მთავარი > მარქსიზმი > მარქსიზმი

მარქსიზმი


19-07-2012, 07:34

მარქსიზმი

 

 
 
"მარქსიზმი გახლავთ კიდევ ერთი
პაროდია ღმერთისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისა"
 
   მარქსის იდეოლოგიას დარვინის სამმა თეზამ შეასხა ფრთები: ევო-ლუცია, ბრძოლა არსებობისათვის, გაიმარჯვოს უძლიერესმა.
   მარქსი ზნეობის ევოლუციაზე საუბრობდა. ის ზნეობას, პირუტყვი-საგან ადამიანის განმასხვავებელ მთავარ ნიშანს, პირობით და დრო-ებით მოვლენად აფასებდა. მარქსი ამბობდა, რომ ზნეობა საწარმოო და საზოგადოებრივი სტრუქტურების ევოლუციაზეა დამოკიდებული. მსგავსი მტკიცებულების მიუხედავად ტექნიკურ პროგრესს ადამიანის ზნეობრივი განვითარება არ მოჰყოლია. ამ მხრივ დამახასიათებელი უკუპროცესები კი მრავალ სფეროში შეინიშნება. არქიმანდრიტ რაფ-აელის (კარელინი) ზუსტი შენიშვნით: „ მარქსისტისთვის ზნეობრივია ის, რაც სასარგებლოა; ამასთან, სარგებლობა გულისხმობს არა მთელი კაცობრიობის, არამედ მხოლოდ მისი ნაწილის - პროლეტარიატის ინტერესებს.*
   მარქსისტები ზნეობას აშკარად და პირდაპირ არ უარყოფენ, მაგრამ ისინი, როგორც დარვინის ჭეშმარიტი მემკვიდრეები, უარყოფენ ად-ამიანში სინდისის, სიკეთის, სამართლიანობის, კეთილშობილების არ-სებობას.
   კიდევ უფრო საშიშია თეზა, რომელიც მარქსიზმმა დარვინიზმისაგან შეისრუტა - „ბრძოლა არსებობისათვის" დევიზი: „გაიმარჯვოს უძლი-ერესმა". ამის საფუძველზე მარქსი კლასობრივი მტრების განად-გურებასა და შემდგომ ხალხის ბედნიერ ცხოვრებას ქადაგებდა. მა-რქსმა, როგორც პრაქტიკოსმა სემიტმა, თავისი ერის მენტალიტეტის მატარებელმა, კლასობრივი მტრების საწინააღმდეგოდ ორგანიზებ-ული ჯარი შექმნა. სწორედ მას უნდა ებრძოლა სხვა დანარჩენ საზ-ოგადოებრივ ძალებთან. აშკარაა არა პიროვნული, არამედ მასშტაბური ბრძოლა ერთი ფენისა მეორესთან, ერთი ორგანიზაციისა საპირი-სპიროსთან. და რისთვის? პატივისა და დიდებისათვის, თავისი თავის გაღმერთებისათვის, კომუნიზმის, ანუ აქ, დედამიწაზე „სამოთხის" დამკვიდრებისათვის.
   ეს გახლავთ კიდევ ერთი პაროდია ღვთისა და წეშმარიტი სარწმუნ-ოებისა. ამ მხრივ საგულისხმოა შესანიშნავი შედარება, მამა რაფაელის წერილსი რომ ვკითხულობთ: „მესიის როლს თვითონ მარქსი ას-რულებს, ბიბლიისას - „კაპიტალი", წინასწარმეტყველებისას - მა-რქსისტები, რომელთა სიტყვებიც, როგორც ზეციურ გამოცხადებას, უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს ხალხი".**
 
  

*არქ. რაფაელი (კარელინი) „მართლმადიდებლობა და ამა სოფლის ცდომილებანი" გვ. 220.
**იქვე გვ. 221.
 
 
Xareba.net - ის რედაქცია

უკან დაბრუნება