მთავარი > ქრისტიანული ოჯახი > ბავშვებს ლოცვა საკუთარი მაგალითით უნდა ვასწავლოთ

ბავშვებს ლოცვა საკუთარი მაგალითით უნდა ვასწავლოთ


26-10-2012, 21:21

   მამებო და დედებო! იზრუნეთ, რომ როგორც კი თქვენი შვილები დაიწყებენ სიტყვების წარმოთქმას, უკვე იცოდნენ რამოდენიმე საღვთო სიტყვაც.

ყოველ დილა-საღამოს მიეჩვიონ პირჯვრის გამოსახვასა და ლოცვას, რამდენსაც შეძლებენ, ორი-სამი მუხლმოდრეკაც საკმარისი იქნება. მთავარია მშობლები ასწავლიდნენ ბავშვებს ლოცვას საკუთარი მაგალითით. ბავშვები მეტად მიმბაძველნი არიან. ვაი, იმ მშობლებს, ვისგანაც ბავშვები მხოლოდ ცუდს სწავლობენ! ღვთის წინაშე ისინი საშინლად აგებენ პასუხს.

ვაი იმ მამას, რომლისგანაც შვილი გადაიღებს მხოლოდ ბილწსიტყვაობას, ხოლო ლოცვას - არცერთს! ვაი იმ დედას, ვისგანაც მისი ქალიშვილი ისწავლის მხოლოდ უსირცხვილო სიმღერებს, ხოლო ყველაზე აუცილებელი ლოცვების და სწავლისათვის არ იზრუნებს! ახლა ასეთი აღზრდა, სამწუხაროდ, არაა იშვიათი.

ამჟამად აქებენ არა იმ ვაჟს, რომელიც ხშირად დადის ტაძარში და იცის ბევრი ლოცვა, არამედ იმას, რომელსაც შეუძლია სხვების სიტყვაში მოგება, გამოლანძღვა, დაცინვა, წყენინება. ახლა ქებაშია არა თავმდაბალი, წყნარი და მორცხვი გოგონა, არამედ ენაწყლიანი, ჩქარი და სიმღერების კარგად მომღერალი... საბრალო აღზრდა! შეძლებენ კი მათი მშობლები აგონ პასუხი შვილების აღზრდისათვის?!

 

გაზეთ „ხარებას"  ბიბლიოთეკიდან


უკან დაბრუნება