მთავარი > პაპიზმი, მთავარი გვედის ფოტო > კათოლიციზმის წინააღმდეგ

კათოლიციზმის წინააღმდეგ


26-02-2018, 00:04

კათოლიციზმის წინააღმდეგ

 

ცოტა რამ პაპიზმზე

 

   რომის ეკლესია 1054 წლამდე განუყოფელი ნაწილი იყო ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქული ეკლესიისა. იგი წმიდად და უცვალებლად იცავდა სამოციქულო სწავლებას და შეუპოვრად ებრძოდა სხვადასხვა მწვალებლობებს.

   სამწუხაროდ X-XI საუკუნეებში რომის ეკლესიამ ხელი მიჰყო გაუმართლებელი სიახლეების შემოღებას დოგმატურ და კანონიკურ სფეროში, და რადგან სარწმუნოებრივი ერთობის გარეშე საეკლესიო ერთობის შენარჩუნება შეუძლებელი შეიქმნა, ამის შედეგად მოჰყვა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების დაშორება.

   დაშორების პირველი ნაბიჯი ამ გზაზე უკვე IX საუკუნეში გადაიდგა, როცა დასავლეთის ეკლესიაში დაიწყეს მსოფლიო კრებების მიერ შედგენილი და დამტკიცებული სარწმუნოების წმიდა სიმბოლოს შეცვლა და თვითნებურად შეუდგნენ იმ სწავლების გავრცელებას, რომ თითქოს სულიწმიდა ძისგან გამოვალს.

   რომის პაპმა, მართლმადიდებლობის მედგარმა დამცველმა ლეონ მესამემ 809 წელს უარყო სახარების საწინააღმდეგო ეს დამატება, მაგრამ ამ მცდარმა დამატებამ მაინც გაიკაფა გზა და იგი IX საუკუნის დასაწყისში მაინც შეიტანეს სარწმუნოების სიმბოლოში, რითაც დაირღვა III მსოფლიო კრების მიერ დადგენილი აკრძალვა სარწმუნოების სიმბოლოში ცვლილებების შეტანაზე.

   მრწამსის უცვალებლობა IV საეკლესიო კრების მამებმაც დაადგინეს და განაცხადეს: „არავის მიეცეს ნება სხვა სარწმუნოების შემოტანისა. ვინც გაკადნიერდება დაწეროს და შეადგინოს სხვა სარწმუნოება (ანუ მრწამსი), თუ იგი ეპისკოპოსია ან მღვდელმთავარი, განიკვეთოს, ხოლო ერისკაცი, შეჩვენებულ იქნას".

   მრწამსის შეცვლამ განაპირობა რომის ეკლესიის შედგომა განმაახლებლობის გზაზე. მოწყდა რა ჭეშმარიტების მადლს, რომის ეკლესიამ დროთა განმავლობაში შემოიღო მართლმადიდებლობისათვის მიუღებელი დოგმატები, ეკლესიის ტრადიციებისათვის უცხო კანონიკური წესები.

   დიახ, სცდებოდნენ რომის პაპები და შეუძლებელია ეს ასე არ ყოფილიყო, რადგან მხოლოდ ღმერთია უცდომელი და მისი წმიდა ეკლესია, რომელშიც მოქმედებს ყოვლადწმიდა სული, სული ჭეშმარიტებისა, რომის საყდარმა კი ღვთისა და ეკლესიის თვისება - უცდომელობა, ადამიანს - რომის პაპს მიაწერა და სრულიად არასამართლიანად იგი ქრისტეს ნაცვლად გამოაცხადა დედამიწაზე. ამით პაპიზმმა ეკლესიოლოგიაში მართლმადიდებლობისათვის სრულიად უცხო ჰუმანიტარული საწყისი შემოიტანა - ეკლესიის თავი - ღმერთკაცი იესო ქრისტე მოკვდავი კაცით შეცვალა, ხოლო თვით ეკლესია - მისტიური სხეული ქრისტესი - პაპის დიქტატის ქვეშ გაერთიანებულ რელიგიურ-პოლიტიკური კორპორაციით. მართლმადიდებლური ეკლესია მუდამ ესწრაფვოდა ჭეშმარიტების გზიდან განდგომილთა შემორიგებას, ამიტომ იგი არ ერიდებოდა საღვთისმეტყველო დიალოგებს სხვა აღმსარებლობის მიმდევრებთან. სამწუხაროდ არაერთი მცდელობისა, ამ დიალოგებს დადებითი შედეგები არ მოჰყოლია, რადგან რომის საყდარი ეძიებდა საეკლესიო ერთობას სარწმუნოებრივი ერთობის გარეშე. ხან კიდევ მართლმადიდებლობისაგან სარწმუნოებრივ კომპრომისს ითხოვდა, რაც ყოვლად მიუღებელი იყო, რადგან ღვთაებრივი გრიგოლ ღვთისმეტყველის თანახმად, სჯობს სანაქებო უთანხმოება, ვიდრე ის მშვიდობა, რომელიც ღმერთს განგვაშორებს. სამწუხაროდ, რომის საყდარი თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების მოიმედე არასდროს დაინტერესებულა ჭეშმარიტების მოძიებით და განდგომილების შედეგად აღმოცენებული აღმოფხვრით.

 

 

პასუხი პაპის პრელატს

 

   ეს წერილი დაიბეჭდა პაპის პრელატის სვიდნიცკის წერილის: - „ჩვენ კათოლიკები გულით მართლმადიდებლები ვართ" - საპასუხოდ.

   კათოლიკების „მთელი გულით მართლმადიდებლობაზე" მეტყველებს ვატიკანის პირველ კრებაზე მიღებული დოგმატი რომის პაპის უცოდველობის და უცდომელობის შესახებ. რა სახით მიიღეს ეს დოგმატი? მოვიყვანოთ ამონაწერები ამ დოგმატიდან: „რომის პაპი არის ღვთაებრივი ადამიანი და ადამიანი ღმერთი. ამიტომაც არავის შეუძლია გაასამართლოს იგი ან განსაჯოს მის შესახებ. პაპს აქვს ღვთაებრივი ძალაუფლება და მისი ძალაუფლება უსაზღვროა. რასაც აკეთებს პაპი ეს უდრის იმას, რასაც აკეთებს ღმერთი. მისი მცნებები უნდა შესრულდეს ისე როგორც ღვთის მცნებები. მხოლოდ ერთი ღმერთი არის მსგავსი პაპისა. პაპი მბრძანებლობს ზეციურ და მიწიერ საგნებს. მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც ღმერთი აკეთებს. მას აქვს ხელისუფლება სიცრუისაგან შექმნას სიმართლე. აქვს ხელისუფლება სიმართლის საპირისპიროდ გააკეთოს რაც მას სურს. მას შეუძლია გამოთქვას აზრები მოციქულთა წინააღმდეგ და მოციქულთა წინააღმდეგ და მოციქულთა გადმოცემების წინააღმდეგ. მას აქვს ხელისუფლება ახალ აღთქმაში შეცვალოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. მას შეუძლია თვითონ იესო ქრისტეს დადგენილი საიდუმლოებების შეცვლაც. პაპის ყოვლადშემძლეობაში დაეჭვება მკრეხელობაა. პაპი არის ღმერთის მოადგილე და ვინც ამას უარყოფს ის მატყუარაა..." – (როგორც იტყვიან კომენტარები ზედმეტია).

   იოსებ სვიდნიცკი წერს: „თქვენ მართლმადიდებლები ჩვენ გვიწოდებთ ერეტიკოსებს, მაგრამ არც მოციქულთა კანონებში, არც წმიდა კრებებში კათოლიკები ერეტიკოსებად არ იწოდებიან.

   დიახ, ბატონო პრელატო, არც მოციქულებს და არც წმიდა კრებათა, წმიდა მამებს თავიანთ სასიხარულოდ ჩვენს დრომდე არ უცხოვრიათ და დედამიწაზე ყოფნის დროს არ წაუკითხავთ თქვენი ღვთის მგმობელი თეორიები და „დოგმები". დღეს თქვენთვის ერეტიკოსების წოდებაც ცოტაა.

   „კათოლიკეთა ნამდვილი მიზნები თქვენს შემდეგ ფრაზაში გამოიხატება: - „კათოლიკურ ეკლესიას თავისი სახელწოდების შესაბამისად თავის კანონიკურ ტერიტორიად მიაჩნიათ მთელი პლანეტა, რომლის საზღვრებს გარეთაც ჩვენ ჯერჯერობით არ გავსულვართ"... ასე, რომ ძმებო მართლმადიდებლებო, ცოტა გვერდზე გაიწიეთ და შევიწროვდით, კათოლიკები მოდიან რათა დაიკავონ თავიანთი „კანონიკური" ტერიტორია.

   რას აკეთებდნენ კათოლიკები, როდესაც 70 წლის განმავლობაში მართლმადიდებელი ეკლესია იდევნებოდა? ისინი ესწრაფვოდნენ და იკავებდნენ მართლმადიდებელთა ტერიტორიებს.

   დიდი დოსტოევსკი, როდესაც წერდა კათოლიკეთა სხვადასხვა ვერაგობებზე რომანში „იდიოტი", აღნიშნავდა, რომ კათოლიციზმი ათეიზმზე უარესია, პაპმა მიიტაცა მიწიერი ტახტი. აიღო მახვილი და მიუმატა სიცრუე, ვერაგობა, ფანატიზმი და ბოროტმოქმედება.

 

 

კათოლიკების ვერაგობა

 

   „სიძულვილი მართლმადიდებლობის მიმართ, ფანატიზმი, დევნა მართლმადიდებლობისა, მკვლელობანი - წითელ ხაზად გასდევს კათოლიციზმს მთელი არსებობის მანძილზე" (წმ. იოანე კრონშტანდტელი) პაპისტების მიერ.

   1204 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობისას, ჯვაროსნებმა ცეცხლსა და მახვილს მისცეს ქალაქი, განურჩევლად წოდებისა, სქესისა და ასაკისა. სცემდნენ და მუსრს ავლებდნენ მართლმადიდებელ ბერძნებს. წმიდა სოფიის ტაძარში „კეთილშობილმა" რაინდებმა საკუთარი ხელით დაჩეხეს და ერთმანეთში გაინაწილეს ოქროთი ჩამოსხმული და ძვირფასი ქვებით მოოჭვილი წმ. სოფიის ტაძრის წმიდა საკურთხეველი. ბიზანტიის ამ უდიდეს წმიდა ტაძარში ჯვაროსნები ღრეობდნენ და მრუშობდნენ გარყვნილ ქალებთან ერთად, სვამდნენ ღვინოს ტაძრის სამსახურებო წმიდა ჭურჭლებიდან, ცეკვავდნენ ტაძრის სამღვდელოების შესამოსლებში გამოწყობილნი, აგინებდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა საიდუმლოებებს, ანადგურებდნენ და იტაცებდნენ წმიდა წიგნებს და ხელნაწერებს, აუპატიურებდნენ კეთილშობილ ქალებს, მონაზვნებს და ქალწულებს, იტაცებდნენ მოქალაქეთა ქონებას, მართლმადიდებელი საზოგადოება და ბერ-მონაზვნობა მასიურად რეპრესირებული იქნა, მართლმადიდებლური ტაძრები იკეტებოდა.

   ლივნოს ოლქში (ხორვატია) ფრანცისკანელმა მქადაგებელმა ბერმა თავის მრევლს შემდეგი მოწოდბით მიმართა: „ძმებო, წადით და აკუწეთ მართლმადიდებლები, და პირველად აკუწეთ ჩემი საკუთარი და, რომელიც მართლმადიდებელზე გათხოვდა, და შემდეგ დახოცეთ ყველა მართლმადიდებელი უკლებლივ. როდესაც თქვენ დაამთავრებთ საქმეს, დაბრუნდით ჩემთან, მე მოვისმენ აღსარებას და მოგცემთ ცოდვათა შენდობას".

   კათოლიკე ეპისკოპოსის მასტრა მიშიჩის ჩვენებით ქალაქ მოსტარადან და ჩაალიდან რკინიგზით გაგზავნეს ქალებით, გოგონებით და რვა წლამდე ბავშვებით დატვირთული ექვსი ვაგონი, მიიყვანეს ისინი სადგურ სურმანიცამდე, გადმოყარეს ვაგონებიდან, გარეკეს მთებში და ღრმა ორმოებში ცოცხლად დამარხეს.

   ქალაქ კლეპში მოკლეს შვიდასი მართლმადიდებელი მეზობელი სოფლებიდან.

   ქალაქ მოსტარში ასობით მართლმადიდებელი შეყარეს ვაგონებში და ქალაქგარეთ ვაგონებში დახვრიტეს.

   კათოლიკეთა მხეცობა იმდენად შემაძრწუნებელი იყო, რომ თვით ფაშისტებმაც კი პროტესტი განაცხადეს იმ მოტივით, რომ მართლმადიდებლების ასეთი განუკითხავი ხოცვა-ჟლეტა არის მთავარი მიზეზი იუგოსლავიაში პარტიზანული მოძრაობის გაძლიერებისო.

   მიზეზი ყველა ჯვაროსნული ლაშქრობებისა - ეს იყო უზომო ამპარტავნება და ძალაუფლების მოყვარება რომის პაპებისა, რომლებიც აკურთხებდნენ ამ „კეთილ წამოწყებებს" და პირდებოდნენ ცოდვათა პატიებას იმ პიროვნებებს, რომლებიც მიიღებდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობას.

   რომაული კათოლიციზმის მიზანია: - ნებისმიერ ფასად, ნებისმიერი საშუალებებით მოაქციონ ადამიანები თავიანთ ცრუ სარწმუნოებაში და ამისთვის არ დაიხიონ არაფრის წინაშე.

 

 

პაპიზმის სიმახინჯე (ინდულგენციის შესახებ)

 

   „თქვენ გსმენიათ რომის პაპის ინდულგენციების შესახებ? სწორედ ეს არის ის შეღავათები, რომელსაც ქრისტეს მცნებების საწინააღმდეგოდ ადგენს კათოლიკური ეკლესია - და რა? მთელი დასავლეთი გაირყვნა მათგან... და ახლაც იხრწნება... პაპებმა მრავალი დოგმატი შეცვალეს, ყველა საიდუმლოება შერყვნეს, საეკლესიო მმართველობის წესები და ზნეობრივი ნორმები შეარბილეს და ყველაფერი ღმერთის განჩინებით კი არ წარმართეს, არამედ პირიქით - უარესისაკენ. პაპისტებს ყველა საიდუმლო შერყვნილი აქვთ და მაცხოვნებელი ღვთისმსახურება - დამახინჯებული".

 

წმ. თოფანე დაყუდებული 

 

 

   პაპ ლევ X და პაპ იოანე XXII მიერ ცოდვებისათვის დადგენილი „ნიხრები" (შემოკლებით).

 

   თავი XVI.

   1. „კლირიკოსის" (სასულიერო პირის) დამსახიჩრებელი შენდობას ღებულობს 63 ლირად და 14 სოლდად".

   2. „უბრალო შენდობა ამ დანაშაულისათვის ღირს 27 ლირა და ერთი სოლდი".

   4. „ეპისკოპოსის დასახიჩრებაზე იგივე თანხას ემატება 27 ლირა და 1 სოლდი".

 

   თავი XVII.

   1. „მკვლელს, კლიროსში შესვლის სურვილით, შეუძლია შენდობა იყიდოს 45 ლირად 19 სოლდად და 6 დინარად"...

   5. „ეპისკოპოსის, მღვდლის, საეკლესიო დაწესებულებების ხელმძღვანელის ან იოანეს ორდენის რაინდის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე შენდობა 179 ლირა და 14 სოლდი".

   9. „თუ ერთი მოკლავს რამდენიმეს ერთად, შენდობისათვის იხდის 131 ლირას და 14 სოლდს".

 

   თავი XVIII.

   3. წინასწარ შენდობის მომარაგების მსურველი, ყველანაირი შემთხვევითი მსურველი, ყველანაირი შემთხვევითი მკვლელობისთვის, რომელიც შეიძლება მომავალში ჩაიდინოს, იხდის 168 ლირას და 15 სოლდს.

 

   თავი XIX.

   1. „თუ კლირიკოსი თავდაცვის მიზნით მოკლავს ვინმეს, იხდის 27 ლირას".

   4. „თუ ერთი, ერთსა და იმავე გარემოებაში, მოკლავს რამდენიმე მღვდელს, რაოდენობის მიუხედავად, შენდობისათვის 6-ჯერ მეტს იხდის".

   8. „მაღალი ხარისხის ეპისკოპოსის ან კლირიკოსის მკვლელი იხდის 131 ლირას და 14 სოლდს".

 

   თავი XXIV.

1. საკუთარი შვილის დამხრჩობი მამა ან დედა შენდობისათვის იხდის 17 ლირას და 14 სოლდს.

 

   თავი XXV.

   1. დედაკაცი ნაყოფის მოკვდინების მიზნით წამლის მიმღები და წამლის მომმზადებელი მამაც იხდიან 17 ლირას და 14 სოლდს თითოეული.

   18. „ეპისკოპოსის მიერ განკვეთილი გამოისყიდება 26 ლირად".

   19. „პაპის ანათემა გამოისყიდება 45 ლირად, 9 სოლდად და 6 დინარად".

 

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება