მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > რა ემართება ადამიანის სულს გარდატეხის ასაკში

რა ემართება ადამიანის სულს გარდატეხის ასაკში


17-07-2017, 00:03

 

   თქვენს ასაკს ჰქვია გარდატეხის იმიტომ, რომ ბავშვური მდგომარეობიდან გადადიხართ ჩამოყალიბებული ადამიანის მდგომარეობაში. თქვენს სულსა და სხეულში მიმდინარეობს ცვლილებები. თუ როგორ იცვლება სხეული, თავად ხედავთ, მაგრამ რა ხდება სულში?

   მოდით, გავერკვეთ, თუ რისგან შედგება სული. სული სამი ნაწილისაგან შედგება: გონებრივის, მგრძნობელობითისა და ნებაყოფლობითისაგან. სულის ყოველ ნაწილს თავისი სნეულება გააჩნია.

   ისმის კითხვა: სულის რომელი ნაწილი უნდა მართავდეს ადამიანს? - გონებრივი? - მართალია, მაგრამ სამწუხაროდ, გარდატეხის ასაკში ეს იშვიათად ხდება.

   ამ ასაკში, ხშირ შემთხვევაში, გონება თმობს პოზიციას და ადამიანს მხოლოდ ემოციები ამოძრავებს.

   სულის ამგვარი „უკუღმართი" მდგომარეობა არანორმალურია და ავადმყოფურია. თუ გნებავთ, დაგიხასიათებთ ვაჟებისა და გოგონების ტიპიურ მდგომარეობას: ვაჟებში შეინიშნება ისეთი მოვლენა, რასაც ჰქვია „სულიერი მოშვებულობა". ეს იმას ნიშნავს, რომ სულის სამივე ნაწილი ერთმანეთშია არეული. ჭაბუკის სულს დაკარგული აქვს ბუნებრივი სახე. ადამიანი მოდუნებული და მოშვებულია.

   გარეგნულად ვაჟი ასე გამოიყურბა: მუხლები ნახევრად მოხრილი აქვს, თავს ვერ იჭერს, ერთი მხარე მეორეზე ჩამოშვებული აქვს. ის ხშირად ეძებს მისაყრდენ საშუალებას.

   რა მოსდის სახეს? პირი ნახევრად ღია აქვს, ქვედა ყბა და ტუჩი ოდნავ წინ გაურბის. ხმა, როგორც წესი, ეცვლება.

   გოგონებთან კი სხვა სურათი შეინიშნება. თუ ბიჭები მოშვებულნი და მოწყენილნი არიან, გოგონები, პირიქით, ინარჩუნებენ ფორმას.

   როგორ მივხვდეთ, რომ გოგონას დაეწყო გარდატეხის პერიოდი? ძალიან მარტივია ამის გაგება იმის მიხედვით, თუ როგორ გადის გოგონა სახლიდან. როდესაც გოგონა მეგობრის დაძახებისთანავე გარბის გარეთ - ის ჯერ კიდევ ბავშვია. გარდატეხის ასაკში კი თუ მას დაურეკავენ და მიიწვევენ „საზოგადოებაში" (კინოში ან დისკოთეკაზე), ხომ არ გგონიათ, რომ ის იმწამსვე ადგება და გაიქცევა? არა, გოგონა თავდაპირველად მოემზადება, ჩაიტარებს სერიოზულ „სამუშაო საკუთარ თავზე". უპირველეს ყოვლისა, ის დაჯდება, ყურადღებით შეისწავლის საკუთარ თავს და იცხებს კოსმეტიკას.

   ამ პერიოდისათვის გოგონების სულში რაღაცნაირი ცვლილებები შეინიშნება. საქმე იმაშია, რომ ადამიანი სულს კონცენტრირების ცენტრი გააჩნია, რომელსაც მოძრაობა შეუძლია. გოგონას სახლიდან გასვლის პერიოდში კონცენტრირების ცენტრი თავიდან (გონებიდან) თანდათან ქვემოთ (გრძნობებისაკენ) ინაცვლებს. ამ ეტაპზე გოგონას თვალების გამომეტყველება ეცვლება.

   სწორედ ამგვარ მდგომარეობას უწოდებენ „ქალის მომხიბვლელობას". ამის შემდეგ გოგონა გადის სახლიდან. ის მიდის როგორც ბულდოზერი, ხოლო მას ხვდება მოთენთილი, ნახევრად მუხლებში მოკეცილი ყმაწვილი. რა მოხდება? - გოგონა ხომ დაჩაგრავს ვაჟს.

   ხედავთ, გარეგნულად როგორი ფსიქოლოგიური სურათია გარდატეხის პერიოდში ვაჟებსა და გოგონებს შორის? მაგრამ სნეულების არსი ერთია: ვნებები ეუფლება გონებასა და მართავს მას.

   მაგალითად, ადამიანი შეყვარებულია, ანუ მასში აღძრულია ვნებები, რომლებიც აიძულებენ გონებას გრძნობებისადმი დამორჩილებას. როგორ ფიქრობთ, იქ ჭეშმარიტი სიყვარულია?

   თუ გონება დამონებულია ვნებას, მაშინ, როგორც წესი, მეორე ადამიანის არარეალური სახე წარმოგვიდგება.

   როდის მთავრდება გარდატეხის ასაკი?

   25 წლის ასაკში? ჯარში მსახურების შემდეგ? გოგონებისთვის გათხოვების შემდეგ? გარდატეხის შემდეგ? გარდატეხის ასაკი შესაძლოა საერთოდ არ დამთავრდეს. როგორ მივხვდეთ, რომ ადამიანი დარჩა იმ ასაკში? არის კი ნიშნები, რომლის მიხედვითაც შევძლებთ ამის გაგებას?

   ერთ-ერთი ამგვარი ნიშანი მრუშობის ცოდვაა. სიძვა - მრუშობის შემდეგ ადამიანი საშინელ წუმპეში ეფლობა. ყურადსაღებია, რომ მრუშობა რ გულისხმობს აუცილებლად ფიზიკურ კავშირს. ქრისტემ თქვა, რომ ყოველმა, რომელმაც ნდომით შეხედა, უკვე იმრუშა მასთან თავი გულში.

   ამრიგად, მრუშობა - ცოდვაა. ეს გასაგებია. ამ ცოდვას კი აუცილებლად მოსდევს მეორე, კიდევ უფრო საშინელი, მომაკვდინებელი ცოდვა - აბორტი.

   აი, ამგვარი სავალალო შედეგი გააჩნია გონების გრძნობისადმი დამონებას.

   ცოდვის მორევიდან გამოსვლისათვის საჭიროა სპეციალისტი.

   ახლა სიტყვიდან საქმეზე გადავიდეთ. მოდით, ასე მოვიქცეთ: თითოეულმა თქვენგანმა ჰკითხოს საკუთარ თავს, თუ როგორ საზოგადოებაში იმყოფება. თუ თქვენ იმყოფებით ცოდვებით მოცულ მახეში, ბუნებრივად იბადება შეკითხვა, როგორ მოვიქცეთ?

   დაიმახოვრეთ, თქვენ ვერასოდეს ვერ გამოხვალთ მაგ მდგომარეობიდან საკუთარი ძალისხმევით. ეს ვერასოდეს ვერავის მოუხერხებია.

   ცოდვის მორევიდან გამოსვლისათვის საჭიროა სპეციალისტი, რომელიც შეძლებს უხილავი მტრებისაგან თქვენს გათავისუფლებას. ვინ არის ასეთი სპეციალისტი? - რა თქმა უნდა, მღვდელი. მას ღვთისაგან აქვს მონიჭებული ძალა ცოდვისაგან გახსნისა და შეკვრისა, ხოლო რა ეწოდება ოპერაციას, რომლის შედეგადც იკვეთება ცოდვები? - აღსარება.

   ყოველ თქვენგანს, ვინც მონათლულია, შეუძლია აღსარების თქმა. როგორ უნდა თქვა აღსარება?

   მიდით ტაძარში, სადაც მღვდელი ღებულობს აღსარებას. აღსარების დროს ორი პრინციპი დაიცავით. პირველი - არაფერი არ დაფაროთ, მეორე - არაფერში არ გაიმართლოთ თავი.

   აღსარების შემდეგ მღვდელი მიგითითებს, თუ როგორ მოიქცე, რათა ქრისტეს ეკლესიის წევრი გახდე. ეკლესია - ქრისტეს სხეულია. თქვენ შეგიძლიათ ეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ქრისტეს ეკლესიის განუყოფელი ნაწილი გახდეთ.



წიგნიდან „გარდატეხის ასაკი" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება