მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, ლოცვა, მთავარი გვედის ფოტო > სახლში და ყველგან უნდა იგალობოს ყველამ
სახლში და ყველგან უნდა იგალობოს ყველამ28-12-2017, 00:05 |
„სადაც ბევრი უწმინდურებაა - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი - იქ გროვდებიან ღორები. სადაც ყვავილები და კეთილსურნელებაა, იქ ფუტკრები მოფრინავენ. ანალოგიურად, სადაც მღერიან სასირცხვილო სიმღერებს, იქ ეშმაკები იკრიბებიან, ხოლო სადაც სასულიერო გალობაა, იქ სულიწმიდის მადლი გადმოდის, რომელიც განანათლებს მგალობლების ბაგეებსა და სულებს. ამას გეუბნებით არა იმისათვის, რომ თქვენ ბავშვებსა და ოჯახის სხვა წევრებსაც ასწავლოთ გალობა არა მხოლოდ საოჯახო საქმიანობისას, არამედ სუფრასთანაც. მზაკვარი მტერი ქეიფის დროს ბევრ ცუდს ჩააგონებს ადამიანებს. მათ წინააღმდეგ იყენებს მათივე გადათრობასა და ნაყროვანებას, უზომო სიცილსა და სულის დაფანტულობას. ამიტომ, განსაკუთრებულად ჭამის წინ და შემდეგ უნდა დავიცვათ თავი ბოროტის თავდასხმისაგან ფსალმუნით და სუფრიდან ადგომისას მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად უფლისადმი წმიდა გალობა აღვავლინოთ. მოციქული პავლე, მაშინაც კი, როცა მისი სხეული დაფარული იყო საშინელი ჭრილობებით, ფეხები ბორკილებით ჰქონდა შეკრული და მოთავსებული იყო ჯურღმულში - შუაღამეს, როცა ყველას ტკბილად ეძინა, უგალობდა ღმერთს. დაღლილობამ, ძილისაკენ ძლიერმა მიდრეკილებამ და ტკივილებმა ვერ შეძლეს მისი გაჩერება. ... მოწყენილობა დაგესხმებათ თავს თუ სხეული განხურდება, მრისხანება თუ სხვა რომელიმე საშინელი ვნება იმძლავრებს თქვენში - მაშინვე იგალობეთ და საერთოდ, ნებისმიერ შემთხვევაში იგალობეთ".
წიგნიდან „ქრისტიანის მეგზური" Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |