგუსტოსის მოედანზე, მე-ფის სასახლესა და წმ. სოფიას ტაძარს შორის აღიმართა, ეკლესი-ასთან მეტად ახლოს. ძეგლის გახსნაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ზეიმი სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა, როდესაც ტაძარში ლიტურგია აღესრულებო-და. მუსიკა, კომენდატთა შეძახილი, ხალხის გუგუნი, ცეკვა და სიმღ-ერა ღვთისმსახურებას ხელს უშლიდა. არა მარტო მოძღვრის, არამედ მგალობელთა ხმასაც კი ახშობდა. წმ. იოანემ თავისი უკმაყოფილება პრეფექტს განუცხადა. ევდოქსიას პირმოთნე მსახურმა და სულით წარმართმა არქიეპისკოპოსს ყური არ უგდო. მეორე დღეს დროსტარება განახლდა. უხამსობამდე მისული შეძ-ახილები კვლავ აბრკოლებდა ღვთისმსახურებას. იოანე მიხვდა, რომ ეს განგებ კეთდებოდა და ხალხს სიტყვით მიმართა - ამბიონის სიმაღლიდანდაიქუხა მათ წინააღმდეგ, ვინც ამ უმსგავსო თამაშებში მონაწილეობდა, იმის წინააღმდეგაც, ვის პატივსაცემადაც ზეიმობ-დნენ, ვინც თავისი სიამაყით წმინდა ადგილის უხამსი შეძახილებით შებღალვა დაუშვა და ამით თითქოს ღმერთზე მაღლა დააყენა თავი. ისტორია მოწმობს, რომ ოქროპირის სიტყვა არასოდეს ყოფილა ისეთი მძაფრი, როგორც მაშინ: „იქედნეთა მოდგმა ყოველ ჟამს ბატონობს. იზაბელს დარჩა შთამომავალი. ჰეროდიადაც აქ არის, ჰეროდიადა კვლავაც როკავს, იოანეს თავს ითხოვს და მას მიარ-თმევენ იოანეს თავს, რადგანაც როკავს იგი. შეურაცხოფილმა იმპერატრიცამ შურისძიება გადაწყვიტა. იგი პატ-რიარქის დაუყოვნებლივ განდევნის ნებართვას ითხოვდა. საღამოს უკვე მთელი ქალაქი მღელვარებდა. წმ. იოანემ, სისხლისღვრის შიშით გადაწყვიტა საიდუმლოდ ჩაბარებოდა ჯარისკაცებს. ეკლესი-ასთან მომლოდინე ხალხიც მიხვდა, რომ პატრიარქი წაიყვანეს. გაჩაღდა ბრძოლა, რომელმაც მრავალი იმსხვერპლა. ოქროპირი გულმოკლული იყო, ევდოქსია ზეიმობდა. დაიწყო მო-წამე პატრიარქის ჯვარცმული გზა. იგი უმძიმეს ვითარებაში, შე-უბრალებლად, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე გადაასახლეს. ბოლოს ოქროპირი იმდენად დაუძლურდა, რომ ხელში აყვანილი მიიყვანეს ტაძართან. აქ მან მღვდლის თეთრი სამოსი ითხოვა. შეიმოსა, მღვდლის ხელით ეზიარა, ილოცა და წარმოთქვა: „დიდება უფალს ყველაფრისათვის". მერე პირჯვარი გამოისახა, ტაძრის ფი-ლაზე მთელი ტანით დაწვა და მიეახლა ღმერთს, ვისაც ემსახურა, ვისიც ერთადერთის ეშინოდა და ვისი ეკლესიისათვისაც ეწამა.5 ხელისუფლის უკანონო ქმედების მხილებას არ მორიდებიან არც ღირსი თეოდორე სტუდიელი და არც წმიდა პატრიარქი ტარასი. მათი ცხოვრება საეკლესიო სიწმინდის დასაცავად უყოყმანო და გონივრული ბრძოლის მაგალითია. როდესაც კონსტანტინე მეექვსემ უკანონოდ შეირთო ხორციელი ნათესავი თეოდოტა, მან კონსტან-ტინეპოლის პატრიარქ ტარასის კანონიერ ცოლთან მარიამთან გან-ქორწინება და ახალ მეუღლესთან ჯვრისწერა მოსთხოვა. პატრიარქი შეწუხდა და შეევედრა იმპერატორს, ასე არ მოქცეულიყო. მუდარამ არ გაჭრა. იმპერატორი დაჟინებით ითხოვდა მეორე ქორწინების უფლებას. მაშინ პატრიარქი ზიარებისაგან განყენებით დაემუქრა ხელისუფალს. ეს უკანასკნელი ღირსეულმა წინააღმდეგობამ განა-რისხა და მიზნის მისაღწევად მძიმე დილემაც არ მოერიდა: იმპერატორი ეკლესიას ხატმებრძოლეობის - ერესის შემოღებით დაემუქრა, თუ საწადელს არ მიაღწევდა. დიდმა საშიშროებამაც ვერ მოდრიკა პატრიარქი, იგი კვლავ უარზე იდგა. მემრუშეებთან წმიდა ტაძრის ერთი პრესვიტერი და იკონომოსი იოსები ახლობლობდა. მან იკისრა მათი ჯვრისწერა, რითაც დაარ-ღვია ღვთაებრივი და ადამიანური კანონები. პატრიარქი ტარასი პრინციპულად კიცხავდა და უკანონოდ მიიჩ-ნევდა იმპერატორის საქციელს, მაგრამ სიტყვიერ ბრალდებებს სჯერდებოდა. მან გაითვალისწინა იკონომიის პრინციპი და სჯულის კანონისამებრ არ მიიღო კონკრეტული ზომები მეფის წინააღმდეგ. პატრიარქმა შეარბილა ეკლესიური კანონებით ნაკარნახევი სიმკაცრე, რათა შეეკავებინა განრისხებული, უფრო დიდი ბოროტების ჩასა-დენად შემართული იმპერატორი. კონსტანტინე მეექვსე ხომ ხატმე-ბრძოლობის - ერესის განახლებით იმუქრებოდა. სასულიერო ხელი-სუფალმა საერო ხელისუფალთან დამოკიდებულებაში იკონომიის პრინციპით იხელმძღვანელა. აკრიბიას - კანონის ზედმიწევნით და-ცვას ამჯობინა დროებით შეჩერებულიყო, რათა ეკლესიაში მშვი-დობა არ დაერღვია. სულ სხვაგვარად მოქმედებდა ნეტარი თეოდორე (პლატონთან და ძმობის სხვა წევრებთან ერთად). ღირსი თეოდორე გაბედულად შე-უდგა საეკლესიო კანონებისა და მართლმორწმუნეთა ზნეობის და-ცვას. მან ყველა მონასტერში დაგზავნა ეპისტოლე, რომელშიც იმპერატორი კონსტანტინე-VI ქრისტიანული ქორწინების შესახებ საღვთო დადგენილების უგულებელყოფისათვის ეკლესიისგან კანო-ნისამებრ დასჯილად გამოაცხადა. უსჯულო თვითმპყრობელი ჯერ ლიქვნით ეცადა წმიდა მამის გადაბირებას, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, მხედართა რაზმს უბრძანა მონასტრის დარბევა. ამის შემდეგ სასტიკად ნაწამები თეოდორე და მისი თანამოსაგრეები ქალაქ თე-სალონიკში გადაასახლეს და დაატყვევეს. უდავოა: გმირი ზემოაღნიშნული ეკლესიურ-ისტორიული დრამი-სა, ღირსი თეოდორეა. მან ეკლესიის წიაღში უზარმაზარი მორა-ლური მოძრაობა გააღვივა. თუმცა სტუდიის მონასტრის იღუმენის ბრწყინვალე სახემ არ უნდა დაჩრდილოს ჩვენს თვალში არანაკლებ გმირული ქმედება კონსტანტინოპოლის პატრიარქისა. იგი გონივრუ-ლად დაადგა „იკონომიის" პოლიტიკას. თავად იტვირთა გამკლა-ვებოდა ყვედრებებისა და უნდობლობის ფრიად უსიამოვნო ნიაღ-ვარს, მრევლის მხრიდან მოსალოდნელს. ეს გააკეთა არა შიშის გამო, არამედ მრავალრიცხოვანი მრევლის უდიდესი განსაცდელისაგან დაცვის მიზნით. წმიდა პატრიარქი ტარასისა და ღირსი თეოდორე სტუდიელის მოქმედებებში ღვთის ნება წარმოჩინდა. პატრიარქის მოთმინებამ მშვიდობა შეუნარჩუნა ეკლესიას, ხოლო ბერის კადნიერებამ მოსვენება დააკარგვინა მეფეს, რომელიც ზნეობ-რივი სენის შეტანას ლამობდა მის წიაღში.6 ამჯერად უსათუოდ გავიხსენოთ საქართველოს ეკლესიის აღმსარ-ებელი პატრიარქის ამბროსის ცხოვრების ეპიზოდები. წმინდა პატ-რიარქმა უშიშრად ამხილა კომუნისტური ხელისუფლება. მან გენუის კონფერენციაზე მემორანდუმი გაგზავნა. ამ ფაქტს მთავრობა გულხ-ელდაკრეფილი არ დახვდა. მალე წმინდა პატრიარქი დააპატიმრეს. სამსჯავროზე წმინდა ამბროსის სიტყვები და მხილება ყველას მო-აგონებდა ძველ ქრისტიანთა თავდადებასა და შეუპოვრობას. ის თამამად ამხელდა ხელისუფლებას ბოროტებაში, უსამართლობაში, მკრეხელობაში. აი, რამდენიმე ნაწყვეტი სასამართლო პროცესზე წარ-მოთქმული მისი სიტყვისა: „უმთავრესი ბრალდება ჩემს საწინააღ-მდეგოდ წამოყენებული, როგორც საბრალდებულო ოქმიდან სჩანს და როგორც პროკურატორის სიტყვებიდანაც მესმა, არის კონტრ რევოლუცია. ჩემი კონტრ რევოლუციონერობა გამოიხატება გენუის კონფერენციაზე ჩემს მიერ წერილის გაგზავნაში, მაგრამ არ მესმის, რა იყო კონტრ რევოლუციური ჩემს წერილში. ნუთუ ის ერთადერთი ძირითადი დებულება, რომ თითოეულმა ერმა თავისი საქმეები მოიწყოს ისე, როგორც ეს მას სურს, მაგრამ ეს ჩემი მოგონილი ხომ არ არის?"... სახელმწიფო და ეკლესია ორი სხვადასხვა დაწესებულებაა, მათ აქვთ სხვადასხვა სფერო მოქმედებისა. სახარების დევიზია: „კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა". სახელმწიფო ეკლესიის შინაურ ცხოვრებაში არ ერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთ-მანეთისაგან გამოყოფილია. დაე, გამოყოფილ ეკლესიას წაართვან ყველა უფლებები იურიდიული პიროვნებებისა, მას მაინც დარჩება ერთი სფერო თავისუფალი მოქმედებისა, ერთი კუთხე თავისი წმიდათა წმინდა, რომელშიც სახელმწიფო არ უნდა შეიჭრას. ეს არის მისი შინაური რელიგიური ცხოვრება, რომელიც ექვემდებარება ღვთისაგან დაწესებულ ნორმებს. ვინც, ეკლესიის მსახურთაგანი, ამას გადაუხვევს, ის მოღალატეა სარწმუნოებისა... მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ მე არ მქონდა უფლება გავრეოდი პოლიტიკაში და ამომეღო ხმა. ჩვენ თითონ ვცდილობთ ცხოვრებაში არ ჩავერიოთ სახელმწიფო წყობილებისა და მართვა-გამგეობის საქმეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არ ვთქვათ რა, როდესაც ვხედავთ უსამარ-თლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას, მისი ინტერესების დაცვას. ყოველივე ამას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს. ქრისტეს ებრალებოდა ერი, მას ემსახურებოდა და მასზე ზრუნავდა, ამბობდა, ხშირად: „მეწყალის მე ერი ესე" (მარკ. 8.2). „ნუ დაიდუმებთ ერისთვისო", - გვეუბნება ჩვენი მოძღვარი და ამის აღსრულებას პირნათლად მისდევდა სამღვდელოება. გადაათ-ვალიერეთ ისტორია და თქვენ იქ დაინახავთ ამის აუარებელ მა-გალითებს. მოიგონეთ ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი და მათი გამოსარჩლება ხალხის კეთილდღე-ობისათვის, მათი ბრძოლა ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან, მის უსამართლობასთან. მოიგონეთ ამბროსი მედიოლანელი, რომელმაც იმპერატორი თეოდოსი არ შეუშვა ეკლესიაში მისგან თესალიაში მოხდენილი სისხლისღვრის გამო და მრავალი სხვა. გადახედეთ საქართველოს ისტორიას და აქაც დაინახავთ უამრავ მაგალითს სამღვდელოების ბრძოლას არსებული წყობისა და ერის ინტერესების დასაცავად. ამას შემდეგი მაგალითი გვიჩვენებს. იმერეთის მეფე სოლომონ დიდის მემკვიდრე, ალექსანდრე, ურწმუნოებისა და სხვა დანაშაულებისათვის სამღვდელო კრებამ განკვეთა ეკლესიიდან და როდესაც ის მიიცვალა, აუკრძალა მისი ქრისტიანული დამარხვა. თვალცრემლიანი მეფე სოლომონ დიდის მუდარამ და თხოვნამ ვერ გაჭრა, ვერ შეაშინა მღვდელმთავართა კრებული... ამნაირად, როგორც სარწმუნოებრივი, ისე ისტორიული მაგალით-ები, მაძლევდნენ მე უფლებას ხმის ამოღებისა. არა, ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა - პასუხისმგებლად ღვთისა, ეკლეს-იისა და ერის წინაშე. სარწმუნოება არის ხალხის სულიერი მოთხოვნილება, დევნილობა ამ მოთხოვნილებას უფრო აძლიერებს. ის ღრმავდება, იკუმშება და გუბდება და ამოხეთქავს გაძლიერებული ძალით. ასე იყო ყველგან, ასე იქნება ჩვენშიც. საქართველო არ იქნება გამონაკლისი საზოგადო კანონიდან". სასამართლო პროცესის ბოლოს, მსჯავრდებულის საბოლოო სიტ-ყვაში წმინდა ამბროსიმ ჯალათებს უთხრა: „სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით". საქართველომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შვიდი წლით, ცხრა თვით და ოცდარვა დღით თავისუფლების აღ-კვეთა მიუსაჯა.7 როგორც წმინდანთა ცხოვრების მაგალითები ცხადყოფს, ეკლესიის მამებისთვის უმთავრესი იყო წმიდა წერილის სიტყვების შესრუ-ლება: „ჯერ არს მორჩილება ღვთისა და არა კაცითა". (საქმე 5.29). საერო ხელისუფლებას უნდა დავემორჩილოთ მანამ, სანამ ის სა-ღმრთო წესრიგის მცველია ამქვეყნად. თუ ხელისუფლება განუდგება ღმერთს და დაიწყებს ღვთის საწინააღმდეგო მოქმედებას, მაშინ ის ძალადობრივად იქცევა და შესაბამისად ვერ დაიმსახურებს ეკლეს-იისა და ხალხის პატივისცემას. ხოლო დევნილობა ამა სოფლისაგან ყოველთვის იყო ეკლესიისთვის ბუნებრივი მდგომარეობა. პავლე მოციქულის სიტყვისამებრ: „ამისათვის სათნო მიჩნს უძლურებათა შინა, გინებათა, ჭირთა, დევნილებათა და იწროებათა ქრისტესთვის, რამეთუ რაჟამს მოუძლურდე, მაშინ განვძლიერდები". (2 კორ. 12.10).
1Историа Церкви. В.М. Эриомина.
2И.Злотоуст. ტ.7.
3История Церкви. В Эриомина. გვ. 67.
4წერილები კათოლიციზმის შესახებ. ვლ. წამალაშვილი. გვ. 60.
5უკუეთუ მე მდევნეს, თქვენცა გდევნენ".დ.ჯინჭარაძე. 19-21გვ.
6Письма к Друзьям. М.Новоселов.
7წმ. ამბროსი აღმსარებელი „მე შევასრულე ჩემი მოვალეობა".
უკან დაბრუნება |