მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > ერეტიკული ეკუმენიზმის ახალი „ეკლესია“ უკვე ხორცშესხმულად არსებობს

ერეტიკული ეკუმენიზმის ახალი „ეკლესია“ უკვე ხორცშესხმულად არსებობს


31-05-2017, 00:03

 

   ამგვარ დასკვნამდე მივდივართ ეხლახან პატრიარქ ბართლომეს, ერეტიკოს რომის პაპსა და პაპის თანამოძმე კოპიტი (მონოფიზიტი) პატრიარქის მიერ ერთობლივი დეკლარაციის „მამაო ჩვენოს" - ს ხელმოწერის შემდეგ:

   ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვაცხადებთ: ახალი ეკუმენისტური „ეკლესია" უკვე არსებობს! მას, ვით არსებული „ეკლესიის" პრეტენზიის მქონე ორგანოს, საკუთარი სარწმუნოებრივი და აღმსარებლური თეზები გააჩნია.

   ამრიგად, ახალი ეკუმენისტური ეკლესიის ანტიქრისტიანული აღმსარებლობა უკვე ჩამოყალიბებულია. აი, მისი ძირითადი აღმსარებლური განსაზღვრებანი:

   1. არსებობს არა ერთი (ერთიანი), არამედ მრავალი ეკლესია, რომლიც არის ქრისტე, ან მისი მისტიკური სხეული, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს ყველა ცალკეულ „ეკლესიას", და რომლის წევრები ვალდებულნი არიან ერთმანეთთან სრული ერთიანობისაკენ იმოძრაონ.

   2. პეტრე მოციქულის საყდარს მხოლოდ რომის პაპი ფლობს, თუმცა სხვა კათედრა-საყდრებს ამ მომენტისთვის სხვა მრავალი წინამძღოლი შეიძლება ფლობდეს. მაგალითად, წმ. მარკოზისა, რომელსაც ალექსანდრიის მართლმადიდებელი პატრიარქი და ეგვიპტის მონოფიზიტი პატრიარქი ფლობენ.

   3. მსოფლიო კრებების აღიარება არასავალდებულოა ყველასათვის. ნებისმიერს შეუძლია აირჩიოს ის კრებები, რომლებიც მისთვის მისაღებია და არ მიიღოს დანარჩენი.

   4. სხვადასხვა ეკლესიების სრული ევქარისტიული ურთიერთობა ეკუმენიზმის უზენაესი მიზანი და ამოცანაა. მასში არ იგულისხმება სარწმუნოებრივი საკითხების შეჯერება, არამედ ხილული ერთობა ცალკეული „ეკლესიების" დოგმატურ განსხვავებათა შენარჩუნებით. ეს ერთიანობა ახლებური გზით მიიღწევა, რომელსაც სულიწმიდა მიუთითებს.

   5. მისთვის (ეკუმენისტური „ეკლესია") საკმარისია სხვადასხვა კონფესიების მიერ მინიმალური კონსესუსის შენარჩუნება: სამება-ღმერთის, ქრისტეს, შვიდი საიდუმლოსა და ღვთისმშობლის აღიარება.

   6. ცლკეულ ეკლესიაში ნათელღებული ქრისტეს (რომლიც არის ეკლესია) წევრი ხდება, ხოლო მისი წევრი - დანარჩენი ეკლესიებისა.

   7. ეკლესიის ერთიანობის შესახებ საუბარია ქრისტეს ლოცვაში (დაე ყოველნი ერთ იყვნენ). ეს ახლო მომავალში აღდგომის დღესასწაულის ყველა ეკლესიის მიერ ერთობლივი მსახურებით აღინიშნება.

   8. ცალკეული ეკლესია ფლობს საკუთარ „განსაკუთრებულ" ტრადიციას, მათი პატროლოგიური, სამოძღვრო, კატახიზატორული და მონაზვნური გამოცდილების შესწავლა-გათვალისწინება გაცვლის გზით განხორციელდება.

   9. მოკლული და წამებული ქრისტიანები, განურჩევლად აღმსარებლობისა, მსოფლიო მოწამეები და ერთიანი ეკუმენისტური ეკლესიის საერთო წმინდანები ხდებიან.

   10. ნებიმიერი ეკლესიის მიერ აღსრულებული ნათლისღება არ განმეორდება მათთვის, ვისაც სურს სხვა ეკლესიის წევრობა.

   ყოველივე ზემორე თქმული უცხადესადაა დეკლარირებული კოპტების პატრიარქისა და რომის პაპის მიერ, რაც ეკუმენიზმის სავალალო აპოსტასირებაზე მიგვითითებს. გარკვეულწილად ეს ყველა ერესის ამინისტირებაა. ზემორე ჩამოთვლილი განსაზღვრებანი ყველა ეკუმენისტის ახალ სარწმუნოებას წარმოადგენს, ცხადია, ე.წ. მართლმადიდებლებისაც, რომლებმაც „საერთომართლმადიდებლურ" დონეზე „კრებსითად" აღიარეს ყველა ეს ცდომილება კრეტის ე.წ. „წმიდა და დიდ კრებაზე" (კალამბარი, ხანიონი; ივნისი 2016 წ.).



Православный Апологет 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება