მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი ქრისტიანობაა, ყოველგვარი ადამიანური ნააზრევისაგან განყენებული
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი ქრისტიანობაა, ყოველგვარი ადამიანური ნააზრევისაგან განყენებული4-06-2017, 00:06 |
მართლმადიდებლობის ზეიმი IX ს-ში, კონსტანტინეპოლის პატრიარქის წმ. მეთოდის დროს, ხატმებრძოლეობის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ დადგა. მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი ქრისტიანობაა, ყოველგვარი ადამიანური ნააზრევისაგან განყენებული. მართლმადიდებლური სწავლება წმინდა წერილსა და გადმოცემაზე არის დაფუძნებული, რომელმაც მაცხოვარმა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ მემკვიდრეობით გადასცა წმინდა ეკლესიას. შემდეგი მსოფლიო კრებები და ეკლესიის წმინდა მამები ადასტურებდნენ მხოლოდ იმას, რაც წმინდა წერილსა და წმ. მოციქულების სწავლებაზეა იყო დაფუძნებული. მართლმადიდებლად ყოფნა აუცილებელია იმიტომ, რომ მართლმადიდებლური სწავლება თვით ძე ღვთისამ აუწყა კაცობრიობას. დედამიწაზე არსებული მართლმადიდებელი ხელმძღვანელობაც სახარებაზეა დაფუძნებული და მრავალი წმინდანის მოღვაწეობითა და სასწაულებით არის დამოწმებული. მართლმადიდებლობა უზენაესის შესახებ იმდენ ცოდნას გვანიჭებს, რამდენი მისაწვდომია ადამიანისათვის. მართლმადიდებლობა გვაძლევს სულიერ ძალებს სწორი ცხოვრების წესის აღსასრულებლად, რადგან ეკლესიის მეოხებით გვენიჭება სულიწმიდის მადლი სათნოებებში განსამტკიცებლად. ყოველგვარი გადახრა ჭეშმარიტებისაგან სულიერი ხედვის დაზიანებასა და სულიერი ძალების დასუსტებას იწვევს. ამიტომ, მას, ვინც არა მხოლოდ თავად განუდგა მართლმადიდებლობას, არამდ სხვანიც აცდუნა თავისი სწავლებით, წმინდა ეკლესია იკვეთს, როგორც სასიკვდილო სენით დასნეულებულ სხეულს, რათა სხეულის ჯანსაღი ნაწილები იხსნას მოწამვლისაგან. ბერძნულ ენაზე ამ მოქმედებას „ანათემა" ეწოდება. ამასთანავე, წმინდა ეკლესია ლოცვას აღავლენს, რათა ყოვლი ცდუნებული ადამიანი მოიქცეს სიმართლისაკენ და შეიცნოს ჭეშმარიტება.
წმინდა არქიეპისკოპოსი იოანე (მაქსიმოვიჩი) Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |