მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > გლობალიზაცია - XXI საუკუნის მითი

გლობალიზაცია - XXI საუკუნის მითი


7-12-2017, 00:03

 

   როდესაც ვსაუბრობთ გლობალიზაციაზე, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ადამიანი თავიდან იშორებს უცხო, ნაკლებად გასაგებ და მძიმე ტვირთს და ეს გასაკვირიც არ არის, რადგან გლობალიზაცია სავსებით სამართლიანად შეიძლება მივიჩნიოთ XX ასწლეულის ერთ-ერთ საშინელ მისტიფიკაციად.

   მოდით, ვცადოთ, გავფანტოთ მითი და გავერკვეთ, რას ნიშნავს ტერმინი „გლობალიზაცია".

 

 

სიცრუე

 

   დავიწყოთ იმით, რომ სიტყვა „გლობალიზაცია"-ს მიღმა იმალება ტერმინოლოგიური სიცრუე, როდესაც ერთი სიტყვით აღინიშნება ორი პრინციპულად განსხვავებული მოვლენა. პირველი ტერმინი მეცნიერების ენაზე ნიშნავს სოციალური ორგანიზაციის სრულყოფილების ბუნებრივ პროცესს, ანუ ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობების გაფართოებას და გამოცდილების გაზიარებას.

   რა თქმა უნდა, ასეთი გლობალიზაცია, ისტორიულ რეალობაში, გაივლის საკმაოდ კრიზისულ ეტაპებს. თუმცა, ეს უკანასკნელი არ ქმნის პრინციპულად გადაუჭრელ, უიმედო სიტუაციებს, რადგან წარმოადგენს ცოცხალი საზოგადოებრივი ორგანიზმის ჩამოყალიბების ბუნებრივ საშუალებას.

   სრულიად სხვა შედეგამდე მივყავართ პროცესს, რომლიც დღეს დომინირებს მსოფლიო საზოგადოებაში და მასობრივ პროპაგანდაში. საუბარია ხელისუფლების გალობალიზაციაზე, რასაც ტოტალიტარული მსოფლიო სახელმწიფოს შექმენისკენ მივყავართ. ქრისტიანებისთვის ასეთი სისტემა ასოცირდება ანტიქრისტეს გამეფებასთან, რაც აღწერილია წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში.

   აქ არ იგულისხმება საზოგადოებრივი სტრუქტურის სრულყოფა ან „მთლიანობისა" თუ „კავშირების" გაფართოება, რის შესახებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაუღალავად გვარწმუნებენ. ხელისუფლების გლობალიზაცია აბსოლუტურად ხელოვნური, ანუ ადამიანის გონებისა და ნების მიერ შექმნილი პროდუქტია, ამიტომ მისთვის აბსოლუტურად უინტერესოა ყველაფერი ის, რაც ამ ტოტალიტარული მექანიზმის მიღმა ხდება.

   თავდაპირველად ხორციელდება ძირითადი რესურსების მონოპოლია და კონტროლი. ფინანსური, სამხედრო, ინფორმაციული, ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და ა.შ. შემდეგ დაძალებით ან მოლაპარაკებით მას აცხადებენ „გლობალიზაციისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებად", რაც (ეს ძალიან მნიშვნელოვანია!) ხორციელდება ერთგვარ გამოყოფილ ზონაში „თავისუფალ და თანასწორუფლებიან კონკურენციაში". შედეგი პროგნოზირებულია: ჯუჯები, რომლებმაც დაამყარეს ურთიერთობა მონოპოლიებთან, იძულებულნი ხდებიან შეცვალონ თავიანთი ორგანიზაციული სტრუქტურა, ხოლო მათ მიერ კონტროლირებადი რესურსები გადაეცემა მონოპოლისტებს. ასე, რომ XX ს. დასაწყისი გაერთიანებული კაპიტალის მიერ შექმნილი მონოპოლიები ფინანსებისა და ეკონომიკის სფეროში, დღეს გადაიქცა ტექნოლოგიურ, სამხედრო, კულტურულ, პოლიტიკურ, ინფორმაციულ და სახელწიფოებრივ მონოპოლიებად.

 

 

მათი ნაყოფით იცანით იგინი

 

   მკაცრად რომ ვთქვათ, არავითარი „გლობალიზაცია" და „გლობალიზმი" არ არის ქრისტიანული ან შესაფერი ქრისტიანობისათვის, თუნდაც იგი კომუნიკატორულ ასპექტში განვიხილოთ. მაგალითად, გლობალური ქსელები, უთუოდ აფართოებენ კომუნიკაციურ საშუალებებს, და კავშირს ადამიანთა საზოგადოებასთან, მაგრამ, რადგან მონოპოლიურად კონტროლირებულია (მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ ინტერნეტი, არამედ საერთოდ ტელეკომუნიკაციის საშუალებები) ყველაფერი ეს მართვადი ხდება, რეალურად კი არ აერთიანებს, არამედ განაცალკევებს და აშორებს ადამიანებს.

   ერები მიილტვიან კეთილმეზობლობისაკენ, საზღვრების გახსნისაკენ, მაგრამ ყველაფერ ამას თუ მონდიალისტური (გლობალიზმი) იდეოლოგიით და კონვენციონალისტური მორალით განვიხილავთ, რომელიც უარყოფს ყოველგვარ თვითდამკვიდრებას (როგორც ნაციონალურს, ასევე პიროვნულს), პრაქტიკულად ვაღიარებთ პრინციპს: „დაყავი და იბატონე!" იგივე დემოკრატია, თავიანთი აპოლოგეტების მიერ გახმოვანებული, როგორც საზოგადოების თავისუფლება, აბსურდამდეა დაყვანილი, როდესაც სახელმწიფო ტოტალიტარული მექანიზმის მეშვეობით მართავს „თავისუფალ" და ამავდროულად უნიფიცირებულ მარტოხელებს.

   საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნილი „გლობალიზაციური პროცესების კონტროლისთვის" და მშვიდობის დამყარებისთვის, გადაიქცნენ ერთიანი მსოფლიოს მმართველობითი სტრუქტურის ფორმირებებად, რომლებიც მანიპულირებენ ერების მშვიდობიან თუ ომიან ცხოვრებას და ეკონომიკურ პოლიტიკას. ლოკალური სამხედრო კონფლიქტები (შეუწყვეტლად პროვოცირებული მთელს მსოფლიოში), მიზნად ისახვს ადამიანების თვითდამკვიდრების განადგურებას, ხალხთა შორის კონფლიქტს. კონტროლირებადი ომები გადაიქცევა გიგანტურ მიქსერად, რომელიც აღრევს სახელწმიფოებს, ერებს, მათ კულტურას და შექმნის უსახო კაცობრიობის სუბსტარტს, რაც მოსახერხებელია დაპყრობისა და ექპლუატაციისთვის.

 

 

ბედნიერი მონების საზოგადოება

 

   მიუხედავად ხანგრძლივი ისტორიული წარსულისა, დღევანდელი ხელისუფლების გლობალიზაციის პროექტს საფუძველი ჩაეყარა დაახლოებით გასული საუკუნის 50-იან წლებში, ამას მოწმობს დევიდ როკფელერის შეფასება 1991 წლის ივნისის ბილდერბერგის კლუბის სხდომაზე, სადაც კონკრეტულ მიზნად ერთიანი მსოფლიოს მმართველობა დასახეს. კიდევ უფრო გახსნილად ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დეკლარაციაში წერია: „ერთიანი მსოფლიოს მმართველობას რომ მივაღწიოთ, საჭიროა გავათავისუფლოთ ადამიანები მათი ინდივიდუალობისგან, ოჯახური ვალდებულებებისგან, ნაციონალური პატრიოტიზმისაგან და რელიგიური აღმსარებლობისაგან".

   დაახლოებით 70-იან წლებში შემუშავებულ იქნა იდეოლოგიური ბაზა, რაც მყარი ადაპტაციის პერიოდი გახლდათ ადამიანის შეგნების „ახალი მსოფლიო წესრიგის" მოსამზადებლად. ასეთი იდეოლოგია გახდა გლობალიზმი, ფრანგულად მონდიალიზმი.

 

 

როგორ ხასიათდება იგი?

 

   პირველ რიგში ევროპული კულტურის მქონე სახელმწიფოების ორიენტაციით, ანუ, ერთი მხრივ მატერიალურ-ტექნიკურად განვითარებულ, მეორე მხრივ, ისტორიულად ქრისტიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფოების რელიგიასთან კავშირი, რომელიც მიმართულია უნივერსალიზმისკენ, ანუ გარეგნული კრიტერიუმებით გლობალიზმის მსგავსია.

   მონდიალიზმი აქცენტირებულია ადამიანის გონებრივ მიღწევაზე, მეცნიერებისა და ტექნიკის პროგრესზე, და ხასიათდება გამოკვეთილი ანტიქრისტიანული მიმართულებით, თუმცა, ითვლება რომ ზეაბსოლუტიზაცია და ზეუნივერსალიზაცია ყველა რელიგიის, მსოფლმხედველობისა და კულტურის გავრცელების სფეროდ მიღებულია სწორედ ქრისტიანობა. შემთხვევითი არ არის ეკუმენიზმის დაარსება, პირველი გლობალისტური მოძრაობისა, რომლიც ითვალისწინებს რელიგიათა შორის დიალოგსა და „უნივერსალური" სინთეზური რელიგიის ჩამოყალიბებას.

   გლობალიზმ - მონდიალიზმი უწინდელი კომუნისტური უტოპიური იდეის ნაცვლად მოგვევლინა ახალი ალტერნატიული ლიბერალური იდეით. კაცობრიობა ცხადდება ერთიან ბიოლოგიურ პოპულაციად საერთო ისტორიული წარსულით, შესაბამისად, საერთო ისტორიული მომავლით. ერთიან მსოფლიო საზოგადოებას კი სჭირდება ერთიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია გლობალური, ეკონომიკური, ფინანსური, ინფორმაციული სისტემით. ამ სისტემას კი სჭირდება ერთი მმართველი.

   ჩვენთვის კარგად ცნობილი სურათი დაგვიხატეს: ღმერთი უხილავია და მოშორებულია მატერიალურ სამყაროს, რომელიც ვითარდება ადამიანებით: ლოკალურად თავისუფლად, უსასრულოდ. აბსოლუტური ჭეშმარიტება კი მიმალულია და მხოლოდ თანდათან გაცხადდება, მეზობლური ერებისა და მათი ბრძენი მმართველების ერთიანი ძალისხმევით.

   რა თქმა უნდა, მრავალსაუკუნოვანი ომი გლობალისტებისა და მათი წინამორბედებისა ქრისტიანობის წინააღმდეგ სატანიზმი არ არის. ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად იგი გაფორმებულია შესაბამისი კულტურებით და წესებით. მაგრამ, იგი მიზანდასახულად გვთავაზობს ქრისტიანული ეთიკური ფასეულობების, მორალისა და ზნეობის ნაცვლად დიამეტრულად საწინააღმდეგო, ანტიქრისტიანულ ფასეულობებს, ანუ საფუძველს უყრის ანტიქრისტეს გამეფებას.

 

 

ელექტრონული კონტროლი

 

   დღეს, სამწუხაროდ, შეიძლება ითქვას, კაცობრიობა გაება გლობალისტების მიერ დაგებულ ყველა იდეოლოგიურ მახეში. გლობალისტურმა მოძრაობამ მოიცვა ყველა ქვეყანა და მისი ყველა სფერო. დღეს ხორციელდება კიდევ ერთი საშინელი პროექტი - ადამიანების იდენტიფიკაციური, ელექტრონული ნუმერაცია, ევროპული კავშირის ექსპერტების კომიტეტის მონაცემებით, ელექტრონული ნომრები, სხვადასხვა საბაბით, შემოღებულია ასზე მეტ ქვეყანაში, აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკის ნახევარში.

   რისთვის სჭირდება „ახალ მსოფლიო წესრიგს" პიროვნების ციფრული იდენტიფიკაცია და რა საშიშროებას წარმოადგენს იგი კაცობრიობისთვის?

   უპირველესად, სუფთა პრაგმატული აზროვნებით, პირადული ნომერი და კოდი არის ის ინსტრუმენტი სახელმწიფოს ხელში, რომლის მეშვეობითაც ფორმირდება და იმართება ახალი მსოფლიო წესრიგი. როდესაც მონოპილისტური კონტროლი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დაარღვევს ადამიანების ჩვეულ რიტმს, ტრადიციულ თუ კულტურულ ფასეულობებს, მაშინ ისინი აღმოჩნდებიან მეტად უსიამოვნო ალტერნატივის წინაშე - უნდა აირჩიო! ან სიღატაკე, მისი საშინელი გამოვლინებებით და საბოლოოდ სიკვდილი; ან შენი ადამიანური ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალი უნდა გადასცე მონოპოლისტს და აღარ იარსებებ, როგორც დამოუკიდებელი პიროვნება. უმეტესობა, ბუნებრივია იძულებული იქნება აირჩიოს ეს უკანასკნელი. სწორედ მათთვის შეიქმნა მსოფლიო უნივერსალური კომპიუტერული სისტემა, რომლის მეშვეობითაც გაკონტროლდება ადამიანის ყველა მოქმედება.

   მეორე მხრივ, ელექტრონული კონტროლი წარმოუდგენელ ძალას მისცემს აღმსარებელ ხელისუფლებას. მათ ხელთ ექნებათ აქტუალიზებული, ცოცხალი ინფორმაცია მოსახლეობის შესახებ. ანუ კონტროლირებადი გახდება ყველა სოციალ-ეკონომიკური სფერო გამონაკლისის გარეშე; ტერიტორია, დემოგრაფია, სოციალური სტრუქტურები, უმუშევრობა, მიგრაციის დინების ინტენსიურობა, ყველა ცალკეული ადამიანის შემოსავალი, საყოფაცხოვრებო პირობები.

   ყოველივე ზემოთ თქმული დღეს, ფაქტიურად, რეალობაა, რომელიც მხარდაჭერილია, ერთის მხრივ ნაციონალური თუ საერთაშორისო კანონებით, მორეს მხრივ მონდიალისტური მსოფლმხედველობით, მესამეც, უკვე არსებული და პრაქტიკულად მოქმედი მსოფლიო იდენტიფიკაციური სისტემით, რომლის სრული ფუნქციონირება დაიწყება 2002 წლისთვის. ერთ-ერთი მონდიალისტური აპოლოგეტის მიერ აღწერილი მომავალი გახდა ჩვენი აწმყო.

   „ადამიანი ვერსად დაიმალება... პირველად ისტორიაში ადამიანს არ ექნება მისამართი... - ასეთ მომავალს ხედავდა ჟაკ ატალი. აქვე გვახსენდება წმინდა იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების ცნობილი ფრაზა: „და რაითა არვის ხელეწიფებოდის სყიდად, ანუ სასყიდად, გარნა რომელთა აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვ სახელისა მისისაი" (გამოცხ. 13. 17).

   ეს პარალელი რომ შემთხვევითი არ მოგვეჩვენოს, დამატებით მოვიყვან ნიკონ ზაიცევის ბრწყინვალე ციტატას: „როდესაც ადამიანს არ დარჩება საიდუმლოება და ყველაფერი, ყველასთვის ცნობილი იქნება, როდესაც ყველა მის მოქმედებას გააკონტროლებს მოღალატე ელექტრონიკა... მაშინ თავისუფლად გაიცინებენ, აპატიებენ ცოდვებს საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფთ და ყველა იქნება სრულიად თავისუფალი. რაგინდ ცუდად არ მოიქცე, ვერაფერს დამალავ, ასე რომ, მოიქეცი როგორც გსურს"!

   ანალიზი გვიჩვენებს, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე საზოგადოებას, არასრულყოფილი ადამიანებით, მათი ცხოველური მიდრეკილებებით, შეუძლია იარსებოს მხოლოდ ტოლერანტული ჰუმანიზმისა და შეიძლება ითქვას, ტოტალურ, ყოვლისმიმტევებელ პირობებში. რჩება მხოლოდ მინიმალური შეზღუდვები, რომელიც საზოგადოების ქაოსს შეაკავებს, სხვა მხრივ ადამიანს ეძლევა მორალური თავისუფლების მაქსიმუმი, რომლის დროსაც ადამიანს შეუძლია აკეთოს ყოველივე, რაც სურს, სამაგიეროდ ეს იქნება ოდესმე არსებულთაგან ყველაზე მოქნილი, დინამიური საზოგადოება, ეშმაკის საზოგადოება.

 

 

მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება