მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > სწავლებანი უნათლავად აღსრულებულ ყრმათა, მუცელში მოწყვეტილთა და აბორტით მოკვდინებულთა საიქიო ხვედრის შესახებ (ნაწილი მეექვსე)

სწავლებანი უნათლავად აღსრულებულ ყრმათა, მუცელში მოწყვეტილთა და აბორტით მოკვდინებულთა საიქიო ხვედრის შესახებ (ნაწილი მეექვსე)


26-01-2017, 00:03

 

VI დონე - ზნეობრივი ღმრთისმეტყველება

 

   ზნეობრივი ღმრთისმეტყველების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი თავად უფალმა იესო ქრისტემ გადმოგვცა: „ყოველმან ხემან კეთილმან ნაყოფი კეთილი გამოიღის, ხოლო ხემან ხენეშმან ნაყოფი ხენეში გამოიღის, ვერ ხელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად, და არც ხესა ხენეშსა ნაყოფი კეთილი ყოფად (...) ანუ ყავთ ხე იგი კეთილ და ნაყოფიცა მისი კეთილ; ანუ ყავთ ხე იგი ხენეშ და ნაყოფიცა მისი ხენეშ; რამეთუ ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს" (მათ. 7. 17-19; 12, 33).

   ამრიგად: რაც თავის არსში დადებითია, მას ნაყოფიც პოზიტიური ექნება, ხოლო რაც თავის არსში უარყოფითია, მას ნაყოფიც ნეგატიური ექნება -  საბოლოო შედეგით შეიძლება განისაზღვროს რამე მოვლენის ავ-კარგიანობა!

   სხვათა შორის, ამ პრინციპითაც სამაგალითოდ ისარგებლა წმ. მარკოზ ეფესელმა (XV ს.), როდესაც „სალხინებლის" შესახებ ლათინთა სწავლების სრული მავნებლურობა წარმოაჩინა „ფერარო-ფლორენციულის" სახელწოდებით ცნობილ კრებაზე წარმოთქმულ მეორე მოხსენებაში - აი, რა ბრძანა მან:

   „მეათე და უკანასკნელ პუნქტად ჩვენ მივუთითეთ, რომ ეს სწავლება („სალხინებელზე") მონათესავეა და მსგავსია ორიგენისეული ცრუ მოძღვრებისა - და ვამბობთ: ის უარყოფილ - უნდა - იქნას კიდევ იმის საფუძველზეც, რომ სულებში წარმოშობს უზრუნველობას და მოდუნებას, რამეთუ ისინი მოელიან უკვე სხვა განწმენდას (რომელიც სიკვდილის შემდგომ თითქოსდა უნდა იყოს „განსაწმენდელში")"...

   ზნეობრივი ღმრთისმეტყველებისეულ ამ გასაღებს თუ მივუყენებთ განსახილველ საკითხს, - შემდეგი სურათი გამოიკვეთება:

   მართლაც, თუკი ადამიანის დანიშნულება და საბოლოო მიზანი ცხოვნებაა, ხოლო უნათლავად აღსრულებული ყრმები არ წაწყმდებიან (რაც იგივეა, რომ - ცხოვნდებიან, რაკი შუალედური მდგომარეობა არ არსებობს), - მაშ რატომღა აჩენენ და ზრდიან დედები შვილებს?! წარმოიდგინეთ ალტერნატივა: თუკი ორსული ქალი აბორტს გაიკეთებს, - უნათლავად გარდაცვლილი მისი შვილი ცხოვნდება, ხოლო უკეთუ შობს და გაზრდის, - ღმერთმა უწყის ცხოვნდება, თუ - წაწყმდება... ამ აბსურდული ცრუ მოძღვრების მიხედვით, ღრმადმორწმუნე დედებმა სწორედ რომ აბორტი უნდა გაიკეთონ, რათა თავიანთი შვილები ასეთი გზით ცხოვნების მიერ ამ საცდურ წუთისოფელში შემოსვლისა და აქ წაწყმედის რისკისგან დაიფარონ!..

   მაშასადამე, VI - ზნეობრივი ღმრთისმეტყველების დონეზეც ცრუ სწავლება უნათლავთა ცხოვნების შესახებ სრული კრახისტოლფასია... (გაგრძელება...)

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება