მთავარი > იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ადამიანის და ცხოველის ბიოლოგიური სიახლოვე

ადამიანის და ცხოველის ბიოლოგიური სიახლოვე


6-10-2017, 00:03

ადამიანის და ცხოველის ბიოლოგიური სიახლოვე

 

   სასკოლო სახელმძღვანელოში ადამიანის მაიმუნისაგან წარმოშობის პირველი დამამტკიცებელი საბუთია მორფოლოგიური თვისებები, ანუ ის, რომ ადამიანისმაგვარ მაიმუნებს აქვთ ფრჩხილები, იმდენივე ნეკნი და ხერხემლის მალა, რამდენიც აქვს ადამიანს, კბილების მსგავსი აგებულება, ცილების მსგავსება, საერთო ჰორმონები, ქრომოსული ნაკრების სიახლოვე, და ბოლოს, საერთო პარაზიტებიც კი (ტილები).

   გაუცნობიერებელი ადამიანისათვის ყოველივე ეს საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ნებისმიერი, განსაკუთრებით კი ადამიანის ორგანიზმის სირთულე, რომლის შედეგადაც მსგავსების ეს განხილული ნიშან-თვისებები ბევრს არაფერს ნიშნავს. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ არსებობენ ცხოველები, რომლებიც ბევრი ნიშან-თვისებით გაცილებით უფრო გვანან ადამიანს. როგორც უკვე ვნახეთ, შიმპანზეს ერთი წყვილი ქრომოსომით უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე ადამიანს და ხვლიკს. ამინომჟავების ცილებში შემცველობის მსგავსებით ადამიანთან ყველაზე ახლოს ქათამია და არა მაიმუნი. კბილების აგებულებით მაიმუნზე ახლოს ადამიანთან ღორი დგას. შეიძლება გავიხსენოთ ერთი სკანდალური ისტორია მაიმუნ - ადამიანის ძიებისა, როდესაც ღორის კბილი ჩათვლილი იქნა ჩვენი წარმოსახვითი წინაპრის კბილად, რომელმაც ნებრასკას ადამიანის სახელწოდება მიიღო. ღორის თირკმელი თითქმის არ განსხვავდება ადამიანისაგან და ცნობილია ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის შემთხვევები. ღორები, „ვეგეტარიანელი" მაიმუნებისაგან განსხვავებით, ყველაფერს ჭამენ, მათი კანის რეაქცია ადამიანისას გავს, ხოლო სისხლის კუთრი წონა (ისევე, როგორც კურდღლისა) ადამიანთან უფრო ახლო არის, ვიდრე მაიმუნის.

   ქცევის ზოგიერთ შემთხვევაში ბევრი ცხოველი ადამიანს გაცილებით უკეთ იმეორებს. ასე, მაგალითად, სპილოები იყენებენ შრომის უმარტივეს იარაღებს არა მხოლოდ საკვების მოსაპოვებლად. მათ შეუძლიათ შეასრულონ ერთფეროვანი სამუშაო და გაიგონ ადამიანის ბრძანებები სამ-ოთხ სხვადასხვა ენაზე, რაც მაიმუნს არ შეუძლია. როგორც გამოირკვა, სპილოები მარხავენ კიდეც თავის გარდაცვლილ ნათესავებს მიწითა და მცენარეებით. თუთიყუშებს შეუძლიათ გარკვევით გაიმეორონ დანაწევრებული ადამიანური სიტყვები, რაც მაიმუნს ვერა და ვერ შეასწავლეს. არიან ფრინველები, რომელთაც შეუძლიათ შიგნიდან მოხატონ თავიანთი ბუდეები ფერადი ხილის წვენებით, რომელსაც ნერწყვთან შეურევენ ხოლმე. ეს ავსტრალიური მეკარვეებია. მათი მამრები ჩუქნიან თავიანთ რჩეულებს საჩუქრებს, რომელთაც არავითარი უტილიტარული ღირებულება არ გააჩნიათ, მაგალითად, ყვავილებს.

   ყველა ეს მაგალითი შეიძლება მრავლად ჩამოითვალოს, მაგრამ თემას ნუ გადავუხვევთ. ადამიანის და ცხოველების აგებულების და ქცევის ზოგიერთი ნიშან-თვისებების მსგავსება არ შეიძლება აღიარებული იყოს როგორც ახლო ნათესაობა ან საერთო წარმომავლობა. არსებობს ძალიან მკვეთრი, საერთოდ გადაულახავი განსხვავებული ნიშან-თვისება ადამიანსა და მაიმუნს შორის. საუბარია, არა მარტო გონებრივი შესაძლებლობების ან სოციალური ორგანიზაციის შესახებ, არამედ ხერხემლის აგებულებაზე, ანუ ნიშნებზე, რომლებსაც ობიექტური პალეონტოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ. გამოვყოთ სამი მათგანი:

   პირველი ორი უკავშირდება ადამიანის გამართულ სიარულს. გამართულად მოსიარულე არსებას წონასწორობის შესანარჩუნებლად ესაჭიროება უფრო განვითარებული, ვიდრე ოთხფეხებს აქვთ, ვესტიბულარული აპარატი, რაც თავის ქალის აგებულებაზე აისახება. ადამიანის და მაიმუნის ყურსშიგა არხების შედარება ამ ნიშან-თვისების მიხედვით გადაულახავ განსხვავებას გვაძლევს.

   გარდა ამისა, საკუთრივ გამართული სიარული გულისხმობს მუხლების გამართვას. არსებობს მაიმუნები (გიბონები, ჯუჯა შიმპანზე, ბონობო და ზოგიერთი სხვა), რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლიათ მიწაზე უკანა თათებით გადაადგილდნენ (დათვებსაც და ძაღლებსაც შეგვიძლია ეს ვასწავლოთ). მაგრამ ვერცერთი ამ მაიმუნთაგან ვერ მართავს მუხლებს, რასაც შეიძლება მიხვდეთ მუხლის სახსრის აგებულებითაც. გამართული სიარული უნდა აისახოს მენჯის კვანძის აგებულებაზეც.

   ადამიანს, ანთარს და გრძელტერფიანების ზოგიერთ სახეობას არა აქვთ ძვალი, რომელსაც ლათინურად baculum ეწოდება და აქვთ ადამიანისმაგვარ მაიმუნებს და სხვა პრიმატებს.

   თუმცა უამისოდაც ნათელია, რომ შეუძლებელია შეგეშალოს ადამიანის ჩონჩხი მაიმუნის ჩონჩხში. ჩვენ გამოვყავით მხოლოდ ის ნიშნები, რომლებიც დაგვჭირდება ადამიანის წარმოსახვითი წინაპრების - ჰომონოიდის ანალიზის დროს.



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება