მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > ვინ არის ოჯახის უფროსი?
ვინ არის ოჯახის უფროსი?8-01-2017, 00:07 |
კითხვა: თანამედროვე ქრისტიანულ ოჯახში ხშირია შემთხვევები, როდესაც ირღვევა ოჯახის ტრადიციული, იერარქიული წყობა, ანუ, ქალი თავისი თანამდებობისა თუ მაღალი ხელფასის გამო ოჯახის ხელმძღვანელად გვევლინება, რაც მრავალ პრობლემას ბადებს. ოჯახური ცხოვრების როგორი წყობა უნდა შეინარჩუნონ მეუღლეებმა, რათა მშვიდობითა და თანხმობით იცხოვრონ? პასუხი: რა თქმა უნდა „ამასოფლის სული" გავლენას ახდენს ეკლესიურ ოჯახებზეც, მით უფრო, რომ მორწმუნეობა ჩვენს დროში ჯერ კიდევ არ ნიშნავს ადამიანის მართლმადიდებლური სულისკვეთებით განათლებას. გონება ეთანხმება ჭეშმარიტ სარწმუნოებას, თუმცა გული, რომლის გემოვნება უმეტესად უღმრთო გარემოში ჩამოყალიბდა, ეწინააღმდეგბა გონებას. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ სულიერი ბრძოლები მართლმადიდებელ ოჯახებშიც შეინიშნება. წმიდა წერილიდან ვიცით, რომ მამაკაცისაგან შეიქმნა დედაკაცი. თუმცა მამაკაცის ავტორიტეტი აგებულია არა გარეგნულ ბატონობაზე. არამედ ღვთის მცნებების ერთგულებაზე, და რა თქმა უნდა დამოკიდებულია ოჯახის ერთგულებაზე და პურის მოსაპოვებლად მის მიერ გაწეულ შრომაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც მშრომელ დედას შემოაქვს ოჯახში ძირითადი არსებობის საშუალება, მამამ სხვა ოჯახური საქმიანობის მოწესრიგებაზე უნდა იზრუნოს. თავისი მშვიდი, გაწონასწორებული სულიერი განწყობით იგი ვალდებულია დაეხმაროს შვილებს, მეუღლე კი მისი სახით დიდ საყრდენს, მფარველსა და მანუგეშებელს უნდა ხედავდეს. კითხვა: როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც მაღალ თანამდებობაზე მომუშავე დედა სახლშიც დამრიგებლური ტონით იწყებს საუბარს? პასუხი: ასეთ ქალს ვერ დავახასიათებდი შორსმჭვრეტელად. ჭკვიანი ცოლი დამხმარე და მრჩეველია ქმრისა. იგი უნდა უფრთხილდებოდეს მისი მეორე ნახევრის თავმოყვარეობას. მას უნდა ახსოვდეს, რომ მისი მეუღლის „ბიჭუნად" გადაქცევის შემთხვევაში მისი სულიერი მდგომარეობა უთუოდ დაზიანდება. თუმცა, ცხოვრება - ცხოვრებაა... და ხშირად ვხვდებით მამაკაცებს, რომლებიც ვერ დგანან თავინთ სიმაღლეზე. დედები კი, ამანსიპაციის სულისკვეთებით აღზრდილნი, ვერ ხვდებიან მოციქულთა მცნებებს: „ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა" (ეფ. 5. 22). ოციანი წლების რუსეთის ერთმა ეპისკოპოსმა თავის მრევლს ამ პრობლემასთან დაკავშირებით შემდეგი ურჩია: „ყოველივე, რაც სულის ცხონებას არ ეხება, დაუთმე და მშვიდად იყავი". მართლაც, რაც უფრო ჭკვიანია და სულიერი ადამიანი, ანუ, რაც უფრო ახლოს არის ქრისტესთან, მით უფრო მზად არის ემსაუხროს მოყვასს. რასაკვირველია, არ იგულისხმება ცოლის უაზრო კაპრიზების შესრულება. კითხვა: მართლმადიდებელ მამაკაცთა გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ „ურიგოა" ქალს ქურთუკი მიაწოდო, გზა დაუთმო, კარი გაუღო... მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ მამაკაცს მიაჩნია, რომ კაცი უფრო მნიშვნელოვანი არსებაა, ვიდრე ვიღაც „დედაკაცი". რამდენად სწორია ასეთი დამოკიდებულება? პასუხი: მოდით გავიხსენოთ, როგორ ეპყრობოდა წმინდა მართალი იოსები ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამს... დარწმუნებული ვარ, ეს ღვთიმოსავი ადამიანი მარიამის მიმართ იყო დელიკატურობისა და ყურადღების უმაღლესი განსახიერება. სახარებიდან ვიცით, რომ მან არავის გაუმხილა, როდესაც მარიამის მიდგომა გაიგო, შემდეგ თვით უფლის ანგელოზი გამოეცხადა იოსებს და აუწყა, რომ წმ. მარიამი „მიდგომილ არს" სულისაგან წმიდისა. ცხადია, რომ ყველა ქრისტიანი მამაკაცი, მოციქული სიტყვისამებრ, ვალდებულია ქალს მოეპყრას, როგორც „სუსტ ჭურჭელს", და მის მიმართ დიდსულოვნება გამოიჩინოს, ყურადღება და არა სიძულვილი, უხეშობა ან თავხედობა. კითხვა: ეკლესიურ წრეში ხშირად მოისმენ ასეთ გამონათქვამს: „ქალი უნდა დაამდაბლო". სწორია თუ არა ეს დამოკიდებულება? პასუხი: ჩვენ უნდა დავამდაბლოთ სიამაყე, რომელიც ყველა ჩვენგანის გულშია დაბუდებული. რა თქმა უნდა, ქრისტიანი ქალი მოწოდებულია ახსოვდეს ღვთის მცნებები, რომელთა შესრულებით იგი ზნეობრივი თავისუფლების სისავსეს ღებულობს. შეგახსენებთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმენედ" (1 კორ. 14. 34). ანუ მათ ეკრძალებათ ეკლესიის კათერდიდან სწავლება, თავჯდომარეობა ეკლესიაში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დედებს სახლში არა აქვთ „სიტყვის უფლება". მეტიც, სწორედ სახლში ევალებათ მათ შვილთა განსწავლა და ასევე ქმრისა, ამის შესახებ მოწმობს თეოფილაქტე ბულგარელი პავლე მოციქულის ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეს განმარტებაში. თუმცა რამდენადაც ჭკვიანია ქალი, მით უფრო ტაქტიანი და დელიკატურია მისი გამონათქვამი. იგი იმდენად არ ასწავლის, რამდენადაც ურჩევს: თავისი თავმდაბლობით, ტაქტით, სიბრძნით იგი მეუღლეს სწორი გადაწყვეტილებისათვის განაწყობს. კითხვა: და ბოლოს, კვლავ გვსურს მართლმადიდებელი ოჯახის წყობის თემას დავუბრუნდეთ. ხშირად ვხვდებით ოჯახებს, სადაც მამაკაცები უპრობლემოდ უთმობენ დედებს ლიდერის პოზიციებს. ქალს, შეიძლება კიდეც სურს, რომ მას მართავდეს ჭკვიანი და მოსიყვარულე ადამიანი, მაგრამ მაინც მას უხდება ოჯახის გაძღოლა. პასუხი: ამ შემთხვევაში მეუღლეს უნდა ახსოვდეს, რომ ყოველი ჩვენგანის ჭეშმარიტი მეთაური არის ქრისტე. „რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფა არცა ერთი" (ინ. 15. 5) ამბობს უფალი. და თუ ქალი ახერხებს ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობისაგან თავის არიდებას, თუ იგი ინარჩუნებს ტაქტს და გონებაგამჭრიახობას, ანუ გადაწყვეტილების მირებისას ითვალისწინებს თავისი პასიური და ინერტული მეორე ნახევრის აზრს, - ასეთი ქალი ქების ღირსია! ასეთი კეთილგონიერი დედების სანუგშოდ მოვიყვანთ ციტატებს იგავიდან, სადაც საუბარია მათ ღირსებებზე: - ჯერ კიდევ ღამიანად დგება, სახლს საზრდოს აძლევს და მხევლებს - წესსა და რიგს. - ღარიბისთვის ხელგაშლილია და უპოვარს ხელს უწვდის. - პირს სიბრძნითა ხსნის და ენაზე მადლიანი დარიგება აქვს. - თვალ-ყურს ადევნებს, რაც მის სახლში ხდება და პურს მუქთად არ ჭამს. - დგებიან მისი ვაჟები და ლოცავენ მას, და მისი ქმარი აქებს მას. - მაცდუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა. უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი. - მიაგეთ მას მისი შრომის საზღაური და მისმა საქმეებმა იგი კარიბჭესთან განადიდონ (იგავ. 31. 15-31).
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |