მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წერილები სულიერ შვილებს - წმ. თეოფანე დაყუდებული

წერილები სულიერ შვილებს - წმ. თეოფანე დაყუდებული


12-01-2018, 00:02

წერილები სულიერ შვილებს - წმ. თეოფანე დაყუდებული

 

   „ღმერთი არავის მიატოვებს, მისთვის ყველა შვილია, მას არ ჰყავს გერები, ტკივილი და უძლურება - ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ გვეგზავნება".

   „ყურადღება მიაქციეთ იმას, რა ხდება გულში და რა გამომდინარეობს მისგან - აი, ქრისტიანული ცხოვრების მთავარი საქმე".

   „თვითმაამებლობა და თვითშებრალება მოწმობენ იმაზე, რომ გულში ბრძანებლობს „მე" და არა ღმერთი".

   „ეგოიზმი უნდა მოკლა. თუ თავად არ იზამთ ამას, ღმერთი უროს უროზე (წარუმატებლობებს) გამოგიგზავნით, რომ დაფშვნას ეს ლოდი".

   „ულმობელობა საკუთარი თავის მიმართ, სხვისთვის ყოველგვარი საქმის შესასრულებლად, დასახმარებლად მზადყოფნა და მთლიანად თავის მიძღვნა ღვთისადმი - აი, სულიერი ცხოვრების ძირი".

   „როცა იგრძნობ განსაკუთრებულად ღვთის მადლს, ყურადღებით იყავი, ელოდე ყოველი მხრიდან შემოტევას, ყველაზე საშიში ამ დროს თვითშექების თავდასხმაა. შეკრიბე შენი ცხოვრებიდან ყველაფერი, რაც სინდისს გქენჯნის და ამით წინ აღუდექი ბოროტს. თვითშექებასა და თვითშეფასებას მოსდევს სხვა მძიმე ცოდვები. ყოველივესაგან დაგიფაროთ უფალმა".

   „თქვენ ქველმოქმედების ღვაწლში ხართ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ეს ყველაზე რთული და შფოთით სავსე საქმეა, თუმცა ყოველთვის თან ახლავს ღრმა ნუგეში. რომელიღაც საღებავია, რომლის ვის შესახებ ამბობენ, ისე ღრმად შედის საგანში, რომ რჩება საუკუნოდო. ასე ღებავს, ამშვენიერებს სულს ქველმოქმედება! მასში ყველაზე მეტად აირეკლება ღვთისმოსაობის შუქი. ღმერთმა გიშველოთ!"

   „ყველაფერი უნდა მიიღოთ ღვთის ხელიდან და ყველაფრისათვის უნდა მადლობდეთ უფალს. კეთილი ინებეთ და ეს გულში ჩაიწერეთ. პირველ რიგში, ამაში უნდა დარწმუნდეთ. გადახედეთ თქვენს ცხოვრებისეულ შემთხვევებს - და ყველაფერში დაინახავთ ღვთის კეთილისმყოფელ განგებას და მადლობას აღუვლენთ მას".

   „ღმერთმა გამოგიგზავნათ ავადმყოფობა. მადლობა უფალს, რადგან ყველაფერი რაც მისგანაა, ჩვენს სასიკეთოდაა.

   თუ გრძნობთ და ხედავთ, რომ თვითონ ხართ დამნაშავე, შეინანეთ, რომ არ მოუფრთხილდით ღვთისაგან ბოძებულ ჯანმრთელობას. იმასაც დაუფიქრდით, რომ შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი, ავადმყოფობაც და შეჭირვებაც მადლობით მიიღეთ ღვთისაგან.

   ავადმყოფობა ამშვიდებს, ამდაბლებს ადამიანს, სულს კი უმსუბუქებს ამსოფლიურ სიმძიმეს.

   გამოჯანმრთელებისათვის ლოცვა ცოდვა არაა, მაგრამ აუცილებლად უნდა დაუმატოთ: იყვან ნება შენი უფალო! სრული მინდობა, ღმრთისადმი მორჩილება, გამოგზავნილი განსაცდელის სიმდაბლით მიღება სულს სიმშვიდეს აძლევს, ღმერთი შეგიბრალებთ და იგი ან გამოგაჯანმრთელებთ ან განუგეშებთ, მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა".

   „ღვთის წყალობით, ჩვენს სულს ეძლევა ძალა, წინ აღუდგეს ხორცსა და სულის მიწიერ მიდრეკილებებს. უყურადღებობა იწვევს იმას, რომ ბოროტი ახერხებს გაგართოთ ამსოფლიური საზრუნავით.

   ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა სიკვდილზე, განკითხვის დღეზე და ჩვენს სამუდამო სამყოფელზე ფიქრი. ეცადეთ წარმოიდგინოთ საკუთარი თავი მომაკვდავის მდგომარეობაში, თუ როგორ წარსდგებით სამსჯავროზე. ვფიქრობ, ასეთ დროს ყველა ამაო ფიქრი განქარდება და დარჩება მხოლოდ შემუსვრილი გული: ო, ღმერთო! გადამარჩინე. განცოცხლდება თქვენში ღვთის შიში.

   გულში მუდამ გქონდეთ სიკვდილზე ფიქრი, წინააღმდეგ შემთხვევაში მასში აღმოცენდება სარეველები - უგრძნობელობა".

   „როგორც ცოცხლებისთვის ვლოცულობთ, განურჩევლად იმისა, სწორად ცხოვრობენ თუ არა, ასევე უნდა ვილოცოთ მიცვალებულებზე იმის გამოუძიებლად, ვინ მართალი იყო და ვინ ცოდვილი. ეს მოყვასის მოვალეობაა. რადგან გარდაცვლილთა ბედი არ ითვლება გადაწყვეტილად საყოველთაო სამსჯავრომდე, ამის გამო ვლოცულობთ ყველასათვის, ღვთის უსაზღვრო მოწყალების იმედით".

   „ეცადეთ არ გქონდეთ უქმად ყოფნის დრო - ეს ყველაზე საუკეთესო წამალია ჩვენი უძლურებისათვის".



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება