მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > თემურ ლენგის საქმე გრძელდება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
თემურ ლენგის საქმე გრძელდება - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)26-07-2017, 00:03 |
XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე მრავალჭირნახულ საქართველოს დიდი უბედურება დაატყდა თავს. თემურ ლენგმა შვიდჯერ ააოხრა ქვეყანა. მისმა ჯარებმა ქარცეცხლივით გადაუარეს ქართლ-კახეთის მიწას. აყვავებული ქალაქებისა და სოფლების ნაცვლად ნანგრევები და ფერფლი დატოვეს, ხოლო ბაღ-ვენახები და მინდვრები ხრიოკ უდაბნოდ გადააცქიეს. საქართველოში არსებობს თქმულება, რომ თემურ ლენგი ბასრი კბილებითა და ჭაღარა თმით დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ავი ზნისა იყო და დედას ისე მაგრად კბენდა მკერდზე, რომ სისხლს ადენდა, ამის გამო ცხენის რძით გაზარდეს. ომის დროს მზაკვრობას, მოხერხებულობასა და სამხედრო ხელოვნების ცოდნას იგი ადრეული ასაკიდანვე იჩენდა. გარდა ამისა, მტრისადმი დაუნდობლობითა და დიდი სისასტიკით გამოირჩეოდა. მან საქართელოს მეფე არჩევანის წინაშე დააყენა: თუ იგი მუსულმანობას არ მიიიღებდა, დამპყრობელი მთელი ქართველი ერის განადგურებით იმუქრებოდა. სვიმონ მეფე ამაზე დათანხმდა მას, რათა საომარი მზადებისათვის დრო მოეგო და, ვითომ ხალხის ისლამზე მოსაქცევად, მონღოლთა ექვსათასიანი ჯარით სამშობლოში დაბრუნდა. მტრის ლაშქარს ქართველთა ჩასაფრებული რაზმი დაუხვდა და სრულიად გაანადგურა. გაცოფებულმა თემურ ლენგმა შური იძია. აიღო თბილისი და ბრძანა, შეეკრიბათ ყველა ბავშვი, ჩვილებიც კი, გაეყვანათ ისინი ქალაქის კედლის გარეთ, კალოუბნის მინდორზე, სადაც ხორბალს ფქვავდნენ, კონებად შეეკრათ ისინი და შემდეგ მორებითა და ლოდებით გაესრისათ. სისხლის ნიაღვრებმა წითლად შეღებეს მიწა და იგი ბრძოლის ველს მიემსგავსა. იქვე ახლოს დადგეს კარავი, სადაც მომხდური თავის ქვეშევრდომებთან ერთად ნადიმობდა. ქვეყანა გაუკაცრიელდა. მაგრამ თემურ ლენგის ყველაზე სასტიკი და ამაზრზენი ბოროტმოქმედება უდანაშაულო ჩვილთა მკვლეობა იყო. თემურ ლენგის საქმე გრძელდება, ჩვილთა სისხლით კვლავ ირწყვება ქართული მიწა, გვამების გორა განუწყვეტლივ იზრდება. უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანული რწმენის გამო სძულდა თემურ ლენგს საქართველო. შვილების მკვლელი დედები რატომღა მტრობენ ასე სამშობლოს? შვილის მოკვლა ხომ ქვეყნის მომავლის განადგურებაა. როცა ბავშვების მკვლელობა კანონით არის დაშვებული, საზოგადოებრივი აზრი დუმს და ამით თანხმობას აცხადებს, ყველა დეკლარაცია სამართლიანობის, ძმობისა და სიყვარულის შესახებ აბსურდი ხდება. კანონმა აღმაშფოთებელი უსამართლობა დააკანონა - სიცოცხლის წართმევის უფლება. პრესაში ცინიკური განცხადება-რეკომენდაციები აციმციმდა, გვირჩევენ, როგორ მოვუღოთ ბოლო საკუთარ შვილს. მაგალითად, გვამცნობენ, რომ საფრანგეთის ფარმაცევტულმა კონცერნმა მეტად ეფექტური საშუალება გამოიგონა, რომელიც შეუფერხებლად და დედისთვის უხიფათოდ სპობს ნაყოფს. ამ სტატიის სისასტიკესთან პაექრობა მხოლოდ მის თვალთმაქცობას შეუძლია. მკვლეოობას ოპერაცია უწოდეს, თითქოსდა დაჩირქებული ბრმა ნაწლავის ან ავთვისებიანი სიმსივნის ამოკვეთაზე ლაპარაკობდნენ და არა საკუთარი შვილის მკვლელობაზე; ზოგჯერ კი ყოველივე ეს ეშმაკურადაა შენიღბული ფარისევლური ფრაზით: „დედობაზე დროებით უარის თქმა". იქვე რეკლამაა მოთავსებული: ქალის გაღებულ პირში კბილებს შორის გაჩრილი ტაბლეტი, რომელიც ბავშვის გარდაუვალ სიკვდილს „უზრუნველყოფს". თანამედროვე კაციჭამია დედის დაკრეჭილ კბილებში მისი საკუთარი შვილის სიკვდილი მოჩანს. იქვე კი უკიდურესად მზაკვრულ და ფარისევლურ სიტყვებს ვკითხულობთ: „მხსნელი ტაბლეტი". მხსნელი! ნუთუ აპოკალიფსის სიტყვები: „მწამლველნი და კაცისმკვლელნი" (გამოცხ. 22, 15) თქვენზე აღსრულდა?!
წიგნიდან „სულის უდაბნო" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |