მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს მოძღვარს
როგორი თვისებები უნდა ჰქონდეს მოძღვარს7-10-2017, 00:02 |
მოძღვარს გარეგნული სახე ყოველთვის მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს. იგი მხოლოდ სასულიერო წოდების შესაფერის შესამოსელს უნდა ატარებდეს. შესამოსელი ძველი ტრადიციის მიხედვით მუქი ფერის უნდა იყოს და უბრალო ნაჭრისაგან შეკერილი, რადგან სასულიერო პირს არ შვენის ძვირფასი შესამოსელის ტარება. სასულიერო პირი უნდა მოერიდოს როგორც ულაზათო ჩაცმას, ასევე კოხტაობასა და გაპრანჭვას. იგი უბრალოებით უნდა გამოირჩეოდეს როგორც შემოსვაში, ასევე ოჯახურ გარემოში. მოძღვარი ყურადღებით უნდა მოეკიდოს თავის გარეგნობას, რათა არავის მისცეს განკითხვის საბაბი. მისი სამოსი შეიძლება ძველი იყოს, მაგრამ აუცილებლად სუფთა. ადამიანის გარეგნობა, სიარულის მანერა, სხეულის მოძრაობები, საუბარი, სამოსი - ეს ყველაფერი მეტყველებს მის შინაგან სამყაროზე. იგი თითქოს დანამატია ადამიანის ზნეობრივი პიროვნული სახის. საზოგადოებაში გამოჩენისას უპირვლესად ყურადღებას იპყრობს ადამიანის გარეგნული სახე. ამის მიხედვით გამოთქვამენ მასზე აზრს - კარგს ან ცუდს. ჯერ კიდევ ბრძენთა ბრძენმა ზირაქმა თქვა: „კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი - სახის გამომეტყველებით. შეხვედრისას სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს". სხეულის მოძრაობაში აისახება სულის მდგომარეობა, ყველა ჩვენს მოძრაობაში ჩვენი სული აირეკლება, როგორც სარკეში, ხოლო ენის მოუთოკველობითა და მოუთმენლობით ვლინდება ის, რაც ჩვენს შიგნითაა დამალული.
მიბაძვის ღირსი მაგალითი
მამა იოანე არასდროს არ იყენებდა სუნამოებსა და სხვა სახის ნელსაცხებლებს. სუნამოს შესახებ წმ. დიმიტრი როსტოველი ერთ-ერთ თავის სიტყვაში ამბობს. „ჯოჯოხეთში სხვა განსაცდელებთან ერთად მყრალი სუნი იქნება, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ამქვეყნიურ ცხოვრებაში მოურიდებლად რომ იყენებდნენ სუნამოებსა და სხვადასხვა სახის სურნელოვან ნელსაცხებლებს". მამა იოანე უბრალო ფეხსაცმელს ატარებდა - შესაფერისს სასულიერო წოდებისთვის. რბილი ტანსაცმელი არ ატარო, განსაკუთრებით კი აბრეშუმისა. განა ატარებდა ქრისტე ხავერდს, ატლასს ან აბრეშუმს? მაშ, მე როგორღა გავბედო მასზე უკეთესი სამოსის ტარება?! რაც მაცვია იმის ტარების დროსაც ღირსიც არა ვარ ჩემი ცოდვების გამო. შენც ასე მიუგე სხვებს, მაგრამ არა სიამაყით, არამედ მდაბლად.
● ● ●
რატომაა, რომ ზოგიერთი ღვთისმსახური დროთა განმავლობაში თანდათანობით დუნდება და ყველაფერი მნიშვნელოვანი მასში კვდება? მიზეზი ამისა უპირველესად გაფანტული ცხოვრებაა. ადამიანი თანდათანობით უარს ამბობს ლოცვაზე, ლოცვით განწყობილებებზე და უფრო მეტად ხორციელი მისწრაფებით ცხოვრობს... ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უფრო ხშირად ვასაზრდოოთ ჩვენი სული ღვთის სიტყვითა და წმ. მამების ნაწერებით და არა რომანებითა და მსგავსი ნაწარმოებების კითხვით. მღვდელი თავშეკავებული უნდა იყოს ყველაფერში. ზედმეტობა საჭმელსა და სასმელში ამძიმებს სულს და არ აძლევს მაღლა აფრენის საშუალებას (არქიეპისკოპოსი ნიკოლოზ ვარშაველი).
● ● ●
მღვდლის გულწრფელ ლოცვას ჭეშმარიტი მლოცველები ხვდებიან. მართლმადიდებელი მორწმუნე კარგად ერკვევა იმაში, ლოცულობს მღვდელი თუ მხოლოდ გარეგნულად ასრულებს წიგნებში დაწერილს. რაც უფრო მეტი ადამიანისთვის ილოცებს მოძღვარი და მოითხოვს მათთვის სიკეთეს, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდება. დემონის ეს ბრძოლა იწვევს აფორიაქებას, დაუძლურებას, უგრძნობელობას, მოწყენილობას. მოძღვარი ამ განსაცდელს აუცილებლად უნდა ებრძოდეს ლოცვითი კანონების მოთმუნებით შესრულებით, რათა უფლის ძალით დავამარცხოთ უხორცო მტერი.
თარგმნა მღვდელმა ზაქარიამ (მარგალიტაძე)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |