მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა სპირიდონის უხრწნელი ნაწილები

წმინდა სპირიდონის უხრწნელი ნაწილები


26-12-2016, 00:00

 

   წმინდა სპირიდონის პატიოსანი ნაწილები ღვთის მადლით უხრწნელად შემონახულია და, რაც განსაკუთრებით საკვირველია, მისი კანის ქსოვილი დღესაც ცოცხალი ადამიანის სხეულისათვის ჩვეულ სირბილეს ინარჩუნებს. ტრიმიფუნტში მისი წმიდა ნაწილები VII საუკუნის შუახანამდე ესვენა. ბარბაროსთა შემთხვევების გამო ისინი კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. 1453 წლის 29 მაისს, თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღების დროს, გიორგი კალოხრეტმა მღვდელმთავრის წმიდა ნაწილები ნეტარი დედოფლის თეოდორას წმიდა ნაწილებთან ერთად ტომრით გადაიტანა ჯერ სერბეთში, იქიდან კი 1460 წელს კუნძულ კორფუზე. დღეს წმ. სპირიდონის პატიოსანი ნაწილები ასვენია კორფუზე მისივე სახელობის ეკლესიაში.

   მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმიდა სპირიდონის პატიოსან ნაწილებთან. დღემდე გრძელდება წმიდა სპირიდონის უხრწნელ ნაწილებთან აღსრულებული სასწაულები მათთვის, ვინც რწმენითა და სიყვარულით მიეახლება მათ.


Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება