მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > სამყაროს აღსასრული

სამყაროს აღსასრული


1-01-2018, 00:04

სამყაროს აღსასრული

 

რატომ უნდა ვისაუბროთ სამყაროს აღსასრულზე? ნუთუ მართლა ბოლო დროში ვცხოვრობთ?

 

   თუმცა ახალი თანამედროვე მწერლებიც კი საუბრობენ აპოკალიფსურ ბოლო ჟამზე. და მართლაც, იმ პრობლემების მიუხედავად, რომლებიც დღეს აწუხებს მსოფლიოს, როგორიცაა: წყლისა და საკვების მარაგის შემცირება, მოსახლეობის გადაადგილება, შეძრწუნებული ამაოებანი, მხედველობიდან არ უნდა გამოგვეპაროს საერთო სურათი იმისა, რაც გარშემო ხდება. ახლა უკვე შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ეს პრობლემები კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი კრიზისის მოახლოების მომასწავებელია, რომელსაც დედამიწაზე ყოველივე არსებულის განადგურება ძალუძს.

   აღსასრულის მაუწყებელი მოვლენები წმინდა წერილის მრავალ ადგილას არის დაწერილი: „რაჟამს მოახლოვდება სამყაროს აღსასრული, მაშინ ჭეშმარიტად დადგება „ჭირი დიდ, რომელ არა იყო დასაბამითგან სოფლისათა ვიდრე აქამდე, და არცაღა ყოფად არს" (მთ. 24, 21) და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძვრანი ადგილ-ადგილ, ომები, დევნა, ცრუ წინასწარმეტყველნი და ცრუ ქრისტესნი და განხმეს სიყვარული მრავალთაი".

   ანტიქრისტეს მეფობის ჟამს ბოროტება და ცრუ რელიგიები აპოთეოზს მიაღწევს. ის მშფოთვარე სამყაროს მშვიდობის მოტანას დაპირდება და ქრისტეს მოსვლის იმიტირებით, იერუსალიმის აღდგენილი ტაძრიდან შეძლებს იბატონოს მსოფლიოზე. მაგრამ მოიძებნებიან ისეთებიც, რომელთაც ის ვერ მოხიბლავს. ამ დროს გამოჩნდებიან ძველი აღთქმის ორი წინასწარმეტყველი - ილია და ენუქი. ისინი ებრაელებსა და დანარჩენ მსოფლიოს ანტიქრისტეს შესახებ უქადაგებენ. ანტიქრისტეს ხანმოკლე ბატონობა ომებითა და არეულობების ჟამს, ჯვრის ნიშნით მოგვევლინება ქრისტე. მაშინ შთანთქვას სამყაროს ცეცხლი განახლებისა. გარდაცვლილთა სხეულები აღსდგებიან საფლავებიდან და სულებთან შეერთებულები წარსდგებიან უფლის სამსჯავროზე.

 

 

მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) 

 

 

ანტიქრისტეს მოახლოების ნიშნები XX საუკუნეში

 

   XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ადამიანების ცნობა შეუძლებელი გახდება. მოაწევს რა ჟამი ანტიქრისტეს ზეობისა, მათ ხორციელი ვნებები დაბინდავენ. იმძლავრებს უწმინდურობა და უკანონობა. გაჭირდება სამყაროს ცნობა. ვეღარ მოხერხდება ქალისა და მამაკაცის ერთმანეთისგან გარჩევა, იმდენად შეურაცხი იქნება მათი სამოსი და ვარცხნილობა. ანტიქრისტეს მანქანება გაამძვინვარებს და გააბოროტებს ხალხს. გაქრება სიყვარული და პატივისცემა მშობლებისა და უფროსებისადმი. პატივმოყვარეობით შეპყრობილნი ქრისტიანი მწყემსები - ეპისკოპოსები და მღვდლები ვეღარ გაარჩევენ სიმართლე-უმართებულობის გზას. შეიცვლება ქრისტიანთა ჩვეულებები და საეკლესიო გადმოცემანი. ადამიანნი შეიძულებენ თავდაბლობას, სიწმინდეს და სიძვა-მრუშობის მორევში დაინთქმებიან. სიცრუე და ანგარება უმაღლეს მწვერვალს მიაღწევს. ვაი მომხვეჭელთ! გახრწნილება, გაცემა, ღალატი, ბნელი საქმეები იმეფებს ხალხში.

   უმძიმესი ბოროტმოქმედებისა და გარყვნილების გამო ადამიანებს მოაკლდებათ წმიდა ნათლობით მიღებული სულიწმიდის მადლი. სინდისის ქენჯნაც მიატოვებს მათ.

 

ღირსი ნილოს მირონმდინარე 

 

 

   ამგვარად „უცნობის საიდუმლო" აშკარა ხდება და მომავალი „მსოფლიო მეფის" მიზნები უკვე დასახულია. ის კაცობრიობისათვის საერთო რელიგიას შექმნის და გაანადგურებს ყველას, ვინც მას არ მიიღებს. ცხადია, რომ ეს რელიგია უფალ იესო ქრისტეს გარეშე იქნება და ისინი, ვინც ქრისტეს ერთგულნი დარჩებიან, სასიკვდილოდ იქნებიან განწირულები. ეს ცრუმისია, როგორც ჩანს, თავის მოღვაწეობას ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციაში დაიწყებს. თავისი „კაცთმოყვარეობის" წყალობით ის მთელი მსოფლიოს სიმპათიას მოიპოვებს, ხოლო გაერთიანებული კაცობრიობის „ერთადერთ მეუფედ" გახდომის შემდეგ ის მხეცად, ცოდვის ადამიანად, წარწყმედის ძედ შეიქმნება.

   მზადება დამთავრებულია. ყველაფერი დაიწყება მსოფლიოში ამჟამად მოქმედი ფულის ელექტრონული ფულით შეცვლით. ერთადერთი მოწმობა - ელექტრონული ბეჭედი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე იქნება დასმული.

   ბელგიაში უკვე შექმნილია გიგანტური კომპიუტერი, რომელშიაც მსოფლიოს ყველა ადამიანის მონაცემებია დაცული. კომპიუტერის სახელია „მხეცი".

   რიცხვი 666 უკვე შემოსულია ცხოვრებაში. მთავარ ფირმებს, რომლებიც იარაღს აწარმოებენ ამერიკაში, ისრაელში კი ყველა ავტობუსსა და მსუბუქ ავტომანქანას ეს ნომერი აქვთ.

 

მამა ანტონი (დიდი ბრიტანეთი) 

 

 

   მამაოს (მამა ლავრენტი) უყვარდა თავის საყვარელ შვილებთან უკანასკნელ დღეებზე საუბარი. ის მათ აფრთხილებდა ანტიქრისტეს მოახლოების შესახებ და ამბობდა: „აი, ახლაც კენჭს ვუყრით, მაგრამ ეს არაფერია, ეს არ არის მსოფლიოში ერთის არჩევა, ხოლო თუკი ერთის არჩევაზე მიდგება საქმე - ეს უკვე სწორედ ის არის და ხმის მიცემა არ შეიძლება.

   კიდევ ამბობენ, ისეთი ომი იქნება, გამოქვაბულების გარდა ვერსად ვერავინ ვერ გადარჩება. გაუთავებელ ბრძოლებში მხოლოდ ორი ან სამი სახელმწიფო დარჩება და იტყვიან: მოდით ავირჩიოთ მთელი სამყაროსთვის ერთი მეფე. ბოლო დროს ჭეშმარიტ ქრისტიანებს გადაასახლებენ. მოხუცები და უძლურები კი აუცილებლად უნდა გაყვნენ მათ რათა გადაირჩინონ სული".

 

 

ანტიქრისტეს გამეფება

 

   მამაო ხშირად საუბრობდა ანტიქრისტეზე. ის ამბობდა: „მოვა დრო, როდესაც დედამიწაზე ერთი მეფისათვის ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ. იქნება ადამიანთა მკაცრი აღწერა. შევლენ სახლში, სადაც ცოლი, ქმარი და ბავშვები არიან. და აი, ცოლი დაიწყებს მეუღლის დარწმუნებას: „მოდი, მოვაწეროთ ხელი, ჩვენ ხომ შვილები გვყავს, მაშინ უსაფრთხოდ ვიქნებით". მეუღლე კი უპასუხებს: „ძვირფასო, შენ როგორც გსურს, მე კი მოვკვდები და ანტიქრისტეს გამეფებაზე თანხმობას ვერ მივცემ".

   მოვა დრო - ამბობდა მამა ლავრენტი, - როცა უმოქმედო ტაძრებსაც შეაკეთებენ. მოაწყობენ არამარტო გარეგნულად, არამედ შიგნითაც. ტაძრისა და სამრეკლოს გუმბათებს ოქროთი შეამკობენ და როდესაც ყველაფერს დაასრულებენ, დადგება ანტიქრისტეს მეფობის პერიოდი.

   ილოცეთ, რათა უფალმა გაახანგრძლივოს ეს დრო, რამეთუ საშინელი ჟამი მოგველის, ხედავთ, როგორ მზაკვრულად მზადდება ყველაფერი: ტაძრები ისე მშვენიერნი იქნებიან, როგორც არასდროს, მაგრამ შეუძლებელი იქნება იქ შესვლა.

   ანტიქრისტეს მეფედ კურთხევა იერუსალიმის დიდებულ ტაძარში მოხდება, სასულიერო პირებისა და პატრიარქის მონაწილეობით. მიმოსვლა ყველასთვის თავისუფალი იქნება, მაგრამ ერიდეთ გამგზავრებას, რადგან ყველაფერი ადამიანთა მოსახიბლავად იქნება გაკეთებული. ანტიქრისტე მეძავი ქალის შვილი იქნება. ის სიყრმიდანვე გამოირჩევა თავისი ნიჭიერებით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც თორმეტი წლის ასაკში, დედასთან ერთად ბაღში მოსეირნე, უფსკრულიდან ამომავალ ეშმაკს შეხვდება, რომელიც მასში შევა. ყმაწვილი შიშისაგან შეკრთება, მაგრამ ეშმაკი ეტყვის: „ნუ გეშინია, მე ვიქნები შენი შემწე".

   სწორედ ამ ყრმისგან, ადამიანის სახით მოგვევლინება ანტიქრისტე, მეფედ კურთხევისას ის ხელთათმანებში იქნება და როცა პირჯვრის გადასაწერად გახდიან, პატრიარქი შენიშნავს, რომ თითებზე ფრჩხილების ნაცვლად ბრჭყალები აქვს. ეს უკანასკნელი დასტური იქნება იმისა, რომ ის ანტიქრისტეა. გარდა ამისა, მრწამსის სიტყვების მოსმენისას, ის უფლებას არ მისცემს სწორად წაიკითხონ ადგილი, სადაც იესო ქრისტე ძე ღვთისად არის მოხსენიებული. ანტიქრისტე უარყოფს მაცხოვარს და აღიარებს მხოლოდ საკუთარ თავს. პატრიარქი შესძახებს, რომ ის ანტიქრისტეა - ამისათვის მას მოკლავენ.

   ტაძრები იქნება, მაგრამ მართლმადიდებლები ვერ შევლენ შიგნით, რადგან ის იესო ქრისტეს უსისხლო მსხვერპლი კი არ შეიწირება, არამედ სატანური შეკრება იქნება მხოლოდ.

   ასეთი უკანონობის გამო მიწა ნაყოფს აღარ გამოიღებს. გვალვისაგან დასკდება. იმდენად დიდი ნაპრალები წარმოიშვება, რომ შესაძლოა ადამიანი ჩავარდეს. ქრისტიანებს ან დახოცავენ, ან უდაბნო ადგილებში გადაასახლებენ. მაგრამ უფალი შეეწევა თავის მიმდევრებს. ზოგიერთი ებრაელი, რომელიც ჭეშმარიტად მოსეს მცნებებით ცხოვრობდა, არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს. ისინი დაელოდებიან, თვალყურს მიადევნებენ მის ქცევებს. მათ იციან, რომ მათმა წინაპრებმა არ აღიარეს ქრისტე მესიად. ღვთის ნებით მათ თვალები აეხილებათ და სატანის ბეჭედს არ მიიღებენ. ქრისტეს აღიარებენ და მის სასუფეველს დაიმკვიდრებენ, ხოლო სუსტნი სატანას მიემხრობიან და როდესაც მიწა ნაყოფს აღარ გამოიღებს, მაშინ მოაკითხავენ მას პურის სათხოვნელად, რაზედაც ის უპასუხებს: „მიწა არ გვაძლევს პურს, მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია". მდინარეები და ტბები დაშრება და აღარ იქნება არც წყალი. ეს უბედურება სამნახევარი წელი გაგრძელდება. უფალი მხოლოდ რჩეულთათვის შეამოკლებს ამ დღეებს.

 

 

მაშ ყველა დაიღუპება?

 

   არა. მორწმუნეები სისხლით განიბანებიან და მოწამეებად შეირაცხებიან, ხოლო ურწმუნონი ჯოჯოხეთში მოხვდებიან. ჯერ კიდევ იქნებიან ძლიერი მებრძოლები, ბურჯნი მართლმადიდებლობისა. მათ ძლიერ შეეწევათ გულმხურვალე იესოს ლოცვა. ყოვლადძლიერი უფალი დაიფარავთ. ისინი არ იხილავენ იმ ცრუ სასწაულებს, რომლებიც ყველასათვის იქნება გამზადებული.

   „თქვენ კი, უფრო მეტი ილოცეთ, მანამ არის საშუალება, იარეთ ეკლესიაში. განსაკუთრებით კი ლიტურგიაზე, სადაც უსისხლო მსხვერპლი შეიწირება მთელი ქვეყნიერების ცოდვების გამო. ხშირად აღიარეთ ცოდვები, ეზიარეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და უფალი გაგაძლიერებთ".

 

 

სქეარქიმანდრიტი ლავრენტი (ჩერნიგოველი) 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება