მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > რა ელის კაცობრიობას მომავალში

რა ელის კაცობრიობას მომავალში


11-01-2018, 00:03

 

   თუ გადავხედავთ კაცობრიობის ისტორიას ბიბლიის თვალთახედვით, დავინახავთ, რომ ადამიანებს უსჯულო, ცოდვილი ცხოვრების გამო, მრავალი ჭირი და უსიამოვნება ატყდებოდა თავს, ხოლო სინანულისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ მოქცევის შემთხვევაში, ღვთისგან როგორც მატერიალური, ასევე სულიერი სიმდიდრე უხვად მიეცემოდათ. კაცობრიობის ჭეშმარიტი რჯულისაგან დაშორებამ და მრავალი საშინელი ცოდვით დაცემამ საქმე წარღვნამდეც კი მიიყვანა. ადამიანთა გამოსწორება არც წარღვნის შემდეგ მომხდარა. ურჯულოებისა და გარყვნილების ნაირსახეობამ მაცხოვრის განკაცების პერიოდში პიკს მიაღწია. რომის დიდების აპოგეას მიღწეულმა კაცობრიობამ გახრწნა დაიწყო. იმ ეპოქის ადამიანისათვის, თვით ჭეშმარიტი რჯულის მქონე ებრაელებისათვისაც კი, უცხო იყო მაცხოვრის ქადაგება, მეტიც, მრავალ მათგანს სძულდა იესო ქრისტე და საბოლოოდ ვერაგული, სამარცხვინო სასჯელით ჯვარცმით მოკლეს იგი. აი, სანამდე მივიდა ცოდვებში ჩაფლული საზოგადოება! ჰურიათა სათხოვარი: „სისხლი მაგისი ჩვენ ზედა და შვილთა ჩვენთა ზედა" - შეუსმენელი არ დარჩენილა. რამოდენიმე წლის შემდეგ, რომის იმპერიამ მიწასთან გაასწორა იერუსალიმი და ბარბაროსულად ამოხოცა მისი მკვიდრნი.

 

 

რით ვინუგეშოთ თავი?

 

   იბადება კითხვა: რა ელის კაცობრიობას მომავალში? რით ვინუგეშოთ თავი? კეთილსინდისიერი, პატიოსანი ცხოვრებით? - მთელი მსოფლიო ხომ უკიდურეს აღვირახსნილ ცოდვებშია ჩაფლული. ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცემით? - არა, არც ეს საგანძური გვაქვს ღირსეულად დაცული. ჭეშმარიტებისაგან საყოველთაო განდგომილების პერიოდი დადგა. თავს უამრავი კათოლიკე, პროტესტანტი, სექტანტი და სხვა, მრავალი ცრუ მასწავლებელი შემოგვეხვია. რომელ ჭეშმარიტებაზეა საუბარი, როდესაც მრავალ ქვეყანაში ჰომოსექსუალისტები თავიანთი უფლებების დაცვას ითხოვენ, ზოგ ქვეყნებში კი ოფიციალურად რეგისტრირერებული სატანისტური ეკლესიები არსებობს. განა დღესაც კაცობრიობა „ჯვარს აცუ ეგე" - ს არ გაიძახის? აქედან გამომდინარე, ადამიანები, როგორც არასდროს, უდიდეს სასჯელს იმსახურებენ.

 

 

ათასგვარი კატაკლიზმები დღეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა

 

   განუწყვეტელი ომები, შიმშილობები, სტიქიური და სხვა ათასგვარი უბედურებანი დღეს ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

   თქვენი ყურადღება ბუნების წიაღში გახშირებულ კატაკლიზმებზე მინდა შევაჩერო.

   მრავალი თანამედროვე მეცნიერი პრესითა თუ ტელევიზიით ცხელი ჰაერის მასების რეკორდულ მოზავებაზე საუბრობს. ეს მოვლენა ნელ-ნელა გალობალური კატასტროფის ხასიათს იღებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბუნების დაცვის გენერალური დირექტორი კლაუს ტიპფერი აცხადებს: „ჩვენ უკვე საკმარისზე მეტი დამაჯერებელი მონაცემები გვაქვს იმის თაობაზე, რომ გლობალური კლიმატური ცვლილებები ერთობ სახიფათო მოვლენაა. დღეს ჩვენ თავი უნდა დავიზღვიოთ კლიმატის კატასტროფული ცვლილებებისაგან".

   მაგრამ, რა კლიმატურ ცვლილებებზეა საუბარი?

   მძლავრი პარნიკული ეფექტი (ცხელი ჰაერის მასების მომძლავრება) - წერს მეცნიერი გ. მიტიაკოვი, - პოლუსებზე ყინულის სწრაფ დნობას, უკან კი ცივი და ცვრიანი ჰაერის მასების დაბრუნებას იწვევს. ამის გამო სხვადასხვა კონტინენტებს მასიური წვიმები, ცუნამები, წყალდიდობები და მიწისძვრები ატყდებათ თავს.

   კლიმატოლოგების პროგნოზის საწინააღმდეგოდ, უკანასკნელ წელიწადში ოკეანისა და ატმოსფეროს ტემპერატურამ მრავალ ქვეყანაში რეკორდულ სიდიდეს მიაღწია (გავიხსენოთ საქართველოში გასულ ზაფხულს განვითარებული მოვლენები: გვალვა კახეთსა და სხვა რეგიონებში).

   პლანეტის თბილი ჰაერის ებერგო მოცულობა სწრაფი ტემპით იზრდება, რის გამოც ერთი მიმართულებით ცხელი ჰაერის, ხოლო საპირისპირო მხარეს - ცივი და ნესტიანი ჰაერის მასების მოზავება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ჰაერის მასების სისწრაფე თანდათან მძლავდრება. დღეს უკვე დედამიწის სხვადასხვა კუთხეს ქარიშხალი ატყდება თავს.

 

 

დედამიწა მზეზე გაემგზავრა

 

   და მაინც რა არის კლიმატის კატასტროფული ცვლილებების მთავარი მიზეზი? რუსმა მეცნიერმა ვ. შაბეტკინმა განაცხადა: „დედამიწა მზეზე გაემგზავრა". მისი აზრით, პლანეტებსა და ვარსკვლავებს ელექტრომაგნიტური ბუნება, მზეს - დადებითი, ხოლო დედამიწას უარყოფითი მუხტი გააჩნია. ამიტომაც ტრიალებს დედამიწა მნათობის ირგვლივ, ორბიტაზე კულონის ძალით შეკავებული. მაგრამ ოზონური ხვრელების გაჩენის შემდეგ დედამიწაზე ულტრა-რეტგენურმა სხივებმა მოაღწია, რომელსაც აკავებდა ატმოსფერული „ფარი". ამის გამო პლანეტის ირგვლივ ჰაერის იონიზაციამ მოიმატა, რამაც დედამიწის მზისკენ მიზიდულობა გაზარდა. ასტრონომების აზრით, მისი რადიუსი 3,6 მილიონი კილომეტრით, ე.ი. 2,4%-ით შემცირდა.

   აი, რა არის კლიმატის კატსტროფული ცვლილებების მიზეზი მეცნიერების აზრით. მართლმადიდებელი ქრისტიანი კი მიზეზებს ბევრად უფრო ღრმად, კერძოდ, კაცობრიობის უზნეო ცხოვრებაში ხედავს.

   მეცნიერები მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებს ყოველგვარი ბირთვული აფეთქების შეწყვეტისაკენ მოუწოდებენ, რადგან ამ ცდების გაგრძელების შემთხვევაში დედამიწაზე ცოცხალ არსებებს განადგურება ელოდება. მართლმადიდებელი ეკლესია ჭეშმარიტებისა და სიწმინდის დაცვისაკენ მოუწოდებს კაცობრიობას, რადგან ამგვარი შეუქცევადი კლიმატური პროცესების განვითარება აპოკალიფსური ჟამის მოახლოებაზე გვაფიქრებინებს. დღეს უკვე არც თუ ისე რთული წარმოსადგენია, თუ რა მოვლენები განვითარება მომავალში მსოფლიოში, რადგან კაცობრიობა დღეს, როგორც არასდროს, დაშორებულია ღმერთს და ლოგიკური შედეგი ყოველივე ამისა მაცხოვრის, იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის დღეს იქნება.

 

 

მოამზადა დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება