მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა ეპიფანე კვიპრელი
წმიდა ეპიფანე კვიპრელი7-11-2012, 20:37 |
„ძირმტკიცედ უხაროდენ ყოველსა ქუეყანასა" (ფს. 47.3), რამეთუ ეკლესიაი საღმრთოითა საქმითა არა ხოლო თუ შენებულსა ამას უწოდა, არამედ საფუძველმტკიცედ და სულიერად კლდედ და ეკლესიად უწოდა მოძღვართა და კრებულსა მართალთასა, რომელნი აღეშენნეს ზედა მართალსა სარწმუნოვებასა საღმრთოსა მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისასა, რომელსა პავლე ეწამების და ეტყვის: „რომელნი აღშენებულ ხართ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყუელთასა, რომელ არს საფუძველ, და თავ კიდეთა - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე" (ეფეს. 2.20) და თვით თავადმან უფალმან პირველად ნეტარ-ყო პეტრე და ჰრქუა: „შენ ხარ კლდე და ზედა მაგას კლდესა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი არა ერეოდიან" (მათე 16.18). ესე არს, რომელსა იტყვის ძირმტკიცედ, ესე იგი არს შეუძვრელად და უძლეველად უკუნისამდე. . . . ერთად სახელ-ედების კათოლიკე ეკლესიასა შინა ზღვასა ხმელსა, რომლისათვისცა ლოცვათა ჩუენთა ვიტყვით ზედა წმიდისა და მხოლოისა კათოლიკე ეკლესიისა კიიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, რამეთუ ჯერ-არს, მრავალთა ადგილთა და ქალაქთა შინა, დაბათა და აგარაკთა შინა აღშენებულ არს ეკლესიაი, ვითარცა ქალაქსა შინა ერთსა მრავალნი საყოფელნი და სახლნი აშენებულ არიან, და მას ყოველსა ერთ ქალაქ სახელ-ედების, ეგრეთვე თუ ჯერ-არს, ბევრნი ბევრთანი, აურაცხელნი და აღურაცხნი ეკლესიანი აღშენებულ არიან, ერთ სიტყუა და ერთ ეკლესია სახელ-ედების, რომელნი ჭეშმარიტებით და მართლმადიდებლობით შესწირვენ ღმრთისა ამას ტაძარსა" (47-ე ფსალმუნის განმარტება [11, გვ. 400]). უკან დაბრუნება |