მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
წმიდა მაქსიმე აღმსარებელი7-03-2014, 00:03 |
კათოლიკე ეკლესიად მართლაღსაარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმან, ოდეს იგი ნეტარებაი მისცა ნეტარსა მოციქულსა პეტრეს და თქუა: „ამას კლდესა ზედა, ესე იგი არს მართლაღსაარებასა, აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 16. 18). („ცხორებაი და მოქალაქეობაი აღმსარებელისა მართლისა სარწმუნოებისაი წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მაქსიმესი" [7, გვ. 76]).
* * * მთავართა რქუეს: (წმიდა მაქსიმეს) „რაი არს უკუე შენ ხოლო სცხონდები და ყოველნი წარწყმდებიანა? მიუგო წმიდამან მაქსიმე: არავინ განიკითხეს სამთა მათ ყრმათა ოდეს იგი ხატსა მას ოქროისასა არა თაყუანი სცეს, რომელსა ყოველნი იგი ერნი თაყუანის სცემდეს; რამეთუ არა სხუათა მათ ერთა საქმესა ხედვიდეს, არამედ ამას ეკრძალებოდეს, რაითა იგინი არა მიდრკენ ჭეშმარიტებისაგან; აწ უკუე მეცა არავის განვიკითხავ, არცა ვიტყვი თუ მე ხოლო ვცხონდები, უფროისად მრავალთა ბრალთა თანამდებ მაქუს თავი ჩემი, გარნა ამას ზედა ვერ მამხილოს გონებამან ჩემმან, თუ სარწმუნოებასა შინა ღმრთისასა ვსცეთი რომელითაცა სახითა. . . . კეთილთა საქმეთა სრულებასა არა ეძიებს ყოველთაგან ღმერთი, არამედ ნაკლულევანებასა სათნოებათასა შეგვინდობს წყალობით, უკუეთუ ოდენ სრულიად არა ცარიელ ვიყვნეთ კეთილთა საქმეთაგან, ვითარცა იტყვის ვითარმედ: „სახლსა მამისა ჩემისასა მრავალ სავანე არიან" (იოანე 14.2); და მოციქული იტყვის: „ვითარცა ვარსკვლავი ვარსკვლავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეთ იყოს აღდგომაი მკუდართაი" (1 კორ. 15. 41-42); ესე სიტყუანი თითო-სახეთა მოქალაქობათათვის თქმულ არიან, რამეთუ რომელნიმე უმეტეს მოღუაწე არიან და რომელნიმე უდარეს, ხოლო სარწმუნოებისა ესე წესი არა არს, არამედ ყოველსა ქუეყანასა მართლაღსარებაი სრული თანააც, რაითა ყოველივე ნაკლულევანებაი არა იყოს; უკუეთუ კნინოდენი შეემთხვიოს ნაკლულევანებაი და განდრეკილებაი სარწმუნოებისაი, ყოველივე წარუწყმედიეს ესევითარსა მას და დაუქცევიეს სული თვისი. ესე ჩემგან შეუძლებელ არს. რაიცა გნებავს ქმენით ჩემ ზედა. მე შემწყნარებელთა წვალებისათა არა ვეზიარები. . . . არცა ვის ხელეწიფების მეფესა გინა მღდელთ-მოძღუარს ახლისა რაისამე შჯულისა სარწმუნოებასა შინა შემოღებად, არამედ რაი იგი პირველითგან წმიდათა მოციქულთა დააწესეს და წმიდათა კრებათა დაამტკიცეს, იოტაი ერთი ანუ ერთი ბეწვი არა შეიცვლების; ხოლო იკადროს თუ ვინმე შეცვალებად, ანუ შემატებად, ანუ დაკლებად, ესევითარსა მას კათოლიკე ეკლესია შეაჩუენებს. . . . რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაი და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხოვრებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ (წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებიდან [7, გვ. 78,80,85,87]).
* * * უფალმან და მაცხოვარმა ჩუენმან არა ეგრე ბრძანა, რაითა გულსა შინა ოდენ გაქუნდეს სარწმუნოებაი, არამედ ესრეთ იტყვის: „რომელმან არა აღმიაროს მე წინაშე კაცთა, არცა მე აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა" (მათე 10.33) და წმიდა მოციქული იტყვის: „გულსა გრწამსცა სიმართლედ და პირითა აღიარებდი საცხორებელად" (რომ. 10.10); რამეთუ „აღ-თუ-იარო პირითა შენითა უფალი იესუ და გრწმენეს გულითა შენითა, ვითარმედ ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით, სცხოვნდე" (რომ. 10.9). აწ, უკუე, ვინაითგან თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე და ყოველნი წინასწარმეტყუელნი და მოციქულნი ესრეთ იტყვიან, რაითა სიტყვით და გონებით და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ საიდუმლოსა მას მართლმადიდებლობისასა, დიდსა მას და დიდებულსა და ყოვლისა სოფლისა განმაცხოვებელსა, არა ჯერ-არს ყოვლადვე დადუმებაი ქადაგებისა მის, რამეთუ არა წარწყმდეს ცხორებაი მათი, რომელნი დუმენ (წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრებიდან [7, გვ. 84]).
უკან დაბრუნება |