მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა ეგნატი ღმერთშემოსილი

წმიდა ეგნატი ღმერთშემოსილი


8-03-2014, 00:20
წმიდა ეგნატი ღმერთშემოსილი
 
 

   „ერთი ღმერთი არს ყოველთაი, უშობელი იგი მამაი; და ერთი მხოლოდშობილი ძე ღმრთისაი, ღმერთი სრული და კაცი; და ერთი ნუგეშინისმცემელი იგი, სული ჭეშმარიტებისაი; და ერთი ქადაგებაი და ერთი სარწმუნოებაი და ერთი ნათლისღებაი; და ერთი ეკლესიაი, რომელი დააფუძნეს წმიდათა მოციქულთა კიდითგან ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა სისხლითა ქრისტესითა და თვისითა შრომითა და ოფლითა და თქუენდაცა ჯერ-არს, რაითა ვითარცა ერი საზეპუროი და ნათესავი წმიდაი, სამღდელოი და სამეუფოი, ყოველსავე ქრისტეს მიერ ერთობით აღასრულებდეთ" („ეპისტოლე ფილადელფელთა მიმართ" [5, გვ. 571]).

 

* * *

    „ისწრაფდით, რაითა უგულისმოდგინესადრე შეჰკრბებოდით მადლობად ღმრთისა და დიდებისმეტყველებად. რამეთუ რაჟამს ზედაისზედა ერთბამად შეჰკრბებოდით - დაემხობიან ძალნი სატანაისნი და განხურვებულნი; იგი მის მიერ ისარნი ცოდვისანი უქმად უკუნ-იქცევიან, მართლუკუნ. რამეთუ ერთობაი იგი თქუენი და ზოგადი სარწმუნოებაი მომსპოლველ და მომსრველ მისა იქმნების და მისთა მათ ეშმაკთა თანაშემწეთა მისთა, უღმრთოთა მტანჯველ და დამწუველ" („ეპისტოლე ეფესელთა მიმართ" [5, გვ. 614]).

 

* * *

    „ქრისტიანე რაჟამს საძულელ იქმნეს სოფლისაგან, მაშინ საყუარელ იქმნების ღმრთისა, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „უკუეთუმცა სოფლისა ამისგან იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; ხოლო აწ არა ხართ სოფლისა ამისგან, არამედ მე გამოგირჩიენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა". (იოანე 15.19,9) (ეპისტოლე ჰრომაელთა მიმართ" [5, გვ. 620]).

                                                                           

* * *

   „ნუ სცთებით ძმანო, რამეთუ უკუეთუ ვინმე განმბრძარველსა და განწვალებულსა ჭეშმარიტებისაგან შეუდგეს, სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდროს. და უკუეთუ ვინმე ტყუვილისა მეტყუელსა ქადაგსა არა განეშოროს, გეჰენიასა შინა დაისაჯოს. რამეთუ არაცა მწვალებელთა ჯერ არს შეერთებაი და არცა მართლმადიდებელთაგან განშორებაი.

უკუეთუ ვინმე მწვალებელითა გონებითა ვიდოდის, ეგევითარი-იგი არა არს ქრისტესი, არცა ზიარი ვნებათა მისთაი, არამედ მელი განმრყუნელი ქრისტეს ვენახისაი (ქებ. 2.15). ესევითარსა მას ნუ თანააღერევით, რათა არა წარწყმდეთ მის თანა; გინა თუ მამა იყოს, გინა თუ ძე, გინა თუ ძმა, გინა თუ მეგობარი (1 კორ. 5.11). რამეთუ თქმულ არს, ვითარმედ „არა ჰრიდოს მას თუალმან შენმან" (2 სჯ. 13. 6,8) („ეპისტოლე ფილადელფელთა მიმართ" [5, გვ. 572]).

 

 

                                              


უკან დაბრუნება