მთავარი > კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 2 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა გიორგი აღმსარებელისა, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსისა (IX)

2 მაისი (ახ. სტ.) - ხსენება წმიდა გიორგი აღმსარებელისა, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსისა (IX)


1-05-2020, 15:30
 

 

   წმიდა გიორგი აღმსარებელი, ანტიოქია-პრუსაიდელი ეპისკოპოსი (IX) ხატმებრძოლობის ერესის მძვინვარების დროს ცხოვრობდა. წმიდანი ახალგაზრდობაში აღიკვეცა ბერად. განიდიდა წმიდა ცხოვრებით და ხელდასხმულ იქნა ანტიოქიის პრუსაიდის ეპისკოპოსად.

   იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) მიერ წმიდა ხატთა თაყვანისცემის აკრძალვის ჟამს წმიდა გიორგი კონსტანტინეპოლს ჩავიდა, ეპისკოპოსთა კრებაზე ამხილა ხატმბრძოლობის ერესი და მოუწოდა იმპერატორს დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას. წმიდანმა უარი განაცხადა ტაძრიდან ხატების გატანაზე, რისთვისაც დაიჭირეს და გადაასახლეს (+დაახლ. 813-820).

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება