მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > სწავლებანი უნათლავად აღსრულებულ ყრმათა, მუცელში მოწყვეტილთა და აბორტით მოკვდინებულთა საიქიო ხვედრის შესახებ (ნაწილი მეორე)
სწავლებანი უნათლავად აღსრულებულ ყრმათა, მუცელში მოწყვეტილთა და აბორტით მოკვდინებულთა საიქიო ხვედრის შესახებ (ნაწილი მეორე)19-01-2017, 00:00 |
II დონე - დიდი სჯულისკანონი
გადავხედოთ თუ რას ასწავლის და აკანონებს კართაგენის წმ. ადგილობრივი კრება (419 წ.), რომელიც დამტკიცებულია VI და VII მსოფლიოს საეკლესიო კრებების მიერ, რისი წყალობითაც აქვს საყოველთაო - სავალდებულო მნიშვნელობა. „ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახლად შობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორედ შობის საბანელით ადამის მიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისგან განწმედას, რომ ამთი ნათლისღების სახე არის არაჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებითი, შეჩვენებულ უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ მოციქულის ნათქვამი, რომ - „როგორც ერთი ადამინის მიერ ცოდვა შემოვიდა ქვეყნიერებაზე, ხოლო ცოდვის მიერ - სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, იმიტომ, რომ ამით ყველამ შესცოდა" (რომ. 5,12) [ეს უნდა გავიგოთ ისე] როგორც ესმის ყოველ მხარეს გავრცელებულ და ყველგან, ქვეყნის ყველა ნაწილში განფენილ კათოლიკე ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, თუმცა მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეცოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისგან (ადამისგან)" (110-ე კანონი; „დიდი სჯულისკანონი" საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1987 წ.) წარმოდგენილი კანონიდან ცალსახად იკვეთება უნათლავად გარდაცვლილი ყრმების საიქიო ხვედრიც - ისინი წარწყმდებიან ადამისა და ევას დაცემის ძალით, პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული ბუნების გამო! და იმ ზრდასრულ ადამიანებს, რომელნიც ასწავლიან რა, რომ ჩვილნი ნათლობას არ საჭიროებენ პირადი უცოდველობის წყალობით, - კართაგენის წმ. კრება შეაჩვენებს, ვითარცა ყრმათა სულიერ მკვლელებს!... ზემოთქმული კიდევ უფრო ზუსტდება აღნიშნული კანონის განმარტებაში - მოვუსმინოთ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე ავტორიტეტულ კანონისტებს: ზონარა(XII ს.) და ბალსამონე (XII ს.): „ზოგიერთნი ამბობდნენ, რომ ახალშობილი ყრმები ნათელს იღებენ არა ცოდვების მისატევებლად, რამეთუ მათ არა აქვთ ცოდვები, ვინაიდან არც კი შეუძლიათ სცოდონ, არ ფლობენ რა უნარს კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, - კრება უარყოფს ამას და მათ, რომელნიც ასე ფიქრობენ და იტყვიან, თითქოსდა პირველმშობელთა ადამისეულ ცოდვისგან (ადამის) შთამომავალთ არ უსესხებიათ არაფერი, რისთვისაც ბავშვებს საჭიროება ექნებოდათ საღმრთო საბანელით განწმედისა - (ასეთებს) ანათემა - ჰყოფს, ამბობს რა: რომ აქედან გამომდინარე იქნებოდა აზრი, თითქოსდა სახე ნათლობისა ცოდვათა მისატევებლად ასეთთა, ანუ - ახალშობილ ბავშვთა მიმართ, - არაჭეშმარიტია; შემდგომ კრება ამტკიცებს თავის სიტყვას, მოაქვს რა გამონათქვამი დიდი პავლესი: რამეთუ, იტყვის, სხვაგვარად როგორ გავიგოთ სიტყვები ესე: „ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძალით სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5,12), - თუ არა ისე, როგორც ესმის ეს მსოფლიო ეკლესიას, ყველგან განფენილს და გავრცელებულს, ე.ი. მორწმუნე ერს, განთესულს მთელ მსოფლიოში"; არისტინი (XII ს.): „ვინც ამბობს, რომ ახალშობილნი და მოსანათლავნი არ სესხულობენ არაფერს ადამის ცოდვისგან, რასაც სჭირდება ნათლისღებით განწმენდა, - შეჩვენებას ექვემდებარებიან; რამეთუ ერთისა მიერ სიკვდილი და ცოდვა საყოველთაო შეიქმნა". ამრიგად II დონეზე, ანუ დიდი სჯულისკანონის სწავლებით, უნათლავად გარდაცვლილი ყრმები წარწყმდებიან, რის გამოც მათი დაღუპვის იდეურ ხელშემწყობთ, ვითარცა ყრმების სულიერ მკვლელებს, კართაგენის წმ. კრება შეაჩვენებს.(Правила св. Поместных Соборов с толкованиями, т II. cтр. 265; Москва, 1915 г.) (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |