მთავარი > მხილებითი ღვთისმეტყველება, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი „წინამძღვარის“* მიხედვით (ნაწილი 4)

წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი „წინამძღვარის“* მიხედვით (ნაწილი 4)


16-04-2017, 00:00

წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი „წინამძღვარის“* მიხედვით (ნაწილი 4)

 


 

 

ბუნებითთა კაცებისა საქმეთათჳს

 

   1. რამეთუ ჭეშმარიტად კაც იქმნა ღმერთი ცხორებისათჳს ჩუენისა და ყოველნივე ბუნებითნი საქმენი ჩუენისა ამის არსებისანი მიიხუნა თჳნიერ ცოდვისა. რამეთუ ცოდვაჲ არა ბუნებითი არს, არცა დამბადებლისა მიერ დანერგულ არს ჩუენ თანა, არამედ ეშმაკისა მიერ და თჳთმფლობელისა მის ნებისა ჩუენისაგან იქმნების. არა თუ იძულებით და მძლავრებით რაჲთ გუ/აქმნევს მტერი, არამედ ნებსით ჩუ/ენით მივერჩით ბოროტთა მათ ზრახვათა მისთა. 2. ხოლო ბუნებითნი და უბრალონი ვნებანი იგი არიან, რომელნი თჳნიერ ნებისა ჩუენისა მოიწევიან. ესე არს: შიმშილი, წყურვილი, შრომაჲ, ტკივილი, ცრემლი, შიში სიკუდილისაჲ, ხრწნილებაჲ ჴორცთაჲ, ურვაჲ, და სხუანი ესევითარნი, რომელნი-ესე გარდასვლითგან მცნებისაჲთ დაგუესაჯნეს და ყოველთა კაცთა თანა არიან.* 3. ესევითარი ყოველი თავს-იდვა უფალმან, რაჲთა ყოვლივ წმიდა-ყოს; გამოიცადა და სძლო, რაჲთა ჩუენ ძლევაჲ მოგუანიჭოს და ბუნებაჲ ჩუენი მძლედ მტერისა გამოაჩინოს. 4. ესევითარნი უკუე ბუნებითნი იგი და უბრალონი ვნებანი ბუნებით და უზეშთაეს ბუნებისა იყვნეს ქრისტეს თანა, რამეთუ ბუნებითა ჴორცთაჲთა აღესრულებოდეს,* / ო/დეს მიუშჳს ჴორცთა ჩუეუ/ლებად ბუნებითსა წესსა თჳსსა, ხოლო უაღრეს ბუნებისა, რამეთუ არა იძულებით იყვნეს მის თანა არცა ერთი, არამედ ყოველივე ნებსით. 5. ნებსით შეემშია, ნებსით მოეწყურა, ნებსით შეშინდა, ნებსით მოკუდა და სხუაჲ ყოველივე ნებსით თავს-იდვა. 6. ხოლო რავდენნიცა სიტყუანი სიმდაბლისანი წერილთა შინა ქრისტესთჳს იპოებიან, ვითარ მონებაჲ და უმეცრებაჲ და წარმატებაჲ და სრულებაჲ და სხუაჲ ესევითარი, ყოველი ბუნებასა მას კაცობრივსა მიეჩემების, რაჲთა ვცნათ, ვითარმედ სრული ღმერთი იყო და სრული კაცი.

   7. აწ უკუე უწყით, ვითარმედ მდაბალნი იგი სიტყუანი კაცებისათჳს არიან. რამეთუ უვნებელმან მან ჩუენთჳს ივნო ნებსით და ყოვლივე სიმდაბლისა წესი ბუნებითი ნებსით თავს-იდვა, ხოლო ბუნებაჲ იგი ღმრთეებისა მისისაჲ / ყოველსავე შინა უვნებელად ეგო, რამეთუ ერთი იგი ქრისტე, რომელსა / ღმერთეებისაგან და კაცებისა ერთ გუამოვნებად და ორ ბუნებად აღვიარებთ, ბუნებითა მით კაცობრივითა თავს-იდებდა ვნებათა, ხოლო ბუნებითა მით ღმერთეებისაჲთა უვნებელად ეგო. სულსა მას კაცობრივსა, რაჟამს ჴორცთა ევნებოდის, არა ევნების, გარნა ელმისვე, რამეთუ ვნებულსა მის ბუნებისაჲ არს, ხოლო ღმრთეებასა მას, სრულიად უვნებელსა, არცა ელმოდა, არცა რაჲ ევნებოდა ჴორცთა თანა. 8. / ამისთჳსცა უწყებაჲ ჯერ-არს, ვითარმედ ამას ვიტყჳთ, თუ ღმერთმან ჴორცითა ივნო, ხოლო თუ ღმრთეებამან ჴორცითა ივნო, ანუ თუ ღმერთსა ჴორცთაგან ვნებაჲ შეემთხჳა, ამას არა ვიტყჳთ, არცა მოვიგონებთ. არამედ ჴორცითა მით კაცობრივითა ივნო ღმერთმან, ხოლო ღმრთეებაჲ უვნებელ არს. და ვითარმცა ეგებოდა / ესე, რაჲთამცა შეუხებელსა მას ბუნებასა ვნებაჲ შეემთხჳა? ნუ იყოფინ! 9. / რამეთუ ვითარცა მზე ბრწყინავნ რაჲ ხესა ზედა და დგის ვინმე და ცულითა ჰკუეთნ ხესა მას, ელვარებასა მას მზისასა, რომელი მაშინ ბრწყინავნ ხესა ზედა, არარაჲ შეემთხუევის, არცა მოიწყლვის, არცა განიკუეთე/ბის. რავდენ უფროჲსად უვნებელი იგი ღმერთეებაჲ სიტყჳსაჲ, რომელი-იგი განჴორციელდა ჩუენთჳს, ვნებასა მას ჴორცთასა უვნებელად ეგო, რამეთუ ბუნებასა მას ღმერთეებისასა რაჲმცა ვნებაჲ შეეხო? 10. და ვითარცა უკუეთუ ვინ დაასხას წყალი რკინასა ზედა განჴურვებულსა, ცეცხლი იგი დაშრტის, ხოლო რკინაჲ უვნებელად ეგის, რამეთუ არა აქუს ბუნებასა რკინისასა ჩუეულებაჲ ვნებად წყლისაგან, რავდენ უფროჲსად ვნე/ბასა მას ჴორცთასა უვნებელი იგი ღმერთეებაჲ უვნებელადვე ეგო და ჴორცთა მათგან წმიდათა განუშორებელ იყო და ვნებაჲ მას არა შეემთხუეოდა. 11. / ხოლო ესე საცნაურ არს, ვითარმედ იგავნი და სახენი არა ეგებიან ესრეთ, რაჲთამცა ყოვლადვე დაუკლებელად მიემსგავსებოდეს, და უფროჲსად საღმრთოთა ამათ საქმეთა ზედა, გინა თუ წმიდისა სამებისათჳს, გინა თუ ქრისტეს განკაცებისა სახე სრულიად მსგავსი არა იპოების, არამედ მცირედ მსგავსებაჲ, ამისთჳს მრავალთა სახეთაგან შევკრებთ გულისჴმისყოფასა ჭეშმარიტებისასა.*

 

 

 

* Institutio elementaris: PG 95 c. 109 C 5-13.

*აქ გრძელდება ტექსტი Aნუსხაში.

* A ნუსხას აკლია 76v-ს ბოლო, 77r-v, 78v-ს ბოლო, 79r-v.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება