მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი
მართლმადიდებელი ეკლესია და ეკუმენიზმი17-05-2017, 00:04 |
მართლმადიდებელი ეკლესია სხვა დანარჩენი კონფესიისაგან სამი ძირითადი ნიშნით განსხვავდება: 1) მხოლოდ ის ფლობს ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებას მთელი სისავსით. 2) მხოლოდ ის ფლობს მადლმოსილ საიდუმლოებებს, სიწმინდით ცხოვრების საფუძვლებს და მთელი სისავსით იცავს მათ. 3) მხოლოდ ის არის უძველესი, ძირითადი, განსხვავებით იმ დიდი თუ მცირე ნაწილებისაგან, რომლებიც სხვადასხვა დროს განუდგნენ მას. ქრისტიანული სამყაროს ერთი ნაწილი დღეს იხრება იმისკენ, რომ მიიღოს სახიფათო ერესი - ეკუმენიზმი. მათი აზრით, მრავალი ეკლესია არსებობს, რომლებიც ფლობენ ნაწილობრივ მადლს, ამიტომ აუცილებელია ეკლესიების გაერთიანება ყველასათვის საერთო, ... მსოფლიო ეკლესიაში. თქვენ არ უნდა ცდუნდეთ ამის გამო, არამედ მტკიცედ და ურყევად გწამდეთ გულითა და გონებით, რომ დედამიწაზე არსებობს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია, რომელიც მაცხოვარმა დააარსა. ეს ეკლესია უცვლელად და ურყევად იცავს ქრისტეს სწავლებას, სისავსით ფლობს მადლსა და შემეცნებას, და ის ჭეშმარიტი ეკლესიაა.
არქ. სოფრონი სახაროვი წიგნ. Подвиг Богопознания Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |