მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანთა შექმნის გენეტიკური მტკიცებულებები

ადამიანთა შექმნის გენეტიკური მტკიცებულებები


8-10-2017, 00:03

 

   1995 წელს ჩატარდა ადამიანების გენეტიკური გამოკვლევები და პირველად გამოქვეყნდა. აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ ორ ადამიანს სამყაროს სხვადასხვა ბოლოებიდან უფრო იდენტური გენები აქვთ, ვიდრე ორ გორილას ერთი და იგივე დასავლეთ აფრიკული ტყიდან. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ყველა ჩვენ წინაპრების ერთი წყვილისგან ვართ წარმოშობილი? ამერიკელმა ბიოქიმიკოსებმა სულ ახლახან გამოიკვლიეს მიტოქონდრიას დნმ. მიტოქონდრიები, როგორც სასკოლო კურსიდანაა ცნობილი, არ შედის ბირთვის შემადგენლობაში, სპერმატოზოიდებიც არ შეიცავს მათ, ამიტომ ისინი მხოლოდ დედით გადაიცემა.

   აღმოჩნდა, რომ ყველა ეთნიკურ ჯგუფებს მიტოქონდრიების დნმ ერთნაირი აქვთ. აქედან მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჩვენ ყველანი წარმოვიშვით ერთი ქალისაგან, რომელსაც გენეტიკური ევა უწოდეს. მუტაციის თანამედროვე ტემპებით მისი ასაკის გამოთვლით, გენეტიკოსებმა მიიღეს 200 ათასი წელი, მაშინ როცა ევოლუციური საზომით თანამედროვე ადამიანები ჯერ კიდევ არ უნდა ყოფილიყვნენ. ეს გაუგებრობა ძალიან მარტივად აიხსნება: ადრე მუტაციები ადამიანებში ასჯერ და მეტად უფრო იშვიათად ხდებოდა, ჩვენ ქვემოთ ვნახეთ თუ რატომ ხდებოდა ასე.

   თუ მიტოქონდრიები მემკვიდრეობით მხოლოდ დედით გადაიცემა, Y  - ქრომოსომები - მხოლოდ მამით. Y - ქრომოსომების ანალოგიურმა გამოკვლევამ სხვადასხვა ხალხების ადამიანებში მეცნიერები მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ყველა ადამიანს დედამიწაზე ერთი საერთო მამა ჰყავთ. მას შესაბამისად გენეტიკური ადამი უწოდეს. ამასთან ევოლუციური დოგმა ისე მკვიდრად აღმოჩნდა მათ თავებში ჩაბეჭდილი, რომ შეტყობინებებს ამ აღმოჩენების შესახებ თან ახლდა ასეთი კომენტარები: „ის (ადამი) მარტოსული მოსალოდნელია, პირველყოფილი ადამიანების რაიმე მცირე ჯგუფის წევრი იყო. მისი გენები გადარჩა, უფრო იმიტომ, რომ სხვა მამაკაცები უუნარონი აღმოჩნდნენ ჩაესახათ შთამომავლობა". ასევე, გენეტიკური ევას შესახებ აცხადებენ, რომ არც ის იყო მარტო, მაგრამ როგორღაც მხოლოდ მან შესძლო დაეტოვებინა შთამომავლობა.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება