მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჰომოსექსუალიზმის თავსმოხვევა "ოვერტონის თეორიის" მიხედვით
ჰომოსექსუალიზმის თავსმოხვევა "ოვერტონის თეორიის" მიხედვით22-09-2017, 00:02 |
წმინდა მამათა სწავლების თანახმად, ცოდვა ეტაპობრივად ვითარდება ადამიანში. თავდაპირველად ის თითქოს შეუმჩნეველი და უმნიშვნელოა, მაგრამ სულში მისი ვერაგული ზემოქმედების ფორმები მოხერხებულადაა შენიღბული. ამიტომ, თუ დროულად არ იქნა წარმოჩენილი ცოდვის საწყისები, ის ძლიერდება, ვითარდება და მყარ ფესვებს იდგამს ადამიანში. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ცოდვა მეორე ბუნებად ყალიბდება. ამ მდგომარეობიდან თავდაღწევა მხოლოდ ხანგრძლივი მოღვაწეობითაა შესაძლებელი. ცოდვა სხვადასხვა სახით ვითარდება. მისი ფორმები იმდენად დახვეწილია, რომ სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი ადამიანი, ლაოდიკიელი, ძნელად ხვდება, ძნელად იგებს მის ქმედებებს. როგორც წესი, ცოდვისმიერი თეორიები თანამედროვე ადამიანის ეგოცენტრულ ფსიქოლოგიაზეა დაფუძნებული და აგებული - ცოდვას ისეთი ცბიერებით სთავაზობენ, აწვდიან, რომ პროცესი ლოგიკურობის ფარგლებს არ სცილდება და ადამიანი ვერც კი ხვდება, როგორ ვარდება ამ მდგომარეობაში. ამასთან, ცოდვას მეცნიერული ელფერი ეძლევა, თითქოს ეს მართლაცდა ცოდვა კი არა, კაცობრიობის ისტორიაში ჩვეულებრივი, ნორმალური, მაგრამ დავიწყებული მოვლენა იყოს. ერთ-ერთი ასეთი "მეცნიერული" თეორიისა და მისი განვითარების შესახებ ვისაუბრებთ. ეს გახლავთ "ოვერტონის ფანჯრის" თეორია. ოვერტონის ფანჯარა (იგივე დისკურსის ფანჯარა) არის თეორია, კონცეფცია, რომლის მიხედვითაც მაღალზნეობრივი საზოგადოების ცნობიერებაშიც შეიძლება ნებისმიერი იდეის დანერგვა. ეს მიიღწევა თანმიმდევრული მოქმედების მეშვეობით, რომელიც საკმაოდ მკაფიო ნაბიჯებს ითვალისწინებს. ქვემოთ დეტალურად შევჩერდებით თითოეულ მათგანზე. თეორიის სახელწოდება უკავშირდება ფუძემდებლის გვარს - ჯოზეფ ოვერტონმა გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩამოაყალიბა მოცემული კონცეფცია. ამით ამერიკელმა სოციოლოგმა მოგვცა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საშუალება. არსებითად, ეს გახლავთ ტექნოლოგია ცოდვის განვითარების აღწერისა, რაც ოდითგანვე არსებობდა. უბრალოდ ოვერტონმა მას კონკრეტული ფორმა და მათემატიკური სიზუსტე შესძინა. განვიხილოთ ოვერტონის ფანჯრის ფაქტობრივი შესაძლებლობები. ამ თეორიის დახმარებით ყველაზე ორთოდოქსული საზოგადოების ცნობიერებაშიც კი შეიძლება დაინერგოს ესა თუ ის იდეა. მხოლოდ თანმიმდევრული ქმედებების დაცვაა საჭირო და ნებისმიერი (მათ შორის მიუღებელი) იდეაც კი შესაძლოა ნორმად ვაქციოთ. მაგალითად, ჰომოსექსუალუზმი - ის წინა საუკუნეებშიც არსებობდა და სულ ცოტა სამარცხვინო რამედ მაინც მიიჩნეოდა. მაგრამ XX-ის მეორე ნახევარსა და XXIს-ის დასაწყისში საზოგადოებას შეეძლო რეალურად ენახა, როგორ მოქმედებდა "ოვერყონის ფანჯარა". ჯერ მასმედია ააჭრელა მრავალრიცხოვანმა პუბლიკაციამ იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალიზმი, თუნდ ნორმიდან გადახრად მივიჩნიოთ, მაინც ბუნებრივია. ჩვენ ხომ არ განვსჯით უჩვეულო სიმაღლის ადამიანებს, რადგან მათი ზრდა გენეტიკითაა განპირობებული. იგივე ხდებაო ჰომოსექსუალური მიდრეკილებების შემთხვევაშიც, წერდნენ ჟურნალისტები. შემდეგ აიტაცეს მრავალზე მრავალი ე.წ. გამოკვლევა. თითოეული ამტკიცებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი სრულიად ბუნებრივია, თუმცა ადამიანის ცხოვრებისთვის უჩვეულოა. გადიოდა წლები, ოვერტონის დისკუსიის ფანჯარა კი თავის დანიშნულებას ასრულებდა. მალე გაირკვა, რომ კაცობრიობის კულტურის მრავალი გამოჩენილი წარმომადგენელი ერთნაირსქესიანთა ურთიერთობის მომხრეა. ამის შემდეგ მასმედიაში ბევრმა პოლიტიკოსმა, შოუვარსკვლავმა და სხვა ცნობილმა ადამიანებმა აღიარეს, რომ... ჰომოსექსუალისტები არიან. საბოლოოდ, "ოვერტონის თეორიამ" გასაოცარი სიზუსტით იმუშავა - ის, რაც ჯერ კიდევ 50 წლის წინათ წარმოუდგენელი იყო, დღეისთვის ნორმა შეიქნა. ახლა მრავალ განვითარებულ ქვეყანაში ჰოლოსექსუალიზმი მარტო ნორმად კი არა, პრესტიჟულ საქმედაც კი მიიჩნევა. ადამიანმა შეიძლება გაიმარჯვოს გრანდიოზულ მსოფლიო შოუში არა იმიტომ, რომ დიდი ტალანტია, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გარეგნობა, ე.წ. იმიჯი იდეალურად ეხამება "ოვერტონის ფანჯრის" ერთ-ერთ ეტაპს. ოვერტონის ფანჯარა იყოფა ეტაპებად, (სულ არის 6 საფეხური). თითოეული ეტაპის გავლა ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი აზრი უმტკივნეულოდ იცვლება სრულიად საწინააღმდეგო აზრით. 1) პირველი ნაბიჯი: წარმოუდგენელია! ცხადია, საზოგადოების პირველი რეაქცია ჰოლოსექსუალიზმის მიმართ მკვეთრად უარყოფითია. მას ამაზრზენად მიიჩნევენ. მაგრამ, თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სისტემატურად, სხვადასხვა კუთხით ისაუბრებენ ამ თემაზე, ადამიანები ქვეცნობიერად ეჩვევიან თავად ფაქტს, ვით არსებულს, ვით მოცემულობას. თავდაპირველად არც არავინ გეტყვით მიიღოთ ის, როგორც ნორმა. მაგალითად: მასმედიის მიერ ვრცელდება ინფორმაცია ჰომოსექსუალებზე. მათ ადარებენ სხვა, რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლებს, ვთქვათ, ნეონაცისტებს. ყალიბდება აზრი, რომ ჰომოსექსუალიზმი სახიფათოა მოზარდი თაობებისათვის, მაგრამ ის არც ისეთი საშიშია, როგორც ნეონაცისტები, ან ტერორისტები. ჰომოსექსუალები რეალურად არსებობენ, ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ. შედეგად, ტაბუ მოხსნილია, პირველი საფეხური - გადალახული. 2) მეორე ნაბიჯი: რადიკალურია. უკვე აღნიშნულ თემაზე საუბარი დაშვებულია, ტაბუ მოხსნილია, მაგრამ ჰომოსექსუალიზმის იდეა კვლავინდებურად მიუღებელია მოსახლეობისათვის. პერიოდულად, ამა თუ იმ გადაცემაში გვესმის ულტრამემარცხენე გამონათქვამები ამ თემაზე, თუმცა ყოველივე ეს ცალკეული ფსიქოპატის რადიკალურ ბოდვად აღიქმება. მაგრამ... ისინი უკვე ხშირად ჩნდებიან ეკრანზე, საზოგადოება თვალს ადევნებს მსგავს "რადიკალთა" ჯგუფების მოძლიერებას. ისინი მართავენ "სამეცნიერო სიმპოზიუმებს", სადაც ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში. განიხილება სხვადასხვა ისტორიული პრეცენდენტები. გამოიყენება უფრო დახვეწილი ტერმინები, მაგალითად, არა სოდომისტი, არამედ "გეი", არა პედოფილი, არამედ "ბავშვთმოყვარე" და ა.შ. ე.ი. ასეთ ადამიანთა არსებობა ცნობილი ხდება ფართო მასებისათვის და ისინი უკვე, არც თუ ისე მიუღებლები ჩანან. ამრიგად, საზოგადოება მზადაა შემდეგი ეტაპისათვის. 3) მესამე ნაბიჯი: მისაღებია. მესამე საფეხურზე ეს იდეა მისაღებ რანგში განიხილება: თემა ხომ დიდი ხანია მსჯელობის საგნად იქცა. უკვე ყველა მიეჩვია მის მოსმენას ან მასზე რაიმე აზრის გამოთქმას. მოხშირებულია რეპორტაჟები იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალები აპირებენ აღლუმების ჩატარებას და ა.შ. სულ უფრო ხშირად გვაგონებენ, რომ მსგავსი მიდრეკილება გენეტიკურად დევს ადამიანში, რომ ის სამახასიათებელია მისთვის და სავსებით ნორმალურია. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანთა შეხედულებები კი უარყოფითად, ვით ჩამორჩენილებისა და ფანატიკოსებისა, ვით უმცირესობათა მოძულეებისა თუ ჰომოფობებისა, ისე განიხილება. 4) მეოთხე ნაბიჯი: გონივრულია. თოქ-შოუების მეშვეობით ვრცელდება მრავალი ინფორმაცია ასეთ თემებზე: "იცით, ესა და ეს მუსიკოსი (თუ რომელიმე სხვა პროფესიის გამოჩენილი პიროვნება) "გეია" (მაგ. ელტონ ჯონი). ადამიანები ისეთები უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან. თქვენ ხომ მოგწონთ მათი შემოქმედება?" და მისთ. ყალიბდება აზრი: ბოლოს და ბოლოს, თუ ბოროტად არ იყენებენ თავიანთ მიდრეკილებებს, ეს ხომ მათი ცხოვრებაა და სავსებით დასაშვები რეალურ ცხოვრებაში. გასართობ გადაცემებში ჩართულია ათასგვარი სიუჟეტი ამ თემატიკაზე. ადამიანები უკვე ღიმილით ხვდებიან მსგავს სიუჟეტებს, როგორც რაღაც ყოფითს, ბუნებრივს, თუმცა ოდნავ უცნაურს. პრობლემა მრავალწახნაგოვანი ხდება. საზოგადოებაში ეწყობა დისკუსიები ჰომოსექსუალიზმის დასაშვებობისა თუ დაუშვებლობის შესახებ. უკვე განიხილება მისი დაკანონების საკითხიც. (როგორც ეს განხორციელდა ევროპის მრავალ ქვეყანაში). 5) მეხუთე ნაბიჯი: სტანდარტულია. ყოველივე ამის შემდეგ ყოველდღიურ სტანდარტამდე მივდივართ. მასების ცნობიერებაში იქმნება აზრი, რომ ტოლერანტობის პრინციპი ჰომოსექსუალების მიმართ ლოიალობას გვავალდებულებს. დაახლოებით ასეთი პოზიცია მკვიდრდება: "მე თავად არ ვარ ასეთი, მაგრამ ჩემთვის სულერთია, ვინ რას აკეთებს, როგორ ცხოვრობს". ტელე - ინტერნეტ სივრცე მთლიანად გაჯერებულია ამ თემებზე მსჯელობით. საბოლოოდ, მასმედიაში ეს საკითხი პირველ პლანზე გადადის - "ჰომოსექსუალიზმი ჩვენს დროში" და მისთ. თემას ხელსაყრელად იყენებენ პოლიტიკოსები და ბიზნესმენები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპულ ქვეყნებში ეს მოვლენა კულტურის შემადგენელი ნაწილია, რომ არ უნდა აეკრძალოს ადამიანებს ბედნიერი, თავისუფალი ცხოვრება. გაისმის მოწოდებები: მოდით, ჩვენც დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებები. როგორც ვხედავთ, განვითარებადი ქვეყნები "ზემოდან" კარნახით მოქმედებენ. დაუშვებელის, მასმედიის გარდა, საზოგადოებაში ამ სენის დამკვიდრებას ხელს უწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სწორედ "ზემოდან" ფინანსდებიან. 6) მეექვსე ნაბიჯი: პოლიტიკური ნორმა, დაკანონება. ოვერტონის ფანჯრის ფინალური სტადია - შექმნა კანონებისა, რომელიც ჰომოსექსუალიზმის გავრცელებასა და დაკანონებას უზრუნველყოფს. ყოველგვარი პროტესტი სოდომიტების წინააღმდეგ კანონით დაისჯება, ვით პიროვნების თავისუფალი ნებისა და უფლებების შელახვა. საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, სოდომიტების მოწინააღმდეგეთა არანორმალურობის, ფანატიკურობის შესახებ. მათ კაცთმოძულეებად და შეზღუდული გონებრივი მონაცემების პირებად მოიხსენებენ. ამის შემდეგ ჰომოსექსუალთა უფლებების დასაცავად აქციებს, აღლუმებს, ტელეგადაცემებს მოაწყობენ, სადაც პოლიტიკოსები თუ საზოგადოების სხვა გამოჩენილი წარმომადგენლები ძლიერ გაირჯებიან. ჰომოსექსუალთა დაცვის საკითხი სოციალურ უმცირესობათა უფლებების დაცვის უპირველესი თემა გახდება. შედეგად, ვერავინ, ვერც რელიგიური ადამიანები ვერ შეძლებენ ღირსეული წინააღმდეგობის გაწევას. ჰომოსექსუალების უფლებები კანონით იქნება დაცული, ხოლო კანონის დამრღვევები უმკაცრესად დაისჯებიან. "ოვერტონის ფანჯრის" თეორია არ გახლავთ უტოპია. ის ჩვენს თვალწინ ხორციელდება. ექვსივე ნაბიჯის განხორციელების შემდეგ, ნორმალური არანორმალურად, ხოლო არანორმალური ნორმალურად გამოცხადდება.
მომზადებულია /interesnyefakty.org/ okno - overtonal-ს მიხედვით Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |