მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე მეცნიერები და ღმერთის რწმენა

თანამედროვე მეცნიერები და ღმერთის რწმენა


13-01-2018, 00:03

თანამედროვე მეცნიერები და ღმერთის რწმენა

 

   ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ამერიკელი მეცნიერი, ა. კრესმ მორისონი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავჯდომარე, ასაბუთებს ღმერთის ყოფიერებას თავის ბრწყინვალე სტატიაში: „შვიდი მიზეზი, რომელიც ხსნის თუ რატომ მწამს მე ღმერთი".

   „ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით მეცნიერული ცოდნის გარიჟრაჟზე" - ამბობს კრესმ მორისონი, - „რაც უფრო ახლოა განთიადი, მით უფრო ნათელია ჩვენი დილა, მით უფრო ნათლად იკვეთება ჩვენს წინაშე გონიერი შემოქმედის ქმნილება. ახლა მეცნიერული თავმდაბლობის სულისკვეთებით, სარწმუნოების სულით, დამყარებული ცოდნაზე, ჩვენ კიდევ მეტად ვუახლოვდებით ღმერთის არსებობაში ურყევ დაჯერებულობას.

   მე პირადად ერთ-ერთ გარემოებას ჩამოვთვლი, რომელიც ღმერთისადმი ჩემს რწმენას განსაზღვრავს. აი ის:

   სრულიად მკაფიო მათემატიკური კანონი ამტკიცებს, რომ სამყარო შექმნილია უმაღლესი გონების მიერ.

   წარმოვიდგინოთ რომ ათი მონეტა თანმიმდევრობით თავისი ღირებულების მიხედვით, ერთი ცენტიდან ათ ცენტამდე, ტომარაში ჩავყარეთ. შემდეგ ტომარა შევანჯღრიოთ. ახლა კი ვეცადოთ მონეტები თავისი ღირებულებების მიხედვით თანმიმდევრობით ამოვიღოთ იმ პირობით, რომ ყოველ ამოღებულ მონეტას ისევ უკან დავაბრუნებთ და ტომარას ისევ შევანჯღრევთ. მათემატიკა გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს ერთი შანსი ათიდან, რომ ერთი ცენტიანი გვაქვს ერთი შანსი ათიდან, რომ ერთი ცენტიანი ღირებულების მონეტა ამოვიღოთ პირველსავე ცდაზე. როცა ამოვიღებთ ერთ ცენტიანს, მის შემდეგ ორ ცენტიანი მონეტის ამოღების შანსი არის ერთი ასთან. ასეთი თანმიმდევრობით სამი მონეტის ამოღების შანსი არის ერთი ათასიდან და ასე შემდეგ.

   იმისათვის, რომ ათივე მონეტა დათქმული თანმიმდევრობის მიხედვით ამოვიღოთ, ჩვენ გვაქვს შანსი ერთი 10 მილიარდში.

   ასეთივე მათემატიკური საბუთები გვეუბნებიან, რომ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარებისათვის აუცილებელია დაუჯერებელი რიცხვი ურთიერთ მიმართებისა და ურთიერთ კავშირებისა, რომ გონივრული მიმართულების მიცემის გარეშე, უბრალო შემთხვევით მათი წარმოშობა ყოვლად შეუძლებელია. დედამიწის მოძრაობის გარეშე, უბრალო შემთხვევით მათი წარმოშობა ყოვლად შეუძლებელია. დედამიწის მოძრაობის სიჩქარე საათში ათასი მილით განისაზღვრება. დედამიწა თუკი საათში 100 მილი სიჩქარით იმოძრავებდა, დღეები და ღამეები იქნებოდნენ 10-ჯერ გრძელი, ვიდრე ახლა. გრძელი დღეების განმავლობაში მზე გადაბუგავდა ყველაფერს ცოცხალს, ხოლო გრძელი ღამეების განმავლობაში ყველაფერი ცოცხალი გაიყინებოდა.

   ამის შემდეგ - მზის ტემპერატურა ტოლია 1200 გრადუსის ფარენგეიტით. დედამიწა მზისაგან იმდენადაა დაშორებული, რამდენადაც საჭიროა, რომ ამ „მუდმივმა ცეცხლმა" სათანადოდ გაგვათბოს, არც მეტი არც ნაკლები. მზე რომ ნახევარჯერ ნაკლებ სითბოს გვაძლევდეს, გავიყინებოდით, ხოლო ორჯერ მეტს რომ გვაძლევდეს, დავიღუპებოდით სიცხისაგან.

   დედამიწის გადახრა შეადგენს 23 გრადუსს, აქედან წარმოიშობა დედამიწის დროები. გადახრა სხვა რომ იყოს, ოკეანეებიდან ანაორთქლები იმოძრავებდნენ წინ და უკან, სამხრეთისაკენ და ჩრდილოეთისაკენ, და მთელს კონტინენტებზე დაახვავებდნენ ყინულებს. თუკი მთვარე, ახლანდელ დაშორების მაგიერ, ჩვენგან იქნებოდა 50 000 მილის დაშორებით, ოკეანეების მიქცევა და მოქცევა ისეთ გრანდიოზულ მასშტაბებს მიიღებდნენ, რომ ყველა კონტინენტი დღე-ღამეში ორჯერ ოკეანის ქვეშ მოექცეოდა, რის შედეგადაც მთებიც კი ჩამორეცხილი იქნებოდნენ. დედამიწის ქერქი რომ ყოფილიყო გაცილებით სქელი, ვიდრე დღესაა, მის ზედაპირზე არ იქნებოდა საკმაოდ ჟანგბადი, და ყველა ცოცხალი არსება განწირული იქნებოდა დასაღუპავად. თუკი ოკეანე იქნებოდა შედარებით ღრმა, მაშინ ნახშირმჟავა ჩაყლაპავდა ჟანგბადს და ყველა ცოცხალი არსება დაიღუპებოდა. ატმოსფერო რომლითაც შემოსილია დედამიწა, რომ უფრო თხელი იყოს, მაშინ მეტეორიტები, რომლებიც ყოველდღიურად მასში მილიონობით იწვებიან, დედამიწაზე მთელი სახით დაეცემოდნენ და უამრავ ხანძრებს გამოიწვევდნენ.

   ეს და სხვა უთვალავი მაგალითები მოწმობენ, რომ შემთხვევით დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისათვის მრავალი მილიონიდან ერთი შანსიც კი არ არის.




Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება