მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ყრმათა საკითხავი - ბაბუა და შვილიშვილი

ყრმათა საკითხავი - ბაბუა და შვილიშვილი


29-12-2017, 00:03

 

   ქვეყანაზე ცხოვრობდა ერთი ძალიან მოხუცი კაცი. მას თვალთ აკლდა, მუხლები უკანკალებდა და ყურებშიც ცუდად ესმოდა. როცა მაგიდასთან იჯდა, კოვზს დიდი გაჭირვებით იჭერდა, პირს აცილებდა და შეჭამანდს იატაკზე ღვრიდა. შვილი და რძალი ზიზღით უყურებდნენ. ერთხელაც მოხუცს ოთახის კუთხეში მიუჩინეს ადგილი და მას შემდეგ იქ მიჰქონდათ საჭმელი თიხის ჭურჭლით. მოხუცს ხშირად ეცრემლებოდა თვალი და დაღონებული იყურებოდა ხოლმე მაგიდისაკენ, სადაც საჭმელი იყო დალაგებული. ერთხელაც ჯამი, რომელსაც მოხუცი ძლივს იჭერდა, გაუვარდა და გატყდა. ახალგაზრდა რძალმა საყვედურებით აავსო მოხუცი. მამამთილმა არაფერი უპასუხა, მაგრად ამოიოხრა და თავი ჩაქინდრა. მას შემდეგ მას ხის ჯამი უყიდეს და შემდეგ იგი ამ ჯამიდან იკვებებოდა.

   გავიდა რამდენიმე დღე. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ხედავს, რომ მათი ოთხი წლის შვილი იატაკზე ზის და ფიჩხებისაგან რაღაცას აწყობს.

   - რას აკეთებ? - შეეკითხა მას მამა.

   - ყუთს - უპასუხა პატარამ - რათა აქედან მამიკოს და დედიკოს ვაჭამო, როცა დაბერდებიან.

   ცოლ-ქმარმა უხმოდ გადახედა ერთმანეთს, შემდეგ ატირდნენ და იმ დღიდან მოხუცს ისევ მაგიდასთან სვამდნენ.

   მას შემდეგ მას უხეშად არასდროს მოქცევიან.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია

 

 


უკან დაბრუნება