მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა მამათა წერილებიდან (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)
წმინდა მამათა წერილებიდან (წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი)8-01-2017, 00:07 |
მსოფლიო ხიბლშია და თანაუგრძნობს მხოლოდ მათ, ვინც ხიბლში იმყოფება, ხოლო ჭეშმარიტების მსახურნი სძულს და უკუაგდებს მათ.
●●● როდესაც მსოფლიო მოისმენს ღვთის სიტყვას, წარმოთქმულს სტიქიურად და ამა სოფლის სულისკვეთებით, ანუ როდესაც ის მოისმენს თვითნებურ სწავლებას, შენიღბულს ღვთის სიტყვით, მაშინ ის აღამაღლებს მას ქებით, ხოლო როდესაც ის იგრძნობს ღვთის სიტყვაში არაამქვეყნიური სულის არსებობას, რომელიც ანგრევს ამა სოფლის მეუფებას, მაშინ ის დასნეულდება სიძულვილით ამ სიტყვის მიმართ, დაიწყებს დევნას ამ სიტყვისა. ღვთის სიტყვა მუდამ დევნილი იყო ამა სოფლის მიერ: ამა სოფლისაგან დევნა კი მუდამ იყო დასტური იმისა, რომ ეს სწავლება ღვთისგანაა.
●●● მოძღვრების რეალური მდგომარეობის ხედვა აუცილებელია, რათა თავი სიცრუისაგან დავიცვათ, აგრეთვე გვმართებს მორიდება მათ განკითხვისაგან. მივაპყროთ საკუთარ ცოდვებს განუწყვეტელი ყურადღება. გულახდილობა ძალიან სახიფათოა ჩვენს დროში, იმიტომ, რომ ზოგიერთნი მცდარი შეხედულებებისა და მდგომარეობის გამო თავის მოვალეობად გაგებულის სხვისთვის გადაცემას მიიჩნევენ. შესაძლოა, ეს პირფერობის მიზნითაც ხორციელდება.
●●● დღეს ძალიან რთულია ჭეშმარიტი ღვთისმსახურის პოვნა. მრავალნი არიან სათნონი ღვთისათვის ადამიანთა აზრით, მაგრამ რთულია ღვთისაგან დამოწმებულის, ღვთივრჩეული ადამიანის პოვნა. მოწმობა ღვთისა აშკარაა, როგორც მზე, მაგრამ მსოფლიო დაბრმავებულია და ამიტომაც ვერ ხედავს ღვთის მოწმობას. ვერ ამჩნევს რა მას, ის ცვლის ღვთის მოწმობას თავისი მოწმობით და თავისი შეხედულებით კმაყოფილია.
●●● უბედურების საწყისად სულიწმინდის ნების უგულებლყოფა და თავის წეს-ჩვეულებებით შენაცვლება უნდა მივიჩნიოთ. აი, რაში მდგომარეობს მიზეზი საყოველთაო აშლილობისა, მიზეზი ქრისტიანობის ზნეობრივი დაცემისა. არსებობენ ქრისტიანები, მაგრამ დაკარგულია ერთიანი ცოდნა ჭეშმარიტებისა, რომლითაც ყველანი ერთიან სულიერ სხეულში, ერთგვარი აზროვნებით, ერთიანი სულისკვეთებით, ერთიანი საერთო წინამძღოლით - ქრისტეთი გავერთიანდებოდით. დღეს ყველას, მეტნაკლებად, თავისი აზრების წყობა, თავისი რელიგია, თავისი გზა გააჩნია, რომელიც თვითნებურად ან შემთხვევით მიიღო. ადამიანებს უკვე აღარ ესმით ჭეშმარიტი მოძღვრის მაცხოვნებელი სიტყვა, რომელიც გაისმის წმ. ეკლესიის წიაღში, რომელიც ჯერ კიდევ ხმამაღლა ამხელს მათ უსამართლობას, რომელიც აუწყებს ჭეშმარიტების შესახებ და მიუთითებს მისკენ.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |