მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სულიერი მარგალიტები - წმიდა იოანე ოქროპირი
სულიერი მარგალიტები - წმიდა იოანე ოქროპირი14-01-2018, 00:03 |
მთელი უბედურება ის კი არ არის, რომ შენ დაეცი, არამედ ის, რომ დაცემის შემდეგ არ გინდა წამოდგომა, ის კი არაა რომ შეცოდე, არამედ ის, რომ ცოდვას არ განეშორე.
●●● შეუძლებელია, სრულიად შეუძლებელი, რომ მოწყალების გარეშე მიაღწიო სამოთხის კარამდე. მოწყალების გარეშე ლოცვაც უნაყოფოა.
●●● უმარხულობა ნიშნავს პირუტყვთა მიმსგავსებას, პირუტყვებმა არ იციან მარხვა. როგორც არ შეიძლება ცეცხლის წყალში დანთება, ისევე არ შეიძლება სინანული მარხვის გარეშე.
●●● გლახაკის გამოწვდილი ხელი ქრისტეს საუნჯეა, რასაც მისცემ მთხოვნელს, მას ქრისტე მიიღებს.
●●● მიუტევე ცოდვა შემცოდეს, რომ შენც მიიღო უფლისაგან ცოდვათა მიტევება.
●●● წმინდანისადმი პატივისცემა მისი მიბაძვაა.
●●● კარგია სხეულის სიმრთელე, მაგრამ უკეთესია სულის სიჯანსაღე, რადგანაც სული უპირატესია სხეულზე.
●●● ჩვენ უფრო დავალებული ვართ სულიერ მწყემსთაგან, ვიდრე ხორციელ მშობელთაგან იმიტომ, რომ მათ გვშვეს ჩვენ ამქვეყნიური ცხოვრებისთვის, ხოლო მოძღვრები გვამზადებენ ზეცისათვის და ღმერთთან საუკუნო ცხოვრებისათვის.
წმიდა იოანე ოქროპირი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |