მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > როგორი უნდა იყოს ყოველდღიური აღსარება
როგორი უნდა იყოს ყოველდღიური აღსარება23-04-2017, 06:49 |
ძილის წინ, ლოცვის წარმოთქმისას, გამოსცადე შენი სინდისი, გაიხსენე, რას აკეთებდი მთელი დღის განმავლობაში. ვის ელაპარაკე? გაიხსენე, ყოველი შენი მოქმედება, სიტყვა და ფიქრი. გაიხსენე, გასული დღეების მანძილზე ვის რა უთხარი? ხომ არ აწყენინე მეგობრებსა და მეზობლებს? ხომ არ მოატყუე ვინმე? ხომ არ დაადანაშაულე ვინმე ტყუილუბრალოდ? ხომ არ დასცინე მეგობრის სისუსტეს? გაბრაზებულმა ვინმე ხომ არ დასწყევლე? შიშით გაიხსენე, თუ რა გააკეთე გასულ დღეს. აასრულე თუ არა იესო ქრისტეს მცნებები? ღვთისათვის აკეთებდი საქმეებს თუ შენთვის? გაიხსენე, გიყვარდა თუ არა ახლობლები? ხომ არ უთხარი უარი პურის მიცემაზე გაჭირვებულს? ხომ არ მიგიტაცია ახლობლის ქონება? გააკეთე თუ არა რაიმე შენი სულის გადასარჩენად? მიამატე თუ არა ერთი სიკეთე შენს საქმეებს? სანამ დაიძინებდე, გამოსცადე შენი თავი და შენი სინდისი, გაიხსენე გასული დღის ყოველი საათი.
როგორ უნდა მოვიქცეთ აღსარებაზე
ქრისტიანს სული გახსნილი უნდა ჰქონდეს კეთილი მოძღვრების მისაღებად. არ უნდა მიხვიდე აღსარებაზე გულგრილი, დაბნეული, მოუმზადებელი. ამის გამო სულიერ მოძღვარსაც უჭირს თავისი მოვალეობის შესრულება. უნდა მოემზადო, თქვი თუნდაც ხუთი სიტყვა, ოღონდ გულწრფელად. მაშინ მოძღვრის გულიც გაიხსნება შენი სიტყვების მისაღებად. გულთან ერთად კი პირიც შენი დარიგებისა და დამოძღვრისათვის.
სიკეთე ბოროტისათვის
ერთ სკოლაში ვარო სწავლობდა. ძლიერ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ გული კი ბოროტი ჰქონდა. მეტად თავი მოჰქონდა სილამაზითა, ნაკლებად ბეჯითობდა და წამდაუწუმ დასცინოდა თავის ამხანაგებს. მეტადრე ამოჩემებული ჰყავდა პატარა ელამი კატო; რამდენჯერ დაუცინია გულის-საკლავად და უტირებია ცხარე ცრემლებით. ამხანაგებს ჭირივით ეჯავრებოდათ ბოროტი ვარო. გაჩნდა ერთხელ ყვავილი (ავადმყოფობა). ვაროს აცრილი არა ჰქონდა და დედ-მამის დაუდევრობით შეხვდა ყვავილი და ისე დაუჯღანა პირის სახე, რომ კაცი ვეღარც კი იცნობდა, გაჩოფურავებულმა ბავშვმა დაჰკარგა სამუდამოდ სილამაზე, რითაც ამპარტავნობდა, და საშინელს მწუხარებაში ჩავარდა. მორჩენის შემდეგ მშობლები ვაროს სკოლაში გზავნიდნენ, მაგრამ ცივს უარზედ იდგა: თან რცხვენოდა და თან ეშინოდა ამხანაგებისა. ბოლოს, როგორც იყო, გაგზავნეს სკოლაში. მიდის ვარო სკოლისაკენ და გულში უტრიალებს შიშის ალი: ჩემი ამხანაგები რომ დაკენკილს სახეს დამინახავენ, ხარხარს შეჰქმნენ, მასხარად გამხდიან, წინანდელს ჯავრს ამოიყრიან და გულს სულ ჩამიფუფქავენო. შევიდა სკოლაში გაფითრებული და აკანკალებული ვარო, მაგრამ დახე საოცრებას! მოლოდინი არ ასრულდა, შიში არ გაუმართლდა. ამხანაგებმა ვარო რომ დამახინჯებული დაინახეს, სიბრალულით აევსოთ გული და სცდილობდნენ ალერსით ენუგეშებინათ. ყველაზე მეტს თანაგრძნობას უჩვენებდა ელამი კატო. ვაროს გული ამოუჯდა სიხარულისაგან და ორივ თვალებიდგან შვების ცრემლი წასკდა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |