მთავარი > საცდურები, სხვადასხვა > არ გაბედო თავად განმარტო სახარება
არ გაბედო თავად განმარტო სახარება24-10-2012, 12:45 |
„სულიწმიდამ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა პირით წარმოთქვა, ხოლო წმიდა მამების მეშვეობით განმარტა ღვთის სიტყვა. ღვთის სიტყვაც და მისი განმარტებაც - სულიწმიდის მადლია. მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია! მხოლოდ ამ ერთადერთ განმარტებას ღებულობენ მისი ჭეშმარიტი შვილები! ვინც სახარებასა და მთელს საღვთო წერილს თვითნებურად განმარტავს, ის უარყოფს მის განმარტებას წმიდა მამების, სულიწმიდის მიერ. ვინც უარყოფს საღვთო წერილის განმარტებას სულიწმიდის მიერ, ეჭვგარეშეა, ის უარყოფს თვით საღვთო წერილსაც. მათთვის, ვინც კადნიერად განმარტავს, ღვთის სიტყვა სასიკვდილოა, ორლესული მახვილია, რომლითაც ისინი თვითონვე განიგმირავენ თავს, რათა საუკუნოდ წარწყმდნენ. ასე წარიწყმიდეს სული არიოზმა, ნესტორმა, ევტიხიმ და სხვა მწვალებლებმა, რომლებიც საღმრთო წერილის თვითნებური და კადნიერი განმარტებით ღვთისმგმობელობაში ჩაცვივდნენ" (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი). მართლმადიდებელნო! იკითხეთ ან უსმინეთ ბიბლიას უღრმესი პატივისცემით, როგორც უფლისაგან, ზეციდან გამოგზავნილ წერილს. მასში ყველაფერია, რაც უნდა ვიცოდეთ ჩვენი ცხონებისათვის. წაკითხვის წინ ილოცეთ, რომ ღმერთმა გაგიხსნათ გონება მისი შემეცნებისათვის. განსაკუთრებით ხშირად იკითხეთ სახარება, წმ. მოციქულთა საქმეები, დავითის ფსალმუნები და ეცადეთ წმ. წერილი გაიგოთ ეკლესიის მასწავლებელთა მეშვეობით და ღმერთი არ მიგატოვებთ, შეგიწყალებთ და გაცხოვნებთ.
გაზეთ„ხარებას"ბიბლიოთეკიდან უკან დაბრუნება |