მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 7 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება მართალ ტაბითასი (I)

7 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება მართალ ტაბითასი (I)


6-11-2021, 16:15

7 ნოემბერი (ახ. სტ.) - ხსენება მართალ ტაბითასი (I)

 

   მართალი ტაბითა, როგორც „საქმე მოციქულთა" მოგვითხრობს, ცხოვრობდა ლიდიაში და „სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა". მოულოდნელად ნეტარი მძიმედ დასნეულდა და მოკვდა. იმჟამად ლიდიაში პეტრე მოციქული ქადაგებდა. მართლმორწმუნეებმა ხალხი მიავლინეს წმინდა პეტრესთან და მდაბლად შესთხოვეს: „ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე". როცა პეტრე მივიდა, ქვრივები ტირილით „უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა". მაშინ მოციქულთა თავმა ყველას გარეთ გასვლა უბრძანა, ცხედართან მუხლი მოიყარა, მხურვალედ ილოცა, შემდეგ კი გვამს მიუბრუნდა და თქვა: „ტაბითა, აღდეგ!" მიცვალებულმა თვალები აახილა და პეტრეს დანახვაზე წამოჯდა. წმიდა მოციქულმა მოუწოდა შემოკრებილ ქრისტიანებს და „წარუდგინა იგი ცოცხალი". ეს სასწაული მთელ ქალაქში გახმაურდა და მრავალმა ირწმუნა განკაცებული მაცხოვარი (საქმე; 9, 36-42).

 

   

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება