მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი


31-10-2012, 22:39

     გიორგის  შეკითხვა.

   მამაო, რატომ არის დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრ დამოკიდებულებაში სხვა რელიგიებთან?

  

    პასუხი:

   ეკლესია არა მხოლოდ დღეს, არამედ მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ქადაგებდა ჭეშმარიტებას და უკუაგდებდა თავისგან ყოველგვარ ერეტიკულ სწავლებას. იესო ქრისტემ ბრძანა: „არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაი მამისა ჩემისა ზეცათასა" (მათ. 7.21).

   მართლმადიდებელი ეკლესია უცდომელ სწავლებას ფლობს, რომელიც დამტკიცებულ იქნა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ, სულიწმიდის შთაგონებით.

   ეს უცდომელი სწავლება მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღემდე უცვლელად შეინარჩუნა, რაც გახლავთ მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ ჭეშმარიტებას.

   იგივეს ვერ ვიტყვით ჩვენ სხვა კონფესიებსა და რელიგიებზე.

   დღეს სარწმუნოებისადმი ერთგულებას აცხადებენ ფანატიზმად, ჩამორჩენილობად, სიბნელეთ და ა.შ. ეს იმის გამოა, რომ ამ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში მყარად გაიდგა ფესვი დასავლური სეკულარიზებული (გაამქვეყნიერებული) ყალბი იდეოლოგიების (ჰუმანიზმი, ნიჰილიზმი, ეკუმენიზმი) შეხედულებებმა, რომლის მიხედვითაც ადამიანს არა აქვს უფლება, ჰქონდეს მტკიცე შეხედულება სარწმუნოებაზე და ბოლომდე იყოს რაიმეში დარწმუნებული. ეს ერთგვარი ევოლუციონიზმია რელიგიაში. მას უფლება აქვს ივარაუდოს, მაგრამ ღმერთმა დაიფაროს შენი შეხედულებების დაჟინებით მტკიცება დაიწყო! სწორედ ამ მოვლენასთან გვაქვს საქმე დღეს. რა თქმა უნდა, ეკლესია ყოველთვის აიმაღლებს ხმას ამის წინააღმდეგ და სამართლიანადაც.



უკან დაბრუნება