მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > პატრიარქი ბართლომე: „ეკლესიის კანონები სირცხვილის ჯებირებია“

პატრიარქი ბართლომე: „ეკლესიის კანონები სირცხვილის ჯებირებია“


30-12-2016, 00:07

 

პროტოპრესვიტერი თეოდორე ზიზისი 

 

   საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლისას, როდესაც ჯერ კიდევ ჩემი პედაგოგი პროფესორი ქრისტუ გახლდათ, არქიმანდრიტმა ბართლომე არხონდონისმა წარმოადგინა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონების კოდიფიცირება". თავის დისერტაციაში ის ამბობს, რომ ზოგიერთი წმინდა კანონი მოძველდა, ისინი აღარ გამოიყენება პრაქტიკაში, ამიტომაც უნდა შეიცვალოს. შესაცვლელ კანონთა ნუსხაში ერეტიკოსებთან ერთობლივი ლოცვის ამკრძალველ კანონებსაც მოიაზრებდა.

   წმინდა კანონები კატეგორიულად კრძალავს ერეტიკოსებთან ერთობლივ ლოცვას. ამრიგად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა არქიმანდრიტი ბართლომე, რომელიც პატრიარქ ათინაგორასა და მიტროპოლიტ მელეტის გარემოცვაში ცხოვრობდა, ამბობდა: „განა კარგია, რომ ჩვენ მეოცე საუკუნეში არ შეგვიძლია პაპისტებთან და პროტესტანტებთან ლოცვა? აუცილებელია კანონების შეცვლა".

   უფრო უარესებსაც ამბობდა. არსებობს მისი წერილობითი განცხადება მასზედ, რომ „წმინდა კანონები არის სირცხვილის ჯებირები, რომლებიც უნდა დავანგრიოთ". ე.ი. აუცილებელია კანონების უგულებელყოფა, რათა განადგურდეს მართლმადიდებლობა. ადამიანებმა არაფერის იცის, საიდან მოვიდა ბართლომე და საით მიდის და მას ხოტბას ასხამენ.

   თავად მას პირადად არ გაუკეთებია განცხადება, მაგრამ პირად საუბრებში ამბობდა, რომ ჩვენი წინამორბედი მამები, წმინდანები, გახლდნენ მსხვერპლნი ბოროტების სათავის - ეშმაკისა. ჩვენი მამები: წმ. ფოტი, წმ. მარკოზ ეფესელი, წმ. გრიგოლ პალამა - ანტიპაპისტები, იყვნენ ბოროტების თავის - გველისა და ჩვენ ლოცვა გვმართებს მათთვის, ე.ი. უნდა გამოვიტანოთ მათი ხატები ტაძრებიდან და უნდა ვილოცოთ მათთვის.

   „წმინდაო ღვთისაო გრიგოლ", „წმინდაო ღვთისა ფოტი" და აღვასრულოთ სამწმინდაო. ღმერთო, განუსვენე, შეუნდე მათ შეცოდებანი. იმის ნაცვლად, რომ ლოცვებში მოვუხმოთ მათ, უნდა ვუგალობოთ სამწმინდაო, მისატევებელად ცოდვათა.

   დღეს კი ზოგიერთი თეოლოგი, რომლებიც იზიარებენ ამგვარ „უნიკალურ", „განმანათლებლურ" აზრებს პატრიარქისა, ამბობენ მასთან ერთად: დიახ, მოდით შევცვალოთ წმინდა კანონები. ვინ უნდა შეცვალოს? ისინი აშკარად ვერ ბედავენ ამის თქმას, მაგრამ მსგავსი შინაარსის აზრებს ავრცელებენ საზოგადოებაში.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება