მთავარი > საცდურები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > გლობალიზაციის ლოგიკა

გლობალიზაციის ლოგიკა


26-04-2017, 00:03

 

   ბოლო დროს ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებით ხშირად გაისმის სიტყვები „გლობალიზმი" და „გლობალიზაცია". სულ მალე ბავშვებიც შეუფერხებლად წარმოთქვამენ ამ ტერმინებს. რაც არ უნდა ილაპარაკონ, რომ გლობალიზაცია - „ერთიანი ეკონომიკური და ინფორმაციული სივრცის", „მსოფლიო ბაზრისა" და „თავისუფალი საზოგადოების" დაარსებაა, ჩვენ ვიცით, რომ საუბარია ერთიანი მსოფლიოს სახელმწიფოს შექმნაზე, რომელსაც ეყოლება ერთი მთავრობა, ერთიანი ჯარი, ყველასათვის საერთო ფინანსები, კანონები და კულტურა. ამ პროექტმა ფართო განვითარება XX-სის 60-70-იან წ.წ. ჰპოვა, როდესაც გაეროს მსგავსმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭეს, ხოლო სუვერენული ქვეყნები, მათი ვალუტა და ცხოვრების ტრადიციული წყობა, მიზანდასახულად დაასუსტეს.

   გლობალიზაციის მომხრენი ხმამაღლა გაიძახიან: „საყოველთაო წესრიგი დამყარდება", იქნება „ეკონომიკური ზრდა", „თავისუფალი მიმოსვლა", „სხვა სახელმწიფოთა კულტურის გაზიარება მოხდება"... დღეს ხშირად გაისმის მოწოდებები „ევროპისაკენ", „ევროპული ცხოვრების წესისაკენ". მაგრამ, ნუთუ მართლაც დიდი სიკეთეა ევროპასთან გაერთიანება? იქნებ, თავდაპირველად განვიხილოთ, რას გვთავაზობს იგი, რა კულტურული მარაგი გააჩნია მას? ვიღაცამ შეიძლება გაიფიქროს, რომ ჩვენ მათი პრობლემები არ გვეხება, ისინი ხომ ბოროტებას თავს არ გვახვევენ, არაფერს გვიშავებენ.

   აქ კი ვცდებით, სწორედ რომ გვახვევენ და გვიშავებენ, უფრო სწორად, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს რყვნიან. განა არ აწუხებთ ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგებს, პროფესიულ დისკრიმინაციას რომ უჩივიან? ნუთუ მათ სახლების მშენებლობას სურთ და მათ ამის ნებას არ რთავენ? არა, ისინი სკოლებისაკენ, საბავშვო ბაღებისა და პოლიკლინიკებისაკენ მიილტვიან. ევროპასა და ამერიკაში მათ თავიანთ საწადელს უკვე მიაღწიეს. სხვათა შორის ყველამ არ იცის სიტყვა „გეის" განმარტება. და ალბათ ფიქრობენ, რა არის აქ ასეთი სამხიარულო? ეს აბრევიატურა კი განიმარტება „Good as you” - ისეთივე კარგი, როგორც თქვენ". ამის საფუძველზე ჰომოსექსუალები „კარგი" უფლებების მისაღწევად იბრძვიან. და კიდევ უფრო ცოტა ადამიანმა იცის, რომ ევროპასა და ამერიკაში თანასწორუფლებიანობის მიღწევის შემდეგ, წამოაყენეს ლოზუნგი: „better bran you” (ჩვენ თქვენზე უკეთესნი ვართ) და სკოლებში თავიანთი ცხოვრების წესის პროპაგანდას ითხოვენ.

   საინტერესოა ევროპისაკენ მიმართული საზოგადოების პასუხი კითხვაზე: „თქვენ მართლაც მზად ხართ ასეთი ევროპის ნაწილი იყოთ? ევროპისა, სადაც თანამედროვე ოჯახის უმთავრეს პრობლემად უფროსი თაობის არასრულწლოვან ბავშვებთან სექსუალური ურთიერთობაა. სადაც ბრიუსელის მართლმსაჯულების სასახლეში პედოფილებისაგან დაღუპულ ბავშვთა მშობლები პროტესტს აცხადებენ. იცით რომ ჰოლანდია პირველი ქვეყანაა, რომელიც სამუშაო სახლებისათვის მთელს მსოფლიოს საბითუმოდ აწვდის არასრულწლოვან ბავშვებს? რომ ამსტერდამის ქუჩებში, პირდაპირ ქალაქის ცენტრში, მამაკაცები დაუმალავად ეწევიან ონანიზმს (ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში ესეც ერთგვარი სექსუალური ცხოვრების უფლებაა!).

   სადაც ერთი საღამოს განმავლობაში რამდენჯერმე შემოგვთავაზებენ ნარკოტიკებს?

   ერთმა ჩემმა ახლობელმა ამსტერდამში თვალნათლივ დაინახა სასურსათო მაღაზიის ვიტრინაში გაშიშვლებული „დეიდები", რომლებიც უხამსი პოზებით ბავშვებს იოგურტის ყიდვისაკენ მოუწოდებდნენ. თქვენ მართლა გსურთ გაერთიანება ევროპაში, სადაც აპირებენ ლეგალური გახადონ ნარკოტიკებით ვაჭრობა, სადაც მოზარდი შვილები მასიურად აბარებენ თავიანთ მშობლებს მოხუცებულთა სახლებში, და ეს ნორმად ითვლება, სადაც ულტრალიბერალური ჰოლანდიის მიბაძვით შვეიცარიამაც მიიღო ევთანიზია?

   ამასთანავე, ევროპაში მეტად უცნაურად არის დაყენებული ბავშვთა უფლებათა დაცვის პრობლემა. მაგალითად, შვედეთში ბავშვთა ფიზიკური დასჯა კანონით არის აკრძალული. თუ ქუჩაში განრისხებულმა მამამ თავის შვილს რბილ ადგილზე წამოარტყა, აუცილებლად გამოჩნდებიან „კეთილისმსურველნი", რომლებიც ამ ფაქტის შესახებ მილიციას შეატყობინებენ, შვედები ხომ უაღრესად კანონისმოყვარე და კანონის შემსრულებელი ხალხია და მაშინ მშობელს საკმაოდ სერიოზული ჯარიმის გადახდა მოუწევს.

   შედეგიც სახეზეა: „შვედი მამები და დედები ხშირ შემთხვევაში ღიმილით უცქერენ თავიანთ შვილებს სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისა და უწესრიგობის დროს". უყურებ პატარა ბუთხუზას, რომელიც აშკარად დასცინის თავის მშობელს და ფიქრობს: „ნამდვილად მოუხდებოდა შემოლაწუნება".

   მოგწონთ ასეთი ცხოვრება? ჩვენთან ხომ ამისათვის თითქმის ყველაფერი მზად არის: ძალადობასთან მებრძოლი ცენტრები უკვე მრავალ ქალაქშია შექმნილი. მ.ი.ს-ის მეშვეობით რეგულარულად წამოიჭრება საკითხი ბავშვთა ფიზიკური დასჯის აკრძალვის თაობაზე.

   სკოლებში დაგეგმილია, შემოიღონ ახალი საგანი „ბავშვის უფლებათა კონვენცია". მოსკოვში უკვე ჩატარდა ბავშვთა უფლებების დაცვის ფესტივალი, სადაც წამყვანმა მოზარდებს მიმართა: „იცით ვინ არიან ბავშვთა უფლებების ყველაზე დიდი დამრღვევნი? თქვენი მშობლები!" და მიკროფონით უახლოვდებოდა ბავშვებს, რათა დაწვრილებით გამოეკითხა, კონკრეტულად როგორ არღვევენ მშობლები მათ უფლებებს. თავდაპირველად ბავშვები დაიბნენ. შემდეგ კი გაიძახოდნენ: „დისკოტეკისა და „მაკდონალდსის" ფულს არ გვაძლევენ", „როკ-მუსიკის ხმამაღლა ჩართვას გვიკრძალავენ", „სკოლაში სიარულს გვაიძულებენ". (თბილისშიც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ხშირად გაიძახიან ბავშვთა ეგრეთწოდებულ უფლებათა დაცვის შესახებ).

   ასე, რომ ევროპაში გაწევრიანება უკვე მიმდინარეობს. ახლა მხოლოდ შესაბამისი კანონებია მისაღები - და ჩვენი მშობლებიც ევროპელ მშობელთა ანალოგები გახდებიან.

   გლობალიზაციის მომხრენი („ევროპასთან გაწევრიანება" კი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია) ყურადღებას მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მხარეს აქცევენ. აქაოდა, სხვაგვარად გარიყულები დავრჩებით, ვერ განვავითარებთ მაღალ ტექნოლოგიებს, ინფორმაციული საზოგადოების გარეთ დავრჩებით. და ა.შ. უბრალოდ რომ ვთქვათ: თქვენ გემუქრებათ კომპიუტერისა და ინტერნეტის, საზღვარგარეთული მანქანების, თურქეთში დასვენების, „ჰოთ-დოგებისა" და „პიცის" გარეშე დარჩენა.

   კვლავ გეკითხებით, მოგწონთ ასეთი ცხოვრება?!



მოამზადა დავით ჯინჭარაძემ 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება