მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > იტალიელმა მკვლევარმა გაოცებულ საზოგადოებას ნოეს კიდობნის ფოტო წარმოუდგინა

იტალიელმა მკვლევარმა გაოცებულ საზოგადოებას ნოეს კიდობნის ფოტო წარმოუდგინა


23-01-2018, 00:03

იტალიელმა მკვლევარმა გაოცებულ საზოგადოებას ნოეს კიდობნის ფოტო წარმოუდგინა

 

   იტალიელმა ანჟელო პალეგომ, მონბარტზე, ჩაცჰე-ს საგამოფენო დარბაზში არარატის მთაზე ნოეს კიდობნის კვლევა - ძიების 17-წლიანი შედეგები წარადგინა.

   პალეგო ირწმუნება, რომ გიგანტური ბიბლიური კიდობანი იპოვა ყინულის ქვეშ და თავისი სიტყვის დასადასტურებლად ფოტო წარმოადგინა, რომელზეც ყინულის ქვეშ ნამდვილად ჩანს უზარმაზარი მუქი მართკუთხედი.

   66 წლის ენთუზიასტი მთელი ცხოვრების მანძილზე ინჟინერად მუშაობდა, მაგრამ 1984 წელს მიატოვა სამსახური და მთელი ენერგია ნოეს კიდობნის ძიებას შესწირა. მითითებას ამ გამოკვლევაში პალეგო პირველ რიგში ბიბლიაში ეძებდა.

   მან თავისი ყურადღება ერთ ადგილს მიაპყრო, სადაც ნათქვამია, რომ ნოემ, არარატთან მიახლოებისას კიდობნის პატარა ფანჯრიდან ორი მთის მწვერვალი დაინახა. ამ მთების სისტემაში, გვიხსნის ყოფილი ინჟინერი, მხოლოდ ორი პიკია - დიდი (3195 მ) და პატარა (1565 მ) არარატი, მათ შორის მანძილი თერთმეტი კილომეტრია. იმისათვის, რომ ორივე მწვერვალი ერთდროულად დაენახა, ნოეს არარატის მთისთვის განსაზღვრული მხრიდან უნდა მოევლო. საჭირო გათვლების განხორციელების შედეგად, პალეგომ მიახლოებით მიუთითა ეს ადგილი. აღმოჩნდა, რომ იმ ადგილას, 4800 მეტრის სიმაღლეზე ამჟამად უზარმაზარი (16 სტადიონის ზომის) ყინულია.

   მკვლევარის აზრით, კიდობანი სრული ფორმით ყინულის ქვეშ 1840 წლამდე იმყოფებოდა, როცა ბუნებრივი კატაკლიზმის შედეგად, ყინული ორ არათანასწორ ნაწილად გაიყო და სხვადასხვა ადგილას გადაინაცვლა. 56 მეტრიანი ფრაგმენტი ახარის ხეობაში გაიჭედა, ხოლო მეორე, 100 მეტრიანი - ქვემოთ 4300 მეტრზე დაეშვა.

   ქ. ტურინის უნივერსიტეტის ინფორმატიკის პროფესორმა ნელო ბალოსინომ პალეგოს გამოკვლევა მართებულად მიიჩნია. ამ გამოკვლევის დასადასტურებლად მან კოსმოსიდან ფრანგული ხომალდის მიერ გადაღებული ყინულის ფოტო წარმოადგინა. მასზე მკაფიოდ ჩანს მართკუთხა მუქი ობიექტი, რომელიც არ ემთხვევა არარატის კლდეების კონტურებს და ბიბლიაში მითითებული კიდობნის ზომის შესატყვისია.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება