მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > როგორ მოვიქცეთ, როცა ბიბლიის კითხვისას რაღაც გაუგებარია

როგორ მოვიქცეთ, როცა ბიბლიის კითხვისას რაღაც გაუგებარია


3-09-2016, 00:07
როგორ მოვიქცეთ, როცა ბიბლიის კითხვისას რაღაც გაუგებარია
 

   კელიაში მცხოვრები ერთი ძმა, იმის გამო, რომ არ ესმოდა წმ. წერილის შინაარსი, უიმედო მწუხარებაში ჩავარდა და თავის სულიერ მოძღვარს მიმართა: „მამაო, თუკი არ მესმის, ამაოდ რად ვიკითხო?". ბერმა უპასუხა: „როცა ცხვრები იპოვიან მობიბინე საძოვარს, ხარბად დაეწაფებიან, დაუღეჭავად ყლაპავენ ბალახს და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დააგროვონ, ხოლო ღეჭავენ გაძღომის შემდეგ. ასევე მოიქეცი შენც, ვიდრე გაქვს დრო და საშუალება, რაც შეიძლება მეტად და დაუზარელად იკითხე საღვთო წიგნები. შემდეგ ან თვითონ გაიგებ გამოცდილებით, რაც დღეს გაუგებარია, ან გაიგებ ეკლესიის მოძღვრებისა და მამების საუბ-რებიდან."

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება