მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვაზე პასუხი

კითხვაზე პასუხი


13-05-2017, 14:45

კითხვაზე პასუხი

 

   ნინოს შეკითხვა: დამლოცეთ მამაო. მაინტერესებს ზოგად აღსარებაში რა იგულისხმება? ანუ, თუ მოძღვარი არ მყავს, მივედი ნებისმიერ მოძღვართან აღსარებაზე, რომელიც შეიძლება შემდეგში არ იყოს ჩემი მოძღვარი, მითხრეს რომ ზოგადი აღსარების ჩაბარება ნებისმიერ მოძღვართან შეიძლება.

   პასუხი: ღმერთმა დაგლოცოთ! აღსარების თქმა, სინანულის განცდა ადამიანის შინაგანი მოთხოვნილებაა. ის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მოძღვართან შეიძლება ითქვას. ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან სულიერ მოძღვართან ურთიერთობა რიგით მოძღვართან ურთიერთობისაგან. ადამიანს, ქრისტიანს აქვს თავისუფალი ნება, საკუთარი სულიერი კრიტერიუმები, რომელითაც თავად წყვეტს, ვის მიანდოს თავისი სულიერი ცხოვრება. პირველივე შემხვედრ მოძღვართან თქმული აღსარება არ ავალდებულებს ადამიანს მუდმივად მასთან სულიერ ურთიერთობას. წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, რომ ქრისტიანმა უნდა ეძებოს ისეთი მოძღვარი, რომელიც თავისი ცხოვრებითა და სწავლებით იქნება თავის სულიერ სიმაღლეზე. გამოკვლევა, ძიება ასეთი მოძღვრისა ჩვენი პრეროგატივაა და არა იმ მოძღვრისა, ვისთანაც ვითარებიდან გამომდინარე მოგვიწია აღსარების თქმა.

   აქ ერთი რამ არის დასაზუსტებელი: რას გულისხმობთ ზოგად აღსარებაში? თუ მასში რაიმე ცოდვის დამალვა იგულისხმება და ამგვარად აპირებთ წმინდა ზიარებასთან მიახლებას, მაშინ ეს დაუშვებელია, ხოლო თუ ყოველდღიურ მცირე ცოდვებზეა საუბარი, სულ სხვა მდგომარეობაა. ამიტომ, თქვენ თავად უნდა ჩამოყალიბდეთ ამაში. თქვენი შეკითხვა არ იძლევა უფრო ვრცლად ამ საკითხის გაშლის საშუალებას.

ღმერთს ებარებოდეთ.



დეკ. კონსტანტინე ჯინჭარაძე 


უკან დაბრუნება