მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ნათლობის საჩუქარი

ნათლობის საჩუქარი


19-07-2017, 00:03

 

   ნათლობის დღეს პატარა დაშას ნათლიამ ჯვარი და წიგნი „წმინდანთა ცხოვრება" აჩუქა. ამ წიგნში წმ. დარიას შესახებაც იყო მოთხრობილი.

   ეკლესიიდან სახლში მისვლამდე ნათლიამ დაშას წმ. დარიას შესახებ უამბო. დარია რომაელი სენატორის ვაჟის საცოლე იყო. ის პატივისცემასა და ფუფუნებაში იზრდებოდა, მაგრამ საქმროსთან ერთად ყველაფერი დათმო ქრისტესთვის და მხნედ აიტანა წამება.

   დაშა ყურადღებით უსმენდა ნათლიას. გოგონას ძალიან შეებრალა წმინდანი და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.

   ნათლია დაშას მიეფერა, დაამშვიდა და აუხსნა, რომ ეს ამბავი ძალიან დიდი ხნის, თითქმის ათას ხუთასი წლის წინათ მოხდა. უფრო მეტად რომ დაემშვიდებინა ნათლული, ნათლიამ დაშა სათამაშოების მაღაზიაში შეიყვანა საჩუქრის ასარჩევად. დაშამ დიდი, ფუმფულა, კეთილი ლომი აირჩია.

   დედას არ მოეწონა, რომ დაშამ ასეთი ძვირფასი საჩუქარი აყიდინა ნათლიას და გოგონას შენიშვნა მისცა. დაშამ მოიწყინა, სათამაშო ჩაიხუტა და დივანზე ჩამოჯდა. გოგონას წყენა რომ გაეფანტა, ნათლიამ დაშას ნაჩუქარი წიგნიდან წმ. დარიას შესახებ წაუკითხა. „ღმრთი არ ტოვებდა მისთვის წამებულებს და მათ ხსნას მოუვლენდა, წმ. დარიას ლომი გამოუგზავნა, რომელიც მცველად დადგა წმინდანის კარებთან"... წაიკითხა ნათლიამ ეს ადგილი და გაკვირვებით შეხედა ჯერ სათამაშო ლომს, მერე დაშას დდას.

   „მე ვიცოდი" - მშვიდად თქვა პატარა დაშამ. „რა იცოდი?" - ჰკითხა დედამ. „რომ ის მე დამიცავდა". „დაგიცავდა? ვისგან?" - გაუკვირდა დედას - „ჩვენ ხომ სხვა დროში ვცხოვრობთ, ახლა ქრისტიანებს არ დევნიან, თუ ვინმესგან დაცვა გვჭირდება, მხოლოდ საკუთარი თავისაგნ". „იქნებ საკუთარი თავისგანაც დაიცვას ლომმა ჩვენი დაშა, თუ საჭირო იქნება" - თქვა ნათლიამ - „ასე არაა, დაშა?" „ასეა" - დაეთანხმა პატარა გოგონა და თავისი სათამაშო გულში ჩაიკრა.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება