მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > მასწავლებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ღვთისა და ადამიანების წინაშე

მასწავლებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ღვთისა და ადამიანების წინაშე


24-02-2018, 00:04

მასწავლებელს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ღვთისა და ადამიანების წინაშე

 

   თანამედროვე ადამიანში ღვთის სახის შექმნა, შენარჩუნება თუ გაწმენდა, მისი მიახლება პირველქმნილ სიწმინდესთან მხოლოდ ღვთისა და ადამიანის, ადამიანისა და საზოგადოების, სახელმწიფოსა და სკოლის, მასწავლებლისა და მოსწავლის, მშობლებისა და შვილების ურთიერთობის შესახებ, ჩვეული დამახინჯებული წარმოდგენების მსხვრევითაა შესაძლებელი. ამ სტერეოტიპების მსხვრვევა იმავდროულ პატიოსან აღმშენებლობას მოითხოვს - მართლმადიდებლური სულისკვეთებით ბავშვთა განათლებისა და აღზრდისადმი კეთილსინდისიერ დამოკიდებულებასა და მოწიწებას.

   რუსული, რუსეთისა და მოგვიანებით საბჭოთა პედაგოგიკა, თავის საფუძვლად დიდი ხნის განმავლობაში მართლმადიდებლურ ფესვებს და ტრადიციებს ინარჩუნებს. ეს ფესვები და ტრადიციები 50-იანი წლების საბჭოთა სკოლებში ჯერ კიდევ იგრძნობოდა, დიალექტიკური მატერიალიზმის ეპოქაშიც სამამულო განათლების შინაარსი შეუმჩნეველი და დაუმარცხებელი რჩებოდა. ისინი თანამედროვე პედაგოგიური მეცნიერებიდან, განათლებისა და აღზრდის პრაქტიკიდან, ჯერ კიდევ ეგრეთ წოდებული „დათბობის" ეპოქაში დასავლეთიდან შემოსული სკოლიდან და პედაგოგიკიდან თითქოსდა შორს მდგომი მოვლენებით ამოიძირკვა და გაქრა. მაგალითად, 60-იანი წლების ინტელიგენტი, ადამიანის მსოფლმხედველობაში ეგზისცენტიალიზმის ესთეტიკური ფასულობების შემოჭრასთან ერთად, ჩვენ თანამემამულეებში ჩაკეტილობა, პიროვნებების განმარტოება, ეგრეთ წოდებული აუტიზმი (აუტოე - თვითონ) ნორმალური გახდა; დასავლეთიდან მოსულ კინომატოგრაფიის, თანამედროვე ფერწერის, პოეზიისა და მუსიკის მეშვეობით ყმაწვილობიდანვე წარმოსახვითი, ასოციაციური აზროვნების ჩანერგვა-განვითარებით ჩვენს ბავშვებს არსად მიმავალი რომანტიკული ოცნებებისა და მისწრაფებების სამყაროში ვძირავდით. რამდენიმე თაობაში სიამოვნებისა და სიტკბოებისადმი მიდრეკილება განხორციელებულ თავაშვებულებაში გადაიზარდა. დღეს არსებულ გიმნაზიებში, ლიცეუმებში, სპეცსკოლებში მოსწავლეთა მრავალრიცხოვანი საზღვარგარეთული ტესტებით მკაცრი ფსიქოლოგიური ტესტირება, მოსწავლეთა და მასწავლებელთა რეიტინგები სამამულო პედაგოგიკაში არსებულ ტრადიციული „მასწავლებელი - მოსწავლე"-ს ურთიერთმიმართების რღვევას აგრძელებს, რომლის საფუძველი მასწავლებლის ზნეობრივ-პასუხისმგებლობითი, სინდისიერი დამოკიდებულება იყო.

   სინამდვილეში რა ინერგება ჩვენი ბავშვების გონებაში, გულსა და სულში? თანამედროვე სამამულო, ძირითადად რუსული (ისტორიული მიზეზების გამო) პედაგოგიკა დიდი ხანია დასავლეთის პედაგოგიური ტექნოლოგიებით სარგებლობს, რომელთაც საფუძვლად ცნობილი ფილოსოფიური და აქედან გამომდინარე ფსიქოლოგიური სისტემები უდევს, რომლებიც მართლმადიდებლობისათვის მიუღებელია. პიროვნების უმანკოებისა და უბიწოებისადმი სათუთი მოპყრობა მათთვის უცხოა.

 

   „როდესაც თქვენი ბავშვების საქციელის გამო მწუხარებთ, თქვენ სტირით და ღმერთს შესთხოვთ შველას. თქვენი ლოცვა კი უნაყოფოდ რჩება, რატომ? იმიტომ, რომ საკუთარი მოვალეობების უფლისათვის გადაცემა არ შეიძლება. ბავშვებზე თქვენ უნდა გეზრუნათ და აღგეზარდათ ისინი. არ უნდა დალოდებოდით იმას, რომ თქვენი უდარდელობის დროს, ამას ღმერთი გააკეთებდა, რას ითხოვთ ღვთისაგან, თუ თვითონ არ ზრუნავთ თქვენს ბავშვებზე?" მღვდელმთავარი ლუკა (ვოინოიასენეცელი).

 

   სწავლა - აღზრდის ეგრეთ წოდებული ინოვაციური ფორმები და მეთოდები სინამდვილეში დანაწევრებულ აზროვნებას ავითარებს, რომელშიც მთლიანად სამყარო დამსხვრეული და ხელახლა შეწებებული სარკის მსგავსადაა წარმოდგენილი, ბავშვის გონებაში ის თითქოსდა ურთიერთშესაბამისი ნატეხებისგანაა აწყობილი, მაგრამ „შეწებების" გამო ამოუცნობადაა დამახინჯებული.

   თანამედროვე ჰუმანისტური განათლების შინაარსით მოზარდის ქვეცნობიერებაში თანდათანობით შეჰყავთ: პირველი: „ღვთაებრივი ცეცხლის მიმტაცებლის" სამყაროს მოწყობის საიდუმლოს შესაცნობად (ღვთის გარეშე) მავალი გმირის სახე. მეორე: გმირი - ჯადოქრის, მაგიის ასევე მყარი სახე, რომელიც მხოლოდ თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობებით ამარცხებს ყველას. სამყაროს სტიქიებთან (ღვთის გარეშე) მებრძოლი მარტოხელა გმირის სახე. მესამე: საზოგადოებაში ცხოვრებისა და ქცევის მყარი ნორმების არაფორმალი - დამანგრევლის სახე.

   მომავლი ანტიქრისტეს საზიზღარი სახე ყოვლისშემძლე კერპის სასიამოვნო, მიმზიდველი და დამატყვევებელი სამოსით ინიღბება. კეთილი და ბოროტი უბრალოდ კი არ უცვლიან ერთმანეთს ადგილებს, არამედ ბოროტება და უსახურება ესთეტიკური და ზნეობრივი ღირებულება ხდება.

   თავის მხრივ იდეალის, სინდისის, თავშეწირვის, ადამიანისა და სამშობლოს სიყვარულის 20-30 წლის წინათაც ჩვეულებრივი გაგება სკოლის ცხოვრებიდან წაშალეს, ხოლო ჭეშმარიტ ქრისტიანულ ზნეობაზე და ღვთის მიმართ სიყვარულზე, საერთოდ არ არის საუბარი.

   ლიტერატურის, ისტორიის, ენის სახელმძღვანელოებში სასწავლო მასალა ისეა აგებული, რომ მოვლენათა და ნაწარმოებთა შერჩევასა და ანალიზში არ არის ნათელი და გასაგები ღირებულებათა იერარქია: ლიტერატურა სამამულო ისტორიიდან მოწყვეტილია; ისტორია სულიერი კულტურისა ტრადიციისაგანაა გაუცხოებული. მშობლიური ენა ისტორიული და სულიერ-ზნეობრივი პროცესებისაგან განცალკევებულად განიხილება. დაწყებით და საშუალო კლასების მოსწავლეებს სთავაზობენ შავი იუმორის აბსურდის, სასაცილო სიკვდილის აპოლოგიის, სიტყვების არა უსაფრთხო თამაშის შემცველი ნაწარმოებების, კალეიდოსკოპს, რომელთა გვერდით „სულიერი ლიტერატურის" განყოფილება შემთხვევითად და უადგილოდ ჩანს. ასეთი სახელმძღვანელოების საერთო ტენდენციაა ბავშვების ღვთისაგან და ადამიანებისაგან, ღვთისაგან ბოძებული ღირებულებებისაგან გაუცხოება. ის ბავშვს სამყაროს ისეთი შემეცნებისათვის ამზადებს, სადაც აბსურდის კანონია. უაზრობა ყველაფერს იმორჩილებს: ზნეობასაც და რელიგიასაც. ახლა გასაგები ხდება თანამედროვე მოზარდში თავისებური „აგრესიული ინდიფერენტულობის" (მტაცებლის გულგრილობის) წარმომავლობა: ის საკუთარი სიამოვნების, ტკბობისა და კომფორტის გარდა ყველაფრის მიმართ გულგრილი და უყურადღებოა. სადაც ღმერთი და მისკენ მიმავალი გზების ძიება არაა, იქ ეშმაკი ბრძანებლობს. თანამედროვე პიროვნებას სამყაროს აღქმა არა ერთიანი და მთლიანი, არამედ დანაწევრებული და შეშლილი აქვს; სამყაროს შემეცნება დამახინჯებული და უღმერთოა და ღვთით გაცხადებულ აბსოლუტური ჭეშმარიტების ცოდნას არ ეფუძვნება; მსოფლმხედველობა - ინდიფერენტული და აგრესიულია. მთლიანობაში თანამედროვე ახალგაზრდა კაცის პიროვნება თვითჩაკეტილობით იტანჯება. ასეთი პიროვნების აზროვნება - ღვთისა და ეკლესიის გარეშე - ტრაგიკული და გამოუვალია.

   უღმერთო სულით და პირდაპირი ან ფარული ოკულტიზმით აღზრდილი და წარმოშობილი ადამიანის ფსიქოლოგია მთლიანად ემონება სხეულს, გრძნობითი მოძრაობების ან ამპარტავნების, ამაო ცნობისმოყვარეობის, საკუთარ თავზე და ახლობლებზე მისტიკური იდეების დასაკმაყოფილებელ საშუალებების ძიებას.

   ასეთი განათლებისა და აღზრდის პირობებში ინტელექტუალურ სფეროში არ არის და ვერ იქნება განსჯის აქტიური ძალა. ე.ი. სუფთა და უბიწო გემოვნების, შეხედულებისა და რწმენის ჩამოყალიბების საფუძველი აზროვნების სისუფთავე, ზნეობრივი პასუხისმგებლობა შემოქმედებითი თავისუფლება არ არსებობს - ყველაფერი ტრაფარეტულადაა გადმოღებული.

   ვინ არის დაინტერესებული ჩვენი საზოგადოების სრული სულიერ - მორალური დეგრადაციით, ვის სჭირდება არა ადამიდან მომავალი, არამედ მაიმუნიდან წარმოშობილი ინდივიდები? ვის სჭირდება სულიერ-ზნეობრივი, რელიგიური, ისტორიულ-კულტურული ღირებულებებიდან გაუცხოებული და არაჯანსაღი ზნეობრივი ორიენტაციის ადამიანები?

   ღმერთთან მებრძოლმა აზრმა ათეისტური აღზრდის საშინელი, დემონური არსი შვა. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ასეთი აღზრდის მიზანი და შედეგია - მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და ეკლესიის განადგურება ნებისმიერი საბაბით; ცოდვისა და გახრწნის მრისხანე სახის წინაშე პიროვნების განიარაღება; ადამიანთა სულების ჭეშმარიტი ღმერთისა და მხსნელის იესო ქრისტეს მაცხოვნებელი სწავლებისაგან მოშორება.

   თუკი ჩვენ ამ დამანგრეველი პროცესის შეჩერება, რამდენიმე კონკრეტული სულისათვის დახმარების ხელის გაწოდება და ხსნა გვწადია, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მართლმადიდებლური აღზრდის გარეშე ხსნა შეუძლებელია.

   ყოველ მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მისი მსახურება ადამიანებისათვის დედამიწაზე მღვდელმსახურების შემდეგ უმაღლესია და რომ მასწავლებელს კონკრეტული სულების აღსაზრდელად უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია ღვთისა და ადამიანების წინაშე?

   თანამედროვე მართლმადიდებელ მასწავლებელს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება საკუთარი სტერეოტიპების დასაძლევად: მოსწავლის სააზროვნო მოღვაწეობის გააქტიურების ისეთ მაცდუნებელ მეთოდებზე უარის თქმა, როგორიცაა ბავშვების მიერ სამყაროს გრძნობებით აღქმის მანიპულირება, მათ ქვეცნობიერებაში აქტიური ჩანერგვა; მოზარდთა ემოციური გათავისუფლება არა ნაკლები მძიმე შრომაა საჭირო სასწავლო პროგრამების, მეთოდების, სასწავლო ტექსტების ღრმა და ყურადღებიანი შესწავლისათვის, იმ ყველაფრისაგან განწმენდის მიზნით, რაც ხელს უშლის წმიდა, ღვთის მოსიყვარულე პიროვნების ჩამოყალიბებას; რაც ჩვენს ბავშვებში ღვთის სახეს ამახინჯებს, ეს მტკივნეული პროცესია, ვინაიდან ცოდვა ჩვენი და ჩვენი ბავშვების დაცემული ბუნების შემადგენელი ნაწილია. ქირურგიული ჩარევაა საჭირო, რათა დასნეულებული და გახრწნილი მოიკვეთოს და ჯანსაღი და მთელი შევინახოთ და დავიცვათ ხრწნისაგან. ეკლესიურობა, ჩვენი წმ. ეკლესიის, სულიწმინდის მადლში ცხოვრებაა, მოციქულთა და წმ. მამათა სწავლების შესრულება, ეკლესიის საიდუმლოებებთან ზიარება, განსაკუთრებით კი სინანულით - აი ნამდვილი კურნება.

   განათლებასა და აღზრდაში დემოკრატიისა და ჰუმანიზმის ცრუ ღირებულებების თავგასულობას მართლმადიდებელმა მასწავლებელმა უნდა დაუპირისპიროს მართლმადიდებელ წმ. მამათა სწავლების, ღვთის მორჩილების სულით გაჯერებული პედაგოგიკა. პირველ რიგში ცოდვასთან რთული ბრძოლის ამ გზაზე დამდგარი მასწავლებელი წმ. ეკლესიის წიაღს უნდა დაუბრუნდეს. თქვენ გულდასმით უნდა შეისწავლოთ წმ. თეოფანე დაყუდებულის, წმ. ეგნატეს (ბრიანჩანინოვი) შრომები მართლმადიდებლურ ფსიქოლოგიაზე და ზნეობაზე, მიმართოთ საუკუნეების რუსული პედაგოგიური აზროვნების გამოცდილებას. ნებისმიერ პროფესიულ ძიებაში იხელმძღვანელოთ ეკლესიის წმ. მამების რჩევებით როგორიცაა: „Аскетические опыти”, „Начертание христианского нравоучения", „Что есть духовия жизнь и как на неë и настроится". ნუ შეგვეშინდება მხოლოდ აქ. ეკლესიის წმ. მასწავლებლების შრომებში, შეგონებებში, რომლებიც საკუთარი გამოცდილებითა და ღვაწლითაა განმტკიცებული, შეიძლება ღვთისსათნო პიროვნების ჩამოყალიბების კანონთა დაწვრილებით აღწერა ვიპოვოთ, რომლებიც მთელი სისრულით შეგვიძლია ჩვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში გამოვიყენოთ.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება