მთავარი > დარვინიზმი > დარვინიზმი
დარვინიზმი19-07-2012, 07:23 |
"დარვინიზმმა მაიმუნით დაიწყო და დაამთავრა
"ზეადამიანის" შექმნით, ადამიანის გაღმერთებით". როგორც მოგახსენეთ, ევროპელმა ადამიანმა უკუაგდო ღმერთი ბუნებიდან. შემდეგ მან ყველაფრის: მატერიის, მეცნიერების, ფი-ლოსოფიისა და ბოლოს - ადამიანის გაღმერთება დაიწყო.
მატერიალიზმისა და ათეიზმის იდეებმა, ჩვენდა საუბედუროდ, ყველა სფერო მოიცვა. ბუნებრივად შემზადდა ნიადაგი და სამი საშინელი თეორია გაჩნდა: დარვინიზმი, მარქსიზმი, ნიჰილიზმი.
დარვინიზმზე ვისაუბროთ. ამ მოძღვრების მიხედვით ცხოვრებაში უმთავრესი საკუთარი თავის შენარჩუნება და გადარჩენისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა. ბუნებაში განუწყვეტელი ბუნებ-რივი შერჩევა მიმდინარეობს. არსებობისათვის ბრძოლაში უფრო ძლიერი ორგანიზმები ახერხებენ გადარჩენას, გარემოსთან ნაკლებად შემგუებლები და სუსტები კი იღუპებიან - ასეთ პოსტულატებს ეყრდნობა ინგლისელი ბუნებისმეტყველი.
დარვინი შეპყრობილი იყო იდეით, ეპოვა მექანიზმი, რომელიც სა-ფუძველს ჩაუყრიდა მის ევოლუციის თეორიას. 1871 წელს დარვინმა გამოაქვეყნა წიგნი „ადამიანის წარმოშობა და სქესობრივი გადარ-ჩევა". ამ ნაშრომში იგი ამტკიცებდა, რომ "ადამიანი წარმოიშვა ბან-ჯგვლიანი, კუდიანი, ოთხფეხა მაიმუნისაგან".
დარვინი ექსპერიმენტს ატარებდა, მაგრამ ერთი სახეობის სხვა სახ-ეობად გადაქცევის შესაძლებლობა არ დადასტურდა. მან ვერ და-ანგრია ბიბლიური მარადიულობის ბარიერი.
1908 წელს საფრანგეთში, გათხრების დროს, იპოვეს ადამიანის ჩო-ნჩხი, რომელსაც ეწოდა ნეანდერტალელი, ანუ გარდამავალი ჯიში. მისი გამოსახულება და მაკეტი ვრცელდებოდა ყველგან - წიგნიდან წიგნში, მუზეუმიდან მუზეუმში. მხოლოდ 50 წლის შემდეგ, როცა ჩონჩხი თვიდან შეისწავლეს, ნათელი გახდა, რომ ეს იყო ჩვეუ-ლებრივი ადამიანის ძვლები. მას საერთო არაფერი ჰქონდა ნახე-ვარმაიმუნთან.
1922 წელს ნებრასკის შტატში (ა.შ.შ.), გათხრებისას, აღმოაჩინეს მუდმივი კბილი. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, რომ იგი ეკუთვნის პითეკანტროპის უახლეს ტიპს. 1928 წელს კი გაირკვა, რომ ეს კბილი გარეული ღორისა იყო.
ამრიგად, დარვინის ევოლუციური თეორია მხოლოდ ჰიპოთეზაა. აშკარა მტკიცებულებანი მას არ გააჩნია. კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, ერთი სახეობა მეორეში გადასულიყოს. შეგვიძლია ვილ-აპარაკოთ მხოლოდ სახესხვაობებზე, მაგრამ არა თვისობრივად ახალ სახეობებზე.
დარვინის თეორიის თანახმად, ევოლუციას განაპირობებს სამი პრი-ნციპი - გარემოსთან შემგუებლობა, სახეობებს შორის ბრძოლა და გამრავლების უნარი. სიმართლე კი ის არის, რომ ამ თვისებებით უფრო მეტად ხასიათდებიან არა უმაღლესი, არამედ ყველაზე დაბალი არსებები. ყველაზე ადვილად გარემოს სწორედ ისინი ეგუებიან.
დარვინის „ევოლუციურ თეორიას" სამართლიანად შეიძლება ეწო-დოს ანტიცოდნა. დღეს ის უკვე ღიმილსღა იწვევს სერიოზულ მეც-ნიერებაში.
ჩვენთვის უფრო საინტერესო არის შემდეგი: დარვინის თეორიაზე დაყრდნობამ ტერმინ „ევოლუციის" ფართო გაგებამ მავანს მეტი-სმეტად და ხელოვნურად დააჩქარებინა სამყაროში მიმდინარე გა-რდაქმნები და განვითარების პროცესები.
ევოლუციური სწავლების მიხედვით, კაცობრიობა, როგორც ბიოლ-ოგიური სახეობა და ადამიანი, როგორც მისი კერძო წევრი, პრო-გრესირებს. ეს უნდა აისახებოდეს ფილოსოფიისა და ხელოვნების თანდათანობით განვითარებაზე, აგრეთვე, მეცნიერულ აზროვნებაზე - ტექნიკური ხასიათის გადაწყვეტილებათა მიღების უნარზე და ა.შ.
1860 წელს დარვინის ბიძაშვილმა ფ. გალტონმა დაიწყო ადამიანის რიცხობრივი შეფასება. 1908 წელს შემუშავდა გონებრივი უნარის კოეფიციენტების კონცეფცია. მიიჩნიეს, რომ ადამიანის ინეტლექტს იმთავითვე განსაზღვრავდა რასობრივი წარმომავლობა, მემკვიდ-რეობით მიღებული რესურსები. შესაბამისად შეიძლებოდა ერის ინტელექტის გაუკეთესება - დახვეწა. საამისოდ, კონცეფციის თანა-ხმად, გენეტიკური პროცესიდან უნდა გაეძევებინათ ის, ვინც ათ-ბალიანი სისტემის ქვედა საფეხურზე აღმოჩნდებოდა.
გალტონის იდეები ადამიანთა რასის მოწესრიგებული, თანმიმდე-ვრული განვითარების შესახებ დარვინის თეორიას ემყარებოდა. გალტონის კანონების განხორციელება კაცობრიობას საშუალებას აძ-ლევს გააკონტროლოს ადამიანის ევოლუცია და გამოიყვანოს ზერასა (სუპერ რასა).
არსებობს მყარი კავშირი ევოლუციის თეორიასა და გერმანელ რეიხს შორის. მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ფიურერისთვის სწორედ დარვინი იყო პირველწყარო. წიგნში „ჩემი ბრძოლა" ჩანს, რომ ჰიტლერის წარმოდგენა ბიოლოგიასა და აღმსარებლობაზე, ძალასა და ბრძოლაზე, ევოლუციური მოძღვრებითაა ნასაზრდოები. ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ ფიურერის ბრძანებით „რასის ყველა დამ-ბინძურებელი" განწირულ იქნეს „სტერილიზაციისათვის".
ცნობილია, რომ ნაცისტები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი მა-რგარეტ ზანგერთან (შობადობის კონტროლის ლიგის ფუძემდებე-ლი). ის წერდა: „გამოკვლეულ მამაკაცთა 48.3%-ის ინტელექტი თო-რმეტი წლის ბავშვის დონეზეა, ანუ ისინი გონებასუსტნი არიან. ის, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ გონეპასუსტთა განცალკევებას და ისინი აგრძელებენ გამრავლებას, მხოლოდ ჩვენს უგუნურებასა და უბ-ადრუკ გულჩვილობას ადასტურებს."*
მრავლისმთქმელი სათაურისაა ზანგერის წიგნი „ცივილიზაციის შემობრუნების წერტილი." ავტორმა აღწერა თუ როგორ იქნება სა-მყარო საზოგადოების „არასრულფასოვანთაგან" გაცხრილვის შემ-დეგ. მისი აზრით, დანარჩენებს, გაცხრილვას გადარჩენილებს სექ-სუალური ენერგია გამოუთავისუფლდებათ და ამის ხარჯზე ისინი „ჭეშმარიტად ამქვეყნიურ სამოთხეს შექმნიან."**
და მეცნიერული მიდგომის ერთიანობით შეიქმნება „გენიოსთა რა-სა", კაცობრიობა გათავისუფლდება ისეთი ყალბი ფასეულობებისაგან, როგორიცაა: „გამრყვნელი გულჩვილობა და რელიგიურობა, ველური, უტოპიური ოცნება საყოველთაო ძმობაზე და კაცობრიობა დიდ სულიერ გაბრწყინებას მიაღწევს სექსით, რომელიც გარდაქმნის სა-მყაროს და გვიჩვენებს ამქვეყნიური სამოთხისკენ მიმავალ ერთ-ადერთ გზას."
ციტირებული ტექსტი მთლიანად გამსჭვალულია ახალი ოკულტ-ური უტოპიით. დაახლოებით ამგვარად აზროვნება ახასიათებთ ძველ და თანამედროვე სატანისტებს.
„არ არსებობს არც ღმერთი, არც ბატონი" - წერდა მ.ზანგერი. იგი კონტრაცეპტივების გასავრცელებლად ბრძოლას თავის რელიგიას უწოდებდა.
აი, რას წერს სატანისტი ა. კროული: „არ არსებობს ღმერთი ადა-მიანის გარდა. მას აქვს უფლება მოკვდეს, როგორც სურს." ჰიტ-ლერიც და კროულიც, შეიძლება ითქვას, საუბრობდნენ ზეადამიანის ჩამოყალიბების თემაზე!
40-იან წლებში ამერიკულმა შტატებმა და შემდეგ მრავალმა განვი-თარებულმა ქვეყანამ მიიღო „სტერილიზაციის კანონი". თითქმის ერთი საუკუნე გავიდა და ახლა კანონით ნებადართულია აბორტი, როგორც შობადობის მაკონტროლებელი საშუალება.
ევოლუციის განვითარების შემდგომ ეტაპზე ევოლუციონისტები კი-დევ უფრო „სრულყოფენ" თავიანთ თეორიას და ამბობენ: „ჩვენ ტრანსფორმაციის დასაწყისში ვიმყოფებით, რაც უმაღლესი რასის გამოჩენით დასრულდება. ჩვენს დროში ევოლუცია ფიზიოლოგიისა და ანატომიის სიბრტყეში კი არ გრძელდება, არამედ სულიერ და მორალურ დონეზე. ჩვენ ევოლუციის ახალი ფაზის ზღურბლზე ვართ."***
ამრიგად, ევოლუციონისტები თავიანთ მომავალს „ზეადამიანის", ან „უმაღლესი რასის" წარმოქმნაში ხედავენ.
ასე რომ, ომი ღვთის წინააღმდეგ კიდევ უფრო საშიშ ფორმებს იღებს. დარვინიზმმა მაიმუნით დაიწყო და დაამთავრა „ზეადამიანის" შე-ქმნით, ადამიანის გაღმერთებით.
ამის შემდეგ დარვინიზმი გზას დაულოცავს სხვა სულიერ მონსტრ-ებს: მარქსიზმსა და ნიჰილიზმს. ვისაუბრებთ მათ შესახებ მომდევნო თავებში.
*ჟურნალ „შობადობის კონტროლის მიმოხილვა" 1933 წ. გვ - 66.
**იქვე გვ-67.
***ს. როუზი „წიგნი შესაქმისა" გვ - 313.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |